კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დევიდ დათუნას მოსკოვური გამოფენა მსოფლიო პრესის ფურცლებზე მოხვდა

მას შემდეგ, რაც ჟურნალ „თბილისელებში” ექსკლუზიურად დაიწერა ოქტომბერში მოსკოვში, წითელ მოედანზე დაგეგმილ არტ-პროვოკაციაზე, რომლის ორგანიზატორი საქართველოში დაბადებული ამერიკელი მხატვარ-კონცეპტუალისტი დევიდ დათუნაა, გავლენიანი ამერიკული და რუსული ჟურნალ-გაზეთები დაინტერესდნენ ამ თემით და, ბოლო დღეებია, აქტიურად განიხილავენ მას. „კომსომოლსკაია პრავდა”, „ჰარპერს ბაზარი”, „იზვესტია”, ცნობილი საინფორმაციო ინტერნეტ ვებ-გვერდები ამერიკიდან და რუსეთიდან დევიდ დათუნას შესახებ აქვეყნებენ სტატიებს და მათი მთავარი გზავნილია, რომ შემოდგომაზე ქართველი ხელოვანი „პუტინისთვის თვალებში  ჩახედვას“ აპირებს. შეგახსენებთ, რომ გამოფენის სახელწოდებაა „თვალი თვალში” და ამ არტ-პროექტით დევიდ დათუნა გეგმავს ერთმანეთს „ჩაახედოს თვალებში” ნიკოლოზისა და პუტინის დროინდელი რუსეთი. რუსი და ამერიკელი ჟურნალისტების თქმით, ამდენი ქართველ მხატვარზე არ დაწერილა მას შემდეგ, რაც მოსკოვში ან ნიუ-იორკში გამოჩენილი ქართველი ფერმწერების – ფიროსმანის, გაბაშვილისა და გუდიაშვილის გამოფენები ჩატარდა და ამიტომ ყველა მოუთმენლად ელის ოქტომბრის დადგომას, როცა წითელ მოედანზე დევიდ დათუნა ახალი არტ-პროექტით კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს. 

скачать dle 11.3