კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აფხაზიშვილი-აფხაზაშვილი

აფხაზი ტომის აღმნიშვნელი სიტყვაა, აქედან კი მომდინარეობს გვარები: აფხაზი, აფხაზავა, აფხაზიშვილი, აფხაზაშვილი.

„სატომო სახელთაგან ზოგი ისევე წმინდა ფუძით გვხვდება გვარად, როგორც ხელობის აღმნიშვნელი სიტყვები, მაგალითად: აფხაზი, ბერძენი, დვალი, ლაშხი, მესხი, სვანი და ასე შემდეგ“.

„თავადი აფხაზიშვილი – ესენი არიან აფხაზეთიდან მოსულნი, ოდეს იწყეს მაჰმადიანობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზისშვილებად და უბოძა კარდენახს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ სცხოვრობენ. მუნ ჟამიდან წელსა 1636-სა არიან ერთ სახლად“.

ალგეთში, დვალათას ხევის მარჯვენა მხარეს, ბოღრანეთის სამხრეთით, ხორბუკის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით, 1654 წელს მოიხსენიება მებატონე აფხაზი.

საქართველოში 151 აფხაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 101, გარდაბანში – 28, გურჯაანში – 9. არიან სხვაგანაც. 

95 – აფხაზაშვილი.

ბერძენაშვილი

გვარის ფუძეა ეთნონიმად ქცეული სახელი ბერძენი. ასევე, გვხვდება მეტსახელი ბერძენა.

1721 წელს ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე ბერძენა ჯვარშეიშვილი.

1638 წელს მოსე მაღალაძის მიერ თავის განაყოფ სახლთუხუცეს გიორგი მაღალაძისთვის მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე ბერძენა.

1721 წელს ალგეთში ცხოვრობდა აზნაური ოთარ ბერძენაშვილი, რომელიც სახლთუხუცესი და თავად ამილღაბარ გოსტაბაშვილის მემამულე იყო.

იორდანე ბერძენაშვილი 1843 წელს ცხოვრობდა ყვარელში.

ამავე ძირისაა გვარები: ბერძენიშვილი, ბერძენიძე, ბერძენაძე, ბერძული.

საქართველოში 2 662 ბერძენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 319, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.

ბაბაჯანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაბაჯანა, რომელიც შედგენილი სახელია.

1721 წელს ლუარსაბ ვარაზაშვილის ყმად მოიხსენიება ბერუა ბაბაჯანაშვილი.

საქართველოში 23 ბაბაჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 8, ლაგოდეხში – 4, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.

ზაზაშვილი-ზაზაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაზა, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად სიუხვეს, ბრწყინვალეს ნიშნავს.

ამირა ზაზაშვილი, ვახუშტისა და ასლამაზის ყმა, მოიხსენიება 1883 წლის ყმების ნუსხაში, რომელიც სელიმხანა მელიქსეთაშვილის სახელზე იყო გაცემული.

ზაქუმბეგ ზაზაშვილი 1680-1716 წლებში მოიხსენიება ავთანდილ დიასამიძის სახელზე გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარები: ზაზაძე, ზაზიაშვილი, ზაზიკაშვილი.

საქართველოში 647 ზაზაშვილი ცხოვრობს: ადიგენში – 241, თბილისში – 151, თელავში – 64. არიან სხვაგანაც.

მებურიშვილი-ბებურიშვილი

გვარში შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, მებურიშვილები ადრე ბებურიშვილები ყოფილან. შემდგომ კი წინსართი მ ბ-თი შეცვლილა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ისტორიულ წყაროებში და საბუთებში ამის დამადასტურებელი ცნობები არ მოიპოვება.

გვარის ფუძეა სიტყვა მებური. ქართულ სახელებში მებური არ გვხვდება, ხოლო ბებური უძველესი საკუთარი სახელია.

ბებური ცნობილი ფეოდალური გვარის – ვაჩნაძეთა საგვარეულო სახელი ყოფილა. აქედან წარმოიშვა კახელი ბებურიშვილების გვარი. ასე რომ, ბებურიშვილები ადრე ვაჩნაძეები ყოფილან.

