კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკბინა „შეყვარებულმა“ მერაბ ჭიქაშვილი და რამ მოხიბლა ყველაზე მეტად საქართველოში იულია ქავთარაძე

ქართველი ქალების შიშის მთავარი ობიექტი – მათი მამაკაცები კიევში! მართალია, ფილმ „რა მოხდა კიევში“ პრემიერამდე რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლები გვიმტკიცებდნენ, რომ კიევში საერთოდ არ ხდება ის, რასაც მაყურებელი ელისო, მაგრამ, გარწმუნებთ, სწორედ ის ხდება, რაც ყველაზე თამამ ფიქრებში წარმოგიდგენიათ. უბრალოდ, ნაბახუსევზე, დილით სულ სხვა თავგადასავლები იწყება. ფილმის ყველაზე უჩვეულო პერსონაჟია მერაბ ჭიქაშვილი – უჩა, ხოლო ყველაზე ლამაზი გოგონა, უკრაინელი ფემინისტების ხელმძღვანელი – იულია ქავთარაძე.

– მერაბ, რა მოხდა კიევში?

– ოო, კიევში ისეთი რაღაცეები მოხდა! ბევრი საოცრება, რასაც სხვა მსახიობები მალავენ. მეუღლეებთან ერთად არიან და არ უნდათ, რომ ამაზე ისაუბრონ. მოკლედ, გარდა იმისა, რომ კიევში იყო ძალიან ბევრი შიშველი ლამაზი ქალი, კარგი ძუძუ, კარგი საჯდომი, კარგი პროფესიონალი მსახიობები, ძალიან ლამაზი და კარგი გარემო, იყო ბევრი ისეთი რამ, რასაც ვერც წარმოიდგენთ. უპირველესად, საინტერესო გადაღებები. ფილმის ოთხმოცდაათი პროცენტი კიევში გადავიღეთ. ძალიან დინამიკური, საინტერესო, დაძაბული სცენებია. არაჩვეულებრივი ლოკაციები გვქონდა. კიევი ისეთი სოლიდარობით დაგვიდგა გვერდში, ვერ წარმოიდგენთ. „გრუზინი პრიეხალი“ და აი, თავიდან ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ. ცალკე საუბრის თემაა იულია, ძალიან საინტერესო მსახიობი, კარგი გოგო და მეგობარი, არაჩვეულებრივი მასპინძელი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველია, კიევში ის სახლში იყო და მაგარი მასპინძლობა გაგვიწია