კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი ბავშვების წარმატება იტალიაში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო პირველობაზე

28-30 ივნისს იტალიის ქალაქ რაიანოში ჩატარდა მსოფლიო პირველობა 1998-1999 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის იყო ორი ქართველი ბავშვი – ნიკა შენგელია და ანი აფრასიძე. ისინი ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ფარიკაობის კლუბის წევრები არიან. მათ არაერთი ჯილდო აქვთ აღებული და არც ამ კონკურსიდან ჩამოსულან გამარჯვების გარეშე: ანა აფრასიძემ მე-3 ადგილი აიღო, ხოლო ნიკა შენგელიამ – მე-6 ადგილი.

ანი აფრასიძე: 10 წლისა შევედი ფარიკაობაზე. 43-ე სკოლაში გაიხსნა მსოფლიოს ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ფარიკაობის კლუბი და ძალიან დავინტერესდი ამ სპორტით. ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს – ქეთი ერემეიშვილი და გიორგი პაიჭაძე. შემდეგ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს ჩემპიონობაც მოვიპოვე. ქუთაისში ჩატარდა ტურნირი, სადაც პირველი ადგილი ავიღე, ქალაქ ანკარაში კი მეშვიდე ადგილი დავიკავე.

ნიკა შენგელია: დაახლოებით სამი წელია, რაც ფარიკაობაზე დავდივარ. როგორც კი ეს კლუბი ჩემს სკოლაში გაიხსნა, მაშინვე შევედი. სხვადასხვა შეჯიბრებაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ანკარაში, საერთაშორისო ტურნირზე, მესამე ადგილი დავიკავე; აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირში კი ორგზის ჩემპიონობა მოვიპოვე.

ქეთი ერემეიშვილი (ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის კლუბის მასწავლებელი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი): ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ფარიკაობის კლუბი 2010 წელს ჩამოყალიბდა. ჩვენი ბავშვები არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან. რაც შეეხება იტალიაში გამართულ პირველობას, ქართველმა ბავშვებმა ძალიან გვასახელეს – მესამე და მეექვსე ადგილები ნამდვილად საამაყოა. ჩვენმა პრეზიდენტმა, არჩილ გოგელიამ, წარმატებული ბავშვები დაასაჩუქრა საქართველოს ნაკრების ფორმებით. ჩვენ სამომავლოდაც ვგეგმავთ არაერთ შეჯიბრებაზე გასვლას. სექტემბერში იგეგმება საქართველოს პირველობა, სადაც ჩვენი კლუბის ბავშვები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, შეჯიბრება იგეგმება ინგლისში.

скачать dle 11.3