საქართველოში 245 მებურიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 94, ვანში – 71, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.

164 ბებურიშვილი: თბილისში – 107, ქუთაისში – 15, ოზურგეთში – 13. არიან სხვაგანაც.

მორჩილაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მორჩი.

ვანო მორჩაძე ოჯახითურთ მოიხსენიება სოფელ ბორბალოში, 1823 წლის აღწერაში.

ამავე ძირისაა გვარები: მორჩილაძე, მორჩილაშვილი.

საქართველოში 760 მორჩილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 421, ტყიბულში – 75, თბილისში – 57. არიან სხვაგანაც.

ნანუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნანუა, რომელიც ქალის სახელად იყო გავრცელებული.

1721 წელს მოიხსენიება ყმა ლუარსაბ ნანუაშვილი.

საქართველოში 324 ნანუაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 165, თბილისში – 87, გურჯაანში – 40. არიან სხვაგანაც.

ლაიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაილა. 

ლაიშვილები 1941 წლის სექტემბერში ამბროლაურის რაიონის სოფელ მორიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

გადმოცემის მიხედვით, ლაიშვილები წარმოშობით მესტიის რაიონის სოფელ ლაიშიდან არიან.

საქართველოში 64 ლაიშვილი ცხოვრობს: ამბროლაურში – 20, თბილისში – 19, თეთრი წყაროში – 9. არიან სხვაგანაც.

ბუნტური

გვარი ბუნტური უფრო მთაშია გავრცელებული. გვხვდება სახელადაც და გვარადაც. არის, ასევე, გვარი ბუნტურიშვილი.

დიდ თონეთში 1818 წელს მოიხსენიებიან ბერი და გრიგოლ ბუნტურები.

საქართველოში 699 ბუნტური ცხოვრობს: თბილისში – 199, კასპში – 186, დედოფლისწყაროში – 80. არიან სხვაგანაც.

აღდგომელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აღდგომელა. წინათ ამ სახელს აღდგომა დღეს დაბადებულ ადამიანებს არქმევდნენ.

აღდგომელა ერქვა ქრისტეს საფლავის მომსახურე ქართველ ბერს.

ყმის ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია გომის მოურავი აღდგომელა.

აღდგომელაშვილები, 1873 წლის აღწერით, სოფელ ერტისში მოიხსენიებიან.

საქართველოში 573 აღდგომელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 252, თეთრი წყაროში – 100, გორში – 60. არიან სხვაგანაც.

ქუმსიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქუმსი. 

1721 წელს ყაფლანიშვილის მამულში მცხოვრები ნიკოლოზის ყმა ბერუა ქუმსიაშვილი მოიხსენიება.

საქართველოში 766 ქუმსიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 281, თბილისში – 246, ყვარელში – 57. არიან სხვაგანაც.

ბედიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედია. 

1729 წელს ბედიაშვილი მოიხსენიება სოფელ ცხნარის მკვიდრად ვახუშტი ორბელიანისა და მისი მეუღლის, ანა-ხანუმის ნასყიდობის წიგნში.

ადუა ბედიაშვილი 1678 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში დურმიშხანის ყმად მოიხსენიება.

1843 წელს სოფელ კოდაში ზურაბ და სოლომონ ბედიაშვილები მოიხსენიებიან.

საქართველოში 423 ბედიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, საგარეჯოში – 76, ხარაგაულში – 54. არიან სხვაგანაც.

ასრაკაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასრაკი.

სოფელ ფარცხისში 1871 წელს მოიხსენიება ოლიკო ასრაკაძე-კიხოლაშვილი.

ასრაკაძე, არსაკაძე და არსაკიძე – ერთი და იგივე გვარებია.

ბოგვში მცხოვრებ დავით არსაკიძის მეუღლეს 1820 წელს შეეძინა ქალიშვილი – თამარი. მიმრქმელი იყო ბორბალოში მცხოვრები იმერელი კვირია ქებაძე.

საქართველოში 26 ასრაკაძე ცხოვრობს: თბილისში – 16, გარდაბანში – 5, თეთრი წყაროში – 3. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3