კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ანეკდოტები

– ძვირფასო სტუმრებო! დღეს ამ დიდებულ ქორწილს მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები ესწრებიან‚ ძალიან ძნელია ჩხუბის პროვოცირება‚ მაგრამ მე პროფესიონალი ვარ!

***

თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა‚ მხოლოდ სტიუარდესა ჩამოვარდა დაუსახლებელ კუნძულზე... იტირა‚ ივაგლახა და დაეძინა. გაეღვიძა. ხედავს ტიპი ხორცს წვავს. 

– შენ საიდან მოხვდი?

– როგორც დამნაშავე‚ 15 წლის წინ აქ გადმომასახლეს... ეგონათ‚ დავიღუპებოდი‚ მაგრამ ხომ ხედავ‚ ხორციც კი არ მაკლია...

– აუ‚ მეც შევჭამდი?

– სამაგიეროდ‚ რას მომცემ?

– ნუ‚ ალბათ, 15 წელი რაც არ გაგისინჯავს...

მივარდა კაცი.

– ჩემო ლამაზო‚ ჩემო საყვარელო‚ ჩემო სასურველო... ნუთუ არაყი გაქვს?

***

– როგორ ჩაიარა შენმა ნივრის დიეტამ?

– არა უშავს: დავკარგე 12 კილოგრამი და ყველა მეგობარი...

***

ებრაელი თოვლის ბაბუა შედის საბავშვო ბაღში:

– გამარჯობა ბავშვებო... გილოცავთ ახალ წელს! ნახეთ‚ რამდენი საჩუქარი უნდა მოგყიდოთ...

***

ექიმთან პაციენტი მივიდა.

– ნარკოტიკებს იყენებთ?

– არა.

– სვამთ?

– არა.

– ეწევით?

– არა.

– არ გინდათ‚ ასე იდიოტურად ნუ იღიმებით‚ სულერთია‚ რაღაცას მაინც ვიპოვი...

***

ქუჩაში ახალგაზრდების ჯგუფს ხანშიშესული ქალბატონი მიმართავს:

– ყმაწვილებო‚ მშვენიერი ქალბატონისთვის სიგარეტი ხომ არ მოგეპოვებათ?

– ინებეთ‚ მაგრამ თვითონ რატომ არ გვთხოვა?

***

წარწერა 1986 წლის ჩერნობილის თამბაქოს მოსავლით დამზადებულ სიგარეტზე: „ჯანმრთელობის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ: მოწევა სასიკვდილოა!“

***

– მამი‚ კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცხოვროთ ასე?

– 40 წელი.

– მერე.

– მერე მივეჩვევით...

***

– გავიგე‚ შენი სიდედრი გარდაცვლილა...

– სიდედრი კი არა ცოლისდა...

– არა უშავს‚ არც ეგაა ცუდი...

***

სცენაზე ილუზიონისტი ხელზე დასმულ იხვს მიმართავს:

– ახლა კი სვანზე მოყევი ანეკდოტი!

დარბაზში წამოხტა სვანი:

– გეყოფათ ჩვენზე ანეკდოტების მოყოლა‚ აწი სხვებზე მოყევით!

ილუზიონისტი გაწითლდა და ბოდიშების მოხდა დაიწყო.

– შენ გაჩუმდი‚ მე იხვთან მაქვს საქმე‚ მაგას ველაპარაკები!

***

განცხადება:

კარგ ადამიანებს მივცემ: წითურ კატას‚ 6 თვისაა‚ ალერსიანი‚ მხიარული‚ ყველა აცრა გაკეთებული აქვს‚ იდეალურია ოჯახისთვის‚ სადაც პატარა ბავშვებია;

ან

ქმარს‚ შავგვრემანია‚ თაფლისფერი თვალებით‚ 35 წლის‚ კეთილი‚ კომუნიკაბელური‚ მუშაობს‚ ვერ იტანს კატებს‚ ამბობს‚ რომ ოჯახში ან მე ვიქნები‚ ან კატაო...

