კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმპორტული კოლიბაქტერიები

„საჩუქარი“

დადასტურებული ფაქტია, რომ კოლიბაქტერიები ჩვენი მუდმივი თანამგზავრები ბრძანდებიან: იმ მარტივი მიზეზით, რომ არც ნაგვის გადამმუშავებელი ქარხნები გვაქვს, არც ცხოველთა აცრაა მოწესრიგებული (თავის დაკვლა-გატყავებიანად) და არც გამწმენდი ნაგებობები გაგვაჩნია, კოლიბაქტერიები ისე გრძნობენ თავს ჩვენს დედაბუნებაში, როგორც თევზი – წყალში.

თითქოს საკუთარი გაჭირვება არ გვყოფნიდა, გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთის პორტში უკრაინული თბომავალი დააკავეს, ერთი შეხედვით, მეტად პროზაული, უფრო ახლოდან კი – არცთუ უწყინარი მოტივით.

კერძოდ, გამოძიებით დადგენილა, რომ თბომავალ DONBAS VOYAGER-ის ეკიპაჟს ფოთის პორტის მე-4 ნავმისადგომთან საკუთარი ფეკალური მასები პირდაპირ ნაპირთან ახლოს, ზღვაში ჩაუღვრია (შეგახსენებთ: კოლიბაქტერია მხოლოდ ფეკალურ მასებში ცოცხლობს, შესაბამისად, მხოლოდ იქ ბინადრობს). ამიტომაც, თბომავლის უკრაინის მოქალაქე კაპიტანი პასუხისგებაშიც მიეცა (რაკი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი დაარღვია).

მე რომ მკითხოთ (თუ ჩვენში კოლიბაქტერიების სიუხვეს გავიხსენებთ), სამართლიანი იქნებოდა მისი თბომავალი ჩვენი კოლიბაქტერიებით დაგვეტვირთა – თან, თავზესაყრელად არ გვაქვს თუ რა?!

скачать dle 11.3