კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რამდენმილიარდიანი ქონება აქვს „იანდექსის” მფლობელ არკადი ვოლოჟს „ფორბსის” ვერსიით

„ფორბსის” 2013 წლის მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის რეგისტრირებული – 442, შემდგომ პოზიციაზეა ჩინეთი, 122 მილიარდერით, ხოლო ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია 110 მილიარდერით არის წარმოდგენილი ყველაზე მდიდართა რეიტინგში. ტრადიციულად, რეიტინგში მოხვდნენ ბოლო წლების ყველაზე ცნობილი რუსი „ოლიგარქები:” რომან აბრამოვიჩი, მიხაილ პროხოროვი, ალიშერ უსმანოვი, ვლადიმირ ლისინი, სულეიმან ქერიმოვი და სხვები. ცნობილი „ოლიგარქების” გარდა, „ფორბსის” რეიტინგში ახალი სახეებიც გამოჩნდნენ, რომელთა კაპიტალმა მილიარდიან ნიშნულს 2013 წელს გადააბიჯა. გთავაზობთ „ფორბსის” რეიტინგში დებიუტანტ რუს მილიარდერებს.

 

ბორის როტენბერგი – 1,4 მილიარდი დოლარი

მილიარდერ არკადი როტენბერგის უმცროსი ძმა, ბორის როტენბერგი პირველად მოხვდა მილიარდერების რეიტინგში. წარსულში ძიუდოთი და სამბოთი დაკავებული ბორის როტენბერგი ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი და სპარინგ პარტნიორი იყო. როტენბერგი ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია რუსეთში, ასევე, ფლობს ბანკ „სევერნი მორსკოი პუტს” და ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიას. ბორისი განქორწინებულია. მისი ექს-მეუღლეა ფინეთის მოქალაქე ირინა ჰარანენი. ბორის როტენბერგს ორი ვაჟი ჰყავს.

ანდრეი ბოკარიოვი – 1,35 მილიარდი დოლარი

რუსეთის ფრისტაილის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი ბოკარიოვი მილიარდერ ისკანდერ მაჰმუდოვის პარტნიორია. იგი ფლობს აქტივებს სანახშირე წარმოების და სარკინიგზო გადაზიდვების კომპანიებში. ბოკარიოვი აქტიურად არის ჩართული 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

სერგეი კისლოვი – 1,25 მილიარდი დოლარი

სერგეი კისლოვი ფლობს ბიზნესჯგუფ „რუსეთის სამხრეთს” (ზეითუნის ზეთის წარმოება, ხორბლის ექსპორტი) და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს. მას ეკუთვნის 200 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. ძირითადი ბრენდია ზეთი „ზოლოტაია სემიჩკა”. 2007 წლიდან სერგეი კისლოვი საფრანგეთის საპატიო კონსულია რუსეთის სამხრეთში.

იური გუშინი – 1,2 მილიარდი დოლარი

იური გუშინი ფლობს ჰოლდინგს „გაერთიანებული კონდიტერი”, რომლის შემადგენლობაში შედის ცნობილი საკონდიტრო და შოკოლადის ქარხნები: „კრასნი ოქტიაბრ“, „როტ ფრონტ“, „ბაბაევსკოე“ და სხვა. გუშინის საკუთრებაშია საწარმო „კრასნი ოქტიაბრის“ ტერიტორია, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. 

ალბერტ შიგაბუტდინოვი – 1,15 მილიარდი დოლარი

ის არის „ტაიფის“ დამაარსებელი და მფლობელი; რეგიონალური ჰოლდინგის მეპატრონე, რომელიც ფლობს ბიზნესაქტივებს თათრეთის რესპუბლიკაში. ჰოლდინგი მოიცავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ავტოგასამართი სადგურების ქსელს, ქიმიურ საწარმოებს, ელექტროსადგურებს და სამშენებლო ფირმებს. შიგაბუტდინოვი ჰოლდინგს 1995 წლიდან უდგას სათავეში, მანამდე კი უცხოეთიდან ტანსაცმლის, კომპიუტერების და ავეჯის იმპორტით იყო დაკავებული. ჰოლდინგში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ალბერტის უფროსი ვაჟი, რუსლან შიგაბუტდინოვიც მუშაობს.