მოდით‚ ნახეთ‚ აირჩიეთ‚ რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია...

***

ჭიჭიკიამ და ბიჭიკიამ ერთმანეთს დასცხეს.

ბიჭიკია: ჩემს თვალში საჯდომი ხარ! 

ჭიჭიკია: რავა‚ გარშოკიდან მიყურებ თუ...

***

ექსპერიმენტის სახით‚ დაუსახლებელ ორ კუნძულზე ჩაიყვანეს: ერთზე – 25 მამაკაცი და ერთი ქალი‚ მეორეზე – 25 ქალი და ერთი მამაკაცი. გავიდა რაღაც დრო და ჩავიდნენ შედეგის შესამოწმებლად. 

ერთ კუნძულზე ხედავენ‚ აყვავებულია იქაურობა‚ ყველგან წესრიგია‚ სისუფთავე...  ტახტზე ზის ქალი და ერთ-ერთ მამაკაცს მიმართავს:

– მე რა გითხარი‚ რომელი ქვიშით უნდა მოგეკირწყლა ეს ბილიკი?

– წითლით.

– მერე‚ რა ფერის ქვიშა ყრია?

– ყვითელი.

– შენ რიგში რომელი იყავი?

– მეხუთე...

– ჰოდა, 25-ზე გადახვედი...

გადაინაცვლეს მეორე კუნძულზე. არეულობაა‚ სიბინძურე‚ პალმები ტოტებჩამომტვრეული... ერთ-ერთ პალმაზე კი მამაკაცი ასულა. ქვემოთ ქალები დგანან და ეძახიან.

– გეყო‚ ჩამოდი, 15 წუთი უკვე დიდი ხანია‚ გავიდა...

***

სასტუმროში წყვილი შევიდა.

– ცოლია თუ... – ეკითხება ადმინისტრატორი.

– თუ...

***

აგარაკის ერთ-ერთ ჭიშკარზე წარწერაა: „ფრთხილად‚ ავი თუთიყუშია“. დამსვენებელი მიადგა‚ ბინა უნდა იქირაოს. წარწერა წაიკითხა‚ ცოტა ხნით დაფიქრდა კიდეც‚ მაგრამ მერე გადაწყვიტა‚ თუთიყუში რა საშიში უნდა იყოსო და შევიდა... ჭიშკარი მიხურა თუ არა‚ გაისმა თუთიყუშის ხმა:

– რექს‚ ფას!

***

ქმარი შინ ბრუნდება და ცოლს თავის მეგობართან წაასწრებს ლოგინში. ქმარი იღებს პისტოლეტს და მეგობარს კლავს.

– გაგიჟდი! ასე ხომ მეგობრების გარეშე დარჩები! – აკივლდა ცოლი.

***

ქუჩაში მიდის ქალი‚ რომელსაც ულამაზესი ფეხები აქვს. ბიჭიკია დაეწია და ეკითხება.

– უკაცრავად‚ გოგონი‚ სად იშოვეთ ასეთი ლამაზი ფეხები?

– მაღაზიაში‚ – ირონიულად მიუგო ქალმა.

– კი მაგრამ‚ სიფათი ხურდაში მოგცეს?

***

– გიო‚ წამო ქალებში წავიდეთ.

– მე რაღად გინდივარ‚ მარტო ვერ წახვალ?

– შენ‚ ძმაო‚ პროფესიონალი ხარ‚ მე კიდევ – მოყვარული.

– კაი‚ ხო‚ წავიდეთ‚ ორი ქალი ვიცი...

– კარგები არიან?

– ერთი კი‚ ლამაზია... მეორე – ისე რა‚ მოყვარულისთვის....

***

– ექიმო‚ ძალიან ცუდად ვარ!

– აბა‚ ენა გამოყავი...

– ენაც ვერ გადმოგცემთ‚ ექიმო‚ ისე ცუდად ვარ!

скачать dle 11.3