კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქ, ზემოთ

ყველა გაღლეტილია

საპრეზიდენტო არჩევნების დღეც დადგენილია და რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის ვინაობაც. მეტიც, უკვე გაირკვა, რომ „ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.

ამ უკანასკნელმა უკვე მიმართა ამომრჩეველს დახმარებისთვის (თუმცა, დაგვპირდა, რომ სამოქმედო პროგრამასა და საარჩევნო ტაქტიკას გზაში დაგვაწევენ), სხვათა შორის, მატერიალური დახმარებისთვის.

კერძოდ, ბ-ნმა საგანელიძემ განმარტა, რომ, რაკი კანონით აკრძალულია, ბ-ნი ივანიშვილი ვერც პირდაპირ და ვერც ირიბად ბ-ნი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიას ვერ შეეწევა; ამიტომაც, დაგვამუნათა, რომ საკუთარი დანაზოგით მივეხმაროთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში. 

მაგალითიც თავად გვიჩვენა და აღგვითქვა, რომ საკუთარ დანაზოგს არ დაიშურებს საკუთარი ფავორიტის წინასაარჩევნო კამპანიის ჯეროვნად წარმართვისთვის (სავარაუდოდ, იმის მიედით, რომ მაგალითს მაგიური ძალა აქვს). საპასუხოდ, მაგალითად, ლეიბორისტებმა „ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო შტაბში ერთი ლარი გადარიცხეს (სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, მშრომელთა პარტიის ოფისში ასეთი წარწერაა: „ან შალვა, ან არ გეღირსოთ პრეზიდენტი“).

თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ბ-ნი სააკაშვილი თავის ყველა მინისტრს „გაღლეტილს“ უწოდებდა და ამას ბ-ნი საგანელიძის დამუნათებას დავამატებთ, ბ-ნი მარგველაშვილიც ამ კატეგორიაში უნდა მოიაზრებოდეს (თანაც, ისიც მინისტრია), გამოდის, რომ იქ, ზემოთ, ხვდება თუ არა, ყველა იღლიტება?! 

скачать dle 11.3