კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

750 000 ლარი სულ სხვაა

ანუ, აუდიტის სამსახური აბობოქრდა

მართალია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიოზე ჩუმად ისხდნენ (სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაქვს მხედველობაში), მაგრამ, ორიოდე კვირაა, ისეთი ინტენსიური მუშაობის შედეგები გამოამზეურეს, რომ, სავარაუდოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის მოსაფხანადაც არ ეცალათ. 

სახელდობრ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ერთ დროს გულმხურვალე გულშემატკივარი ბ-ნი ლაშა თორდია ხელმძღვანელობს, 2011-2012 წლებში შსს-ს ცენტრალური აპარატის  ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

ჩაატარა და დარღვევებიც გამოავლინა, კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა“ და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევისა. მარტივად რომ ვთქვათ, ერთ დროს „ხერხემლად“ წოდებულის უწყების ცენტრალურ აპარატს რომ არ სჭირდებოდა, ისეთ ფასად უყიდია საქონელი.

ასე, მაგალითად, ბ-ნი თორდიას უწყების განმარტებით, შსს-ს შპს „ალგორითმისაგან“ 5 000 პლანშეტური კომპიუტერი შეუძენია ( 2 775 000 ლარად); 2012 წლის იანვარში კი კიდევ 2 000 ცალი დაუმატებიათ (1 100 000 ლარად). რაც მთავარია, „ალგორითმს“ შსს-სთვის პროდუქცია 30-პროცენტიანი ფასნამატით მიუყიდია, რაც ლარებში, არც მეტი, არც ნაკლები, 749 000-ია. 

თუ გავიხსენებთ, რომ „ალგორითმი“ მომღერალ ნინო ჩხეიძის მეორე ნახევრის საკუთრებაა, თავად კი ბ-ნი მერაბიშვილის კვლავაც გულმხურვალე ჭირისუფალია (სულ ახლახან ქ-ნმა ჩხეიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კლიპში „თავისუფლება ვანო მერაბიშვილს“), თუმცაღა, არც ქ-ნი ნინოს გულწრფელი გრძნობები გამოირიცხება, დამეთანხმებით, რომ გულშემატკივრობა ტყემლით, ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 750 000 ლარით, მაინც სულ სხვაა.

скачать dle 11.3