კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყურებდნენ გურამ ლომიძეს შურის თვალით და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების” წევრი გურამ ლომიძე მეგობრებთან ერთად აქტიურად განაგრძობს მუსიკალურ ცხოვრებას და ბიჭებთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს. ჩვენი რესპონდენტი ბოლო დროს ჩვეულებრივზე მეტ დროს ატარებს საქართველოში და როგორც ინტერვიუდან შევიტყვეთ, ამჯერად ამერიკაში დაბრუნებას რამდენიმე თვეში გეგმავს. რა გეგმები აქვს მას „ქუჩის ბიჭებთან” ერთად, ამას მასთან საუბრიდან შეიტყობთ. 

 – ბოლო დროს რაღაც მოუხშირე საქართველოში ჩამოსვლას.

– გული სულ აქეთ მიწევს და ამიტომ.

– „ქუჩის ბიჭები” კვლავ გააქტიურდით და ახალი შემართებით შეუდექით საქმეს. რაც ჩამოხვედი, უკვე რამდენიმე კონცერტიც გქონდათ. ბოლო კონცერტი გაიმართა 22 ივნისს.

– ჩვენი მსმენელი ჩვენი მეგობრები არიან და მათთვის დიდი სიამოვნებით ვამზადებთ კონცერტებს. ამასთან, დიდი გეგმები და პროექტები გვაქვს განსახორციელებელი. დაგეგმილი გვაქვს ტურნე საქართველოს მასშტაბით, რომელიც გვინდა მივუძღვნათ ჩვენს ოს და აფხაზ მეგობრებს და ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ვმღერით საზღვრების გარეშე. ასევე, ვგეგმავთ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების” ახალი ალბომის გამოშვებას, რომელზე მუშაობაც, სავარაუდოდ, ზაფხულის პერიოდში დასრულდება. 

– რაც შეეხება სოლო-კარიერას?

– ამაზეც ვმუშაობთ. ზურაც აკეთებს სოლო სიმღერებს, პაატაც, მეც და ირაკლი ნოზაძეც. ასე რომ ნელ-ნელა ვიქოქებით. ვცდილობთ, ძველი დრო დავაბრუნოთ ქართულ შოუ-ბიზნესში.

– როდის გეგმავთ ტურნეს დაწყებას?

– სავარაუდოდ, 15 ივლისიდან შევა ძალაში. ასე რომ საკმაოდ ცხელი ზაფხული გველის წინ.

– იმ კონცერტების მოწყობას სად გეგმავთ, რომელსაც საზღვრები არ აქვს?

– ამ კონცერტს ისეთი სახელწოდება აქვს, რომ საზღვრები ნამდვილად არ აქვს. ერთი ვიცი, რომ უეჭველად ღია ცისქვეშ იქნება. ვგეგმავთ, რომ კონცერტები საქართველოს ყველა კუთხეში გავმართოთ. 

– მსმენელს ისე მოენატრა „ქუჩის ბიჭები,” რომ დარწმუნებული ვარ დიდი ანშლაგითაც ჩაივლის თქვენი კონცერტები, მით უმეტეს, ღია ცის ქვეშ.

– იმედი მაქვს, ყველაფერი გაამართლებს. ამ ჩამოსვლაზე გაცილებით მეტ დროს გავატარებ საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი სწორედ ისეთი გამოგვივა, როგორიც დაგეგმილი გვაქვს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, უფრო დიდხანს დავრჩები და კიდევ არაერთ პროექტს შევთავაზებთ ჩვენს საყვარელ მსმენელს.

– ანუ ამ პროექტზეა დამოკიდებული შენი ყოფნა არყოფნა საქართველოში?

– კი, ნამდვილად ასეა.

– რამდენი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობ?

– 7 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ საქართველო არასდროს მიმიტოვებია. რამდენიმე თვით ყოველთვის ჩამოვდიოდი. ამ 7 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩემი საქმეც წამოვიწყე იქ, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება. 

