კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რის გამო შეიძლება გაროზგონ ირანის მოქმედი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და რისგან დაიცვა მან საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი, შიიტი ღვთისმეტყველი, აკადემიკოსი და დიპლომატი ჰასან რუხანი აირჩია. პრეზიდენტის ინაუგურაცია ირანში 3 აგვისტოს გაიმართება, მანამდე კი ისლამურ სახელმწიფოს ბოლო წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა მაჰმუდ აჰმადინეჯადი უხელმძღვანელებს. აჰმადინეჯადმა რვა წლის განმავლობაში იმსახურა პრეზიდენტის თანამდებობაზე და, კონსტიტუციის თანახმად, მას არ ჰქონდა უფლება, მესამედ ეყარა კენჭი. მოქმედმა პრეზიდენტმა უკვე მიულოცა გამარჯვება არჩეულს. ურიგო არ იქნება, გავეცნოთ მსოფლიოს უახლეს  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პრეზიდენტის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებს, მით უმეტეს, რომ აჰმადინეჯადი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ვადის გასვლასთან ერთად, პოლიტიკიდან წასვლასაც აპირებს.

* მაჰმუდ აჰმადინეჯადი ღარიბი მჭედლის ოჯახში 1956 წელს სოფელ არადანში დაიბადა. არსებობს ვერსია, რომ ეთნიკურად აჰმადინეჯადი ირანელი აზერბაიჯანელია. მეორე ვერსიით, იგი თალიბია, ხოლო ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, სინამდვილეში აჰმადინეჯადი ებრაელია და მისი ნამდვილი გვარია საბურიჯიანი. ეს არის ირანელი ებრაელების ცნობილი გვარი, რომელიც მაჰმუდის მშობლებმა მისი დაბადებისთანავე შეიცვალეს და ისლამი მიიღეს. მოგვიანებით, ეს ვერსია ახლო აღმოსავლეთის ებრაელმა მეცნიერმა მიერ ჯავენდარფარმა უარყო. მისი თქმით, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მამა მორწმუნე შიიტი იყო, ხოლო დედა – სეიედი, შიიტი, რომელიც მუჰამედის შთამომავლების რიცხვში შედის.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის, კარლა ბრუნის ადვოკატობა იკისრა. პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია ისლამური პრინციპების გვერდის ავლით შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და აუცილებელია მისი დასჯა, რათა ხელმეორედ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. შეგახსენებთ, რომ კარლა ბრუნიმ ღიად გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება იმის გამო, რომ საკინეჰ მოჰამად აშტიანს, რომელმაც ქმარს უღალატა, სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ირანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა გაზეთმა „კეიჰანმა“ ბრუნის მეძავი უწოდა და ამ ფაქტის გამო იყო შეშფოთებული მაჰმუდ აჰმადინეჯადი.

მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავის თურქმენ კოლეგას, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ირანული წარმოების სპორტული ტიპის თვითმფრინავი აჩუქა. თავისუფალ ჩიტს, როგორც უწოდებენ ირანულ თვითმფრინავს, თავის კლასში მესამე ადგილი უკავია მსოფლიოში. მას შეუძლია 300 კილომეტრ-საათი სიჩქარის განვითარება და ათას კილომეტრამდე მანძილის დაფარვა. თვითმფრინავის ღირებულება 120 ათას დოლარს შეადგენს. თურქმენეთის პრეზიდენტს ის თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში გადაეცა საზეიმოდ.

მაჰმუდ აჰმადინეჯადმა საქველმოქმედო აუქციონზე გასაყიდად გაიტანა საკუთარი ავტომობილი, 1977 წლის გამოშვების „პეჟო 504“. საზოგადოებაში ამ ავტომობილით აჰმადინეჯადი ერთადერთხელ, 2005 წელს გამოჩნდა, როდესაც თეირანის მერის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო, აჰმადინეჯადი დაჯავშნილ ავტომობილში გადაჯდა. თეთრი ფერის „პეჟოს“ ამ მოდელის ფასი 9000 დოლარს შეადგენს, ხოლო მეორადის ფასი 2000 დოლარს არ სცდება.  აუქციონის მსვლელობის დროს ერთ-ერთმა ანონიმმა მანქანა მილიონ ევროდ შეაფასა. ჯერჯერობით უცნობია, თუ გარისკა ვინმემ და იყიდა ეს ავტომობილი.

რამდენიმე წლის წინ ირანის და ბოლივიის პრეზიდენტებმა – მაჰმუდ აჰმადინეჯადმა და ევო მორალესმა მონაწილეობა მიიღეს ამხანაგურ მატჩში მინი-ფეხბურთში. პრეზიდენტები ერთ გუნდში თამაშობდნენ და თითო გოლი გაიტანეს, ხოლო მათი მოწინააღმდეგე გუნდი პროფესიონალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან შედგებოდა. მატჩი ანგარიშით 4-4 დამთავრდა, ხოლო პენალტების სერიაში პრეზიდენტების გუნდმა გაიმარჯვა და გამარჯვების ბურთი ირანის პრეზიდენტმა გაიტანა. მატჩი თეირანში გაიმართა და მორალესის ვიზიტს მიეძღვნა, რომელიც ფეხბურთის დიდ მოყვარულად არის ცნობილი.

 მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანული მოდის ტენდენციებით არის დაინტერესებული. მისი თქმით, აუცილებელია ირანელი ქალს ჩაცმულობა შეესაბამებოდეს მუსლიმანურ ღირებულებებს. ამასთან დაკავშირებით, აჰმადინეჯადმა ირანის ვაჭრობის მინისტრს დაავალა შესაბამისი ტანსაცმლით სავაჭრო ობიექტების უზრუნველყოფა, რადგან ამჟამად ირანულ ბაზრებზე იყიდება „როგორც ის ამბობს, იაფფასიანი და ირანისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი“. ირანელ ქალებს ძვირი უჯდებათ, ისე შეიმოსონ, რომ არ დაარღვიონ სტილი. შეგახსენებთ, რომ ირანში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, საზოგადოებაში მოტკეცილ ჰიჯაბში, ფერადი თავსაბურავით ან შარვლით გამოჩენა 50 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმას ან ორთვიან პატიმრობას ითვალისწინებს.

 პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მაჰმუდ აჰმადინეჯადის რამდენიმე კურიოზული ბრალდება აქვს წაყენებული დასავლეთის მიმართ. მაგალითად, მან დასავლეთის ქვეყნები ხელოვნური გვალვის გამოწვევაში დაადანაშაულა. აჰმადინეჯადის თქმით, ევროპული სახელმწიფოები იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, რომელთა დახმარებით ისინი არ აძლევენ საშუალებას ღრუბლებს, რომ მიუახლოვდნენ ირანს და ამიტომაც ირანელები წვიმის გარეშე რჩებიან. აჰმადინეჯადი ირწმუნება, რომ ამის შესახებ მან ერთ-ერთ ევროპულ ჟურნალში წაიკითხა, სადაც კომპეტენტური პირი საუბრობდა ასეთი ტექნოლოგიის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც გვალვის ხელოვნური გამოწვევა არის შესაძლებელი თურქეთსა და ირანში, რადგან სწორედ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა უქმნის საფრთხეს დასავლეთს.

ირანელმა მეცნიერებმა რამდენიმე ხნის წინ ხელოვნური თანამგზავრი გაგზავნეს კოსმოსში, რომლის ბორტზე კოსმონავტი-მაიმუნი იმყოფებოდა. თანამგზავრის სახელია „კავოშგიარ-5“. მაიმუნის გარდა, მის ბორტზე 250 კილოგრამი ტვირთი იყო. ცნობილია, რომ ირანის კოსმოსური პროგრამა აქტიურ ფაზაში შედის და ამ ფაქტის გამო, დასავლეთი შეშფოთებას გამოხატავს. ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის თქმით, 2017 წლისთვის პირველი ირანელი კოსმონავტი გაემგზავრება კოსმოსში.

ირანის მოქმედი პრეზიდენტის გარემოცვის წევრები შავ მაგიასთან და კერძოდ, ჯინებთან კავშირში დაადანაშაულეს. ამის საპასუხოდ აჰმადინეჯადმა განაცხადა: ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს იმაში, რომ მის ადმინისტრაციასთან  დაახლოებული პირები ჯინების გამოძახებასა და შავ მაგიაში დაადანაშაულეს. აჰმადინეჯადის თქმით, თუკი ჯადოქრები დაკავებულები არიან, ამიერიდან მის მუშაობას ხელს არავინ აღარ შეუშლის. „ფრანს პრესის“ ცნობით კი აჰმადინეჯადი დარწმუნებულია, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსს შავ მაგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის უდანაშაულოა.

 მაჰმუდ აჰმადინეჯადმა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი, წინასწარმეტყველი რვაფეხა პაული დასავლური საზოგადოების ლპობისა და დაცემის სიმბოლოდ გამოაცხადა. თავის გამოსვლაში ირანელმა ლიდერმა პაული დასავლეთის პროპაგანდად და ცრურწმენის გავრცელების ტიპურ მაგალითად მოიხსენია. „ისინი, ვისაც სჯერა რვაფეხას წინასწარმეტყველების, ვერასდროს მიაღწევენ სულიერ სიმშვიდეს და მუდამ ჩამორჩენილები იქნებიან ირანელ საზოგადოებასთან შედარებით, რომელსაც განსხვავებული სულიერი ღირებულებები აქვს“.

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის” ცნობით, შესაძლოა, ირანის მოქმედი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი როზგების გამოყენებით დაისაჯოს. საუბარია როზგით 74 დარტყმაზე. ეს იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტს დაუმტკიცდება ბრალდება, რომ უკანონოდ ჩაერია საარჩევნო პროცესში. ირანული ოპოზიციური პრესის ცნობით, მაჰმუდ აჰმადინეჯადი თავის დიდი ხნის მეგობარს, რაჰიმ მაშაის ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიის პროცესში, ეს კი კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია. ბრალდებებს თავად აჰმადინეჯადი აბსურდულს უწოდებს. ცნობისთვის: ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი 450 -მა კანდიდატმა გამოთქვა, შემდგომ სპეციალურმა საბჭომ განიხილა ყველას კანდიდატურა და მხოლოდ ღირსეულებს მისცა უფლება, ეყარათ კენჭი. საბოლოოდ, შიიტმა ჰასან რუხანიმ პირველივე ტურში გაინაღდა გამარჯვება და უკვე მიიღო მოლოცვები მაჰმუდ აჰმადინეჯადისგან.

скачать dle 11.3