კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი – ციხეში!

მთავარია მონაწილეობა!

რაკი ოქტომბერიც ახლოვდება, საპრეზიდენტო კანდიდატებიც გამოცხვა, თუმცა, ვინაიდან მსურველი ბევრია, ადგილი კი – ერთი, ამთავითვე აშკარაა, რომ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეთა უმეტესობის მოტივია: მთავარია მონაწილეობა, თორემ, გამარჯვება ვის დაჰკარგვია (სხვათა შორის, მოარული ხმებით, საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი პერსონის წამოყენება ამ ჩვენს ქართულ სინამდვილეში „სივის“ დასამშვენებლადაც ხდება თურმე).

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ გამეცადინებულია, კვლავაც შეეთამაშოს დემოკრატიულ ვარსკვლავებს და საკუთარი კანდიდატის გამოვლენას პრაიმერით ცდილობს (თუმცა, შიდა პარტიულ არჩევნებში ისეთი დამაჯერებლობით იმარჯვებს ბ-ნი ბაქრაძე, ეჭვი მაქვს, დანარჩენი სამისთვისაც მთავარი მონაწილეობაა), . დანარჩენები კი პროზაული ქმედებებით შემოიფარგლებიან.

მეორე მხრივ, მაგალითად, უშიშროების მდივანი ბ-ნი ბოკერია ფრიად შეშფოთებულია. კერძოდ, ბრძანებს, ქვეყანაში ისეთი ძალადობრივი გარემოა, არ მგონია, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდესო (თუმცა, თუ თითქმის ყველა წინა არჩევნებს გავიხსენებთ, თავის წინასაარჩევნო გარემოებიანად, პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ ბ-ნ ბოკერიას ამომრჩევლის გონებრივ შესაძლებლობებშიც ეპარება ეჭვი და მეხსიერების ჯანმრთელობაშიც).

ასეა თუ ისე, სახელდობრ, აწ უფლებადამცველი, მანამდე კი ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობისას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ოთარ კახიძე მმართველებს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ურჩევს –  თავისუფალი და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისთვისო. 

ხოლო, რაკი ყველა რჩევის მიცემის გუნებაზეა, ერთს მეც გამოვაცხობ (ვითომ, რით ვარ სხვა თხებზე ნაკლები?!): მეტიც, ბ-ნი მერაბიშვილის გათავისუფლების პარალელურად, არანაციონალი კანდიდატის უკლებლივ ყველა ამომრჩეველი თავისი ნებით უნდა ჩაჯდეს ციხეში – ეს წაადგება, თუ წაადგება ამ ჩვენს ქართულ, ვარსკვლავებთან შეთამაშებულ დემოკრატიას. 

скачать dle 11.3