– ამჯერად, რა ბედი ეწევა შენს ბიზნესს? თქვი, რომ საქართველოში დიდ დროს დარჩები.

– ამერიკაში ალალი ბიძაშვილები მყავს, რომლებიც ჩემთან ერთად არიან ბიზნესში. ასე რომ მათი დიდი იმედი მაქვს. ისინი თავს მშვენივრად ართმევენ ყველაფერს.

– ისევე კარგად გამოგდის ბიზნესი, როგორც სიმღერა?

– მთლად ისე კარგად არა, როგორც სიმღერა, მაგრამ გამომდის. ყოველ შემთხვევაში, დამთავრებული მაქვს ბიზნესის სკოლა. ყველაფერი პრაქტიკას მოაქვს ძირითადად, მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს თეორიული ცოდნაც ახლავს თან.

– წლების განმავლობაში „ქუჩის ბიჭები” მიმოფანტული იყავით სხვადასხვა ქვეყნებში. გასულ წელს კი ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. ამის მიზეზი ნოსტალგია იყო, თუ მეორე სუნთქვა გაგეხსნათ?

– ახალი იდეები და რასაკვირველია, ერთმანეთის მონატრება. წლების განმავლობაში ისეთი შესისხლხორცებული ვიყავით ერთმანეთთან ოთხივე, რომ ჩვენი დაშლა და დაკარგვა ალბათ წარმოუდგენელიც იყო. თან ნათქვამიც გვქონდა ადრე, რომ ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” მანამდე იარსებებს, სანამ ცოცხლები ვართ. ჯერჯერობით დანაპირებს ვასრულებთ და იმედი მაქვს, ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება.

– მერამდენე ალბომს შესთავაზებთ მალე მსმენელს?

– ეს უკვე რიგით მეექვსე ალბომი იქნება. დაგვიგროვდა სიმღერები და აღარ შეიძლებოდა უკვე ალბომი რომ არ გამოგვეშვა, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენთვის არანაირი შემოსავალი არ მოაქვს და უფრო ენთუზიაზმზე ვართ. უბრალოდ, გვინდა, ჩვენს მსმენელს ჩვენგან ჰქონდეს კიდევ ერთი ალბომი და კოლექციას კიდევ ერთი, უკვე მეექვსე ალბომი შეჰმატოს.

– რა ხდება გურამ ლომიძის პირად ცხოვრებაში? რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

– ნაკლებად ვსაუბრობ პირად ცხოვრებაზე, რადგან ის პირადია და არ მინდა გავამჟღავნო. გარედან არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს, მაგრამ პირადში არცთუ ისე კარგად მაქვს საქმეები, თუმცა ბედს არ ვუჩივი. 

– როგორია შენი გეგმები, გარდა იმისა, რომ ტურნე გელის წინ?

– როცა საქართველოში მოვდიოდი ხოლმე, ამერიკაში ყველას ეგონა, რომ აქ დასასვენებლად ჩამოვდიოდი, არადა, ასე არასდროს არის. აქაც ვმუშაობ, იქაც ვმუშაობ და მოკლედ რომ ვთქვათ, ყველგან ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, საქართველოში მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ამიტომ დიდი სიხარულით მოვდივარ ყოველთვის ამ სამუშაოზე.

– თაყვანისმცემლები როგორ დაგხვდნენ ამ ჩამოსვლაზე?

– სიმართლე გითხრა, ძალიან კარგად მხვდება ყველა და აგრესია არ მოდის, რაც ძალიან მსიამოვნებს.

– აგრესიულად რატომ უნდა შეგხვდნენ?

– ადრე იყო პერიოდი, როცა ზოგი შურის თვალით გვიყურებდა, ალბათ, ასაკი რომ მოგვემატა ახალგაზრდებს კონკურენტებად აღარ მივაჩნივართ. 

скачать dle 11.3