რუსტემ სულტეევი – 1,15 მილიარდი დოლარი

ალბერტ შიგაბუტდინოვის მოადგილე და ჰოლდინგ „ტაიფი“ს კიდევ ერთი დამაარსებელი და თანამფლობელია რუსტემ სულეევიც. ის კომპანიის მართვაში შვილთან ერთადაა წარმოდგენილი – დირექტორთა საბჭოს წევრია ტიმურ სულტეევი.

არკადი ვოლოჟი  – 1,15 მილიარდი დოლარი

1964 წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში დაბადებული არკადი ვოლოჟი კომპანია „იანდექსის“ გენერალური დირექტორია. ვოლოჟი 1980-იანი წლებიდან კომპიუტერული სფეროთი იყო დაინტერესებული და 1997 წელს მან 1 გიგაბაიტი რესურსით აამუშავა ინტერნეტ-გვერდი „იანდექსი“, რომელიც შემდგომ წლებში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუსულ ვებ-გვერდად იქცა. არკადი ვოლოჟი 2000 წლიდან „იანდექსის“ გენერალური დირექტორია. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ალექსანდრ ლუცენკო – 1,1 მილიარდი დოლარი

ყოფილმა სამხედრომ ალექსანდრ ლუცენკომ 1994 წელს მეუღლესთან, ნატალიასთან ერთად, დააფუძნა ჯგუფი „სოდრუჟესტვო”. ლუცენკოს ბიზნესი ბრაზილიიდან შემოტანილი სასუქი და კომბინირებული საკვებია სამეურნეო საქმიანობისთვის. კომპანია ფლობს საკუთარ ტერმინალებს კალინინგრადში და გადამამუშავებელ საწარმოებს ბრაზილიაში, რუსეთში, დანიაში. ლუცენკოს პარტნიორია იაპონური კომპანია „მიცუი ენდ კო“, რომელიც „სოდრუჟესტვოს“ აქციათა 10 პროცენტს ფლობს.

ვლადიმირ შერბაკოვი – 1,1 მილიარდი დოლარი

საბჭოთა პერიოდში ვლადიმირ შერბაკოვი პარტიული მუშაკი იყო. 1990 წელს იგი პრემიერ-მინისტრის მოადგილედ მსახურობდა და „გოსპლანისჟ ხელმძღვანელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შერბაკოვი არ დაიკარგა და კერძო ბიზნესში ჩაერთო. მისი დაარსებულია ჰოლდინგი „ავტოტორიჟ, კალინინგრადის ოლქში განსაკუთრებულ ეკონომიკურ პირობებზე აწყობს უცხოური მარკის ავტომობილებს. 2012 წლის მონაცემებით „ავტოტორსჟ წარმოებული აქვს 265 000 ავტომობილი და ამ მაჩვენებლით შერბაკოვი მხოლოდ „ავტოვაზსჟ ჩამორჩება.

აირატ შაიმიევი – 1,1 მილიარდი დოლარი

თათრეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მინტიმერი შაიმიევის შვილი და მილიარდერ რადიკ შაიმიევის უმცროსი ძმა – აირატი ჯგუფ „ტაიფის“ თანამფლობელია. იგი აკონტროლებს თათრეთის რესპუბლიკაში გზების დაგებას და შეკეთებას. მისი კომპანია „ტატავტოდორი“ წამყვანია რესპუბლიკაში. ცნობისთვის: აირატ შაიმიევი ევროპის ჩემპიონია ავტოკროსში.

რადიკ შაიმიევი – 1,1 მილიარდი დოლარი

რადიკ შაიმიევი მინტიმერი შაიმიევის ვაჟი და ჯგუფ „ტაიფის“ წევრია. იგი ძმის, აირატის მსგავსად, თათრეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანად ითვლება. რადი შაიმიევიც ევროპის ჩემპიონია ავტოკროსში.

скачать dle 11.3