კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიულოცა გარდაცვლილმა მამამ იმქვეყნიდან შვილის დაბადება ნუცა შანშიაშვილს და რატომ მონათლეს ის ოჯახურ გარემოში

მომღერალ ნუცა შანშიაშვილისთვის იღბალს არასდროს უღალატია, რადგან მან როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც, უდიდეს წარმატებებს მიაღწია კარიერის თვალსაზრისით. მას არაჩვეულებრივი, თბილი და მოსიყვარულე ქმარიც უდგას გვერდით. თუმცა, მისი მთავარი ოცნება, დედა გამხდარიყო, კარგა ხნის განმავლობაში აუხდენელი რჩებოდა. დღეს, ღმერთის წყალობით, ნუცა ბედნიერი დედაა, არაჩვეულებრივი ვაჟი ჰყავს, ამერიკაში საყვარელ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მუშაობს და თავს უბედნიერეს ქალად გრძნობს.

ნუცა შანშიაშვილი: წარმოუდგენელი გრძნობაა, გაურკვევლობაში ვარ, ბოლომდე ვერ ვხვდები, რა დამემართა (იცინის). თუმცა, ჩემს პატარა ნიკოლას რომ ვხედავ, ვიცი, ჩემი ნაწილია და ახდენილი ოცნება, რომელსაც წლებია ველოდი და სულ მჯეროდა, ახდებოდა. საოცარი გრძნობა მაქვს, როცა მას ვაკვირდები. უკვე სამ-თვენახევრისაა, დიდი ბიჭია, მაგრამ, მე უფრო ეიფორიაში ვარ, ვიდრე დედობას შევიგრძნობ (იცინის). ყველას ეგონა „გიჟი” დედა ვიქნებოდი, მაგრამ აბსოლუტურად პირიქით ვარ და ცივი გონებით ვაკონტროლებ ჩემს ამ ბედნიერ მდგომარეობას. ლოიალური, წყნარი და რესპექტაბელური დედიკო ვარ! ხელისგულზე კი ვატარებ ნიკოლას, მაგრამ ცივი გონებით ვუდგები მის არსებობას. ეს ჩემი ყველაზე სანუკვარი, ახდენილი ოცნებაა, მაგრამ არ მინდა, ზედმეტი რაიმე მომივიდეს მის აღზრდაში. მინდა, ბალანსი დავიცვა. ეს ბავშვი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და მინდა, კიდევ ბევრი ასეთი ოცნება ამიხდეს.

– ესე იგი, მრავალშვილიან დედობას აპირებ?

– ნიკოლოზს რომ ვხედავ, ძალიან მინდა, ასეთი კიდევ ბევრი ოცნება ამიხდეს და ბევრი შვილი მყავდეს. ჩემი აზრით, აუხდენელი ოცნება არ არსებობს, თუ გულით ინატრებ, აუცილებლად აგიხდება. ფიქრს დიდი მატერიალური ძალა აქვს. სულ მეჩვენებოდა, რომ გვერდით პატარა ბიჭის ლანდი მომყვებოდა და სულ ვიცოდი, რომ ეს ჩემი მომავალი შვილის ენერგეტიკა იყო, რომელიც სულ თან დამდევდა. ასე რომ, ინტუიციურად ვიცოდი, რომ ბიჭის დედა აუცილებლად გავხდებოდი. 

– ბავშვს მარტო ზრდი თუ ძიძა გყავს აყვანილი?

– ჯერ იმის საჭიროება არ დამდგარა, რომ ძიძა ავუყვანო. ორი ბებია, დედა და მამიკოც კარგად ვართმევთ მის მოვლას თავს. მერე კი აუცილებლად დამჭირდება დამხმარე, როცა დედაჩემი თბილისში წამოვა, მე კი საკონცერტო ტურნეები დამეწყება და ამას ახლავე განვიცდი. სულ მის გვერდით ვართ და გავანებივრეთ ჩვენი ყურადღებით. გამიჭირდება მის გარეშე, მაგრამ გასტროლებს ხომ ვერ გადავდებ? თუმცა, ამერიკაში, ისეთი რამეები მესმის ძიძებზე, ხანდახან ვფიქრობ, უცხოს ვერ ვანდობ ბავშვს-მეთქი. ვნახოთ, მოვიფიქრებ რამეს, ჯერ დრო მაქვს. თქვენ მამამისი უნდა ნახოთ, როგორ აფანატებს შვილზე. მგონი, ის უფროა დედა, ვიდრე მე (იცინის). ხანდახან მეშინია ვთქვა, თვალი არ ეცეს-მეთქი, მაგრამ ასეთი წყნარი, მშვიდი და მხიარული ბავშვი არ მინახავს. ძალიან კარგი გასაზრდელია, უპრობლემო.  სხვათა შორის, ახლახან მოვნათლეთ. ამერიკულ პასპორტში არის ნიკოლა ტაგი, ნათლობის სახელი კი ნიკოლოზია. 

– და, ვინ არიან ნათლიები?

– ძალიან მინდოდა, ჩემს შვილს მართლმადიდებელი ნათლიები ჰყოლოდა და მათგან ერთ-ერთი აუცილებლად ქართველი. მოკლედ, ნათლიები არიან: ჩემი ახლო მეგობარი ნატალია ბაშინა, რომელიც ალა პუგაჩოვას წამყვანი მოცეკვავე იყო და დღეს ცნობილი მომღერალია, ამერიკაში თავისი იოგას კურსები აქვს და თან მასტერკლასებს ატარებს რუსეთში; ასევე, ბიზნესმენი ბადრი ცხადაია, რომელსაც აქ აქვს საკუთარი, ულამაზესი და პოპულარული რესტორანი და მესამე ნათლიაა მამა ბორის ოპარინი. 

– ნათლობა სად ჩატარდა?

– ნათლობა სახლში, ექსკლუზიურად, ვარსკვლავებს რომ სჩვევიათ, ისე გავმართეთ. რიტუალი ხალხმრავლობის გარეშე, ოჯახის წევრებისა და ნათლიების გარემოცვაში მოხდა. ეს დღე უდიდესი დღესასწაული იყო, რადგან მართლმადიდებელ, ქრისტიან ნიკოლოზს თავისი პერსონალური ანგელოზი გაუჩნდა. არაჩვეულებრივი დღე იყო და სასაცილო ის გახლდათ, რომ გარდა ოქროს ჯვრებისა, იმდენი საჩუქარი მიიღო ბავშვმა, ვერ გეტყვით. ნატაშამ მოუტანა იმდენი ტანსაცმელი, სამმა კაცმა ძლივს ამოზიდა, კარებში ვერ ეტეოდა. ვიცინოდი, რა არის გოგო ეს, ერთი ვაგონი ბავშვი გაიზრდება ამით-მეთქი (იცინის). ისე, მაღაზია რომ გახსნას ნიკოლოზმა, კარგ ბიზნესსაც დაატრიალებს ნატაშას ნაჩუქარი ტანსაცმლით. დედაჩემმა კი აჩუქა ვერცხლის კოვზი, რომლითაც მე მაჭმევდა პატარაობისას და  გაუკეთა წარწერა: „სახსოვრად ნიკალას მზიასგან და ნუცასგან”. ამ კოვზით დავალევინე სწორედ მას პირველი ვაშლის წვენის წვეთები. მეორე ბებიამ კი თანხა აჩუქა. ასე რომ, ძალიან გაგვანებივრეს. 

– ფიზიკურად ვის ჰგავს ნიკოლოზი?

– ვხუმრობ ხოლმე, ეს ბავშვი „ქამელეონია”. ძალიან ჰგავს მამაჩემს ჯემალი ბაბუას. ამას წინათ მამა დამესიზმრა, თითქოს რაღაცას მილოცავდა, ემოციური იყო და მივხვდი, მკარნახობდა, ჩემს სულს შენს შვილს გადავცემო. მათ შორის კონტაქტი ნამდვილად არის, მიუხედავად იმისა, რომ მამა იმქვეყნიური ზეცის შვილია. ამას ყოველთვის ვგრძნობ. საოცრად წყნარი ბავშვია და როცა ვუმღერით, ისიც გვყვება. ხომ წარმოუდგენელია, სამი თვის ბავშვი მელოდიას აჰყვეს? მაგრამ, ეს ნამდვილად ასეა და ჩაწერილიც მაქვს. თან, თავისი ენა აქვს, საინტერესო ხმებს გამოსცემს. მაღალ ხმაზე იწყებს ლაპარაკს და სერიოზული დიალოგი აქვს ხოლმე. დედაჩემს, მზიკოს ვეუბნები, ეს მისი ლაპარაკიც უნდა ჩავიწერო და მეცნიერებს გავაშიფრინო, მგონი, რომელიღაც, დაკარგულ, ძველ ენაზე ლაპარაკობს ეს ბავშვი და ჩვენ ვერ ვხვდებით-მეთქი. ამას წინათ, ნიკოლას ვაძინებდი და თან ჩემს ახალ სიმღერას ვრეპეტიციობდი. დიდი სიამოვნებით მისმინა და ტკბილად ჩაეძინა. პირველი ჩემი შემფასებელი ახლა ბავშვია. მას ვასმენინებ პირველად სიმღერას. მის გამომეტყველებაზე ზუსტად ვხვდები, კარგია თუ არა და როგორი მოსასმენია. სხვათა შორის, ნიკოლასმა ჩემი რეპერტუარი შეცვალა.

– ეს როგორ გავიგოთ?

– მე ხომ ძირითადად, დრამატული, სევდიანი სიმღერების შესრულება მიყვარს და ამისთვის ვარ მომართული. ჰოდა მის გვერდით რომ ვიმღერე ასეთი სიმღერა, მივხვდი, არ მოეწონა, აფორიაქდა. ვერ იტანს სევდიან სიმღერებს, ეგრევე ხასიათი უფუჭდება და კოპებს კრავს. ძალიან უყვარს გარეთ სეირნობა და ყოველ დილით ოკეანის სანაპიროზე ვსეირნობთ. მე ოკეანე დადებითი ენერგეტიკითა და ემოციებით  მავსებს. ნიკანოს კი ვგრძნობ, რომ ძალას აძლევს და უფრო აძლიერებს მის ბუნებას. იცით, როგორ აკვირდება ოკეანეს? გადაირევით, მიხვდებით, რომ წყლის ყურება აძლიერებს. 

скачать dle 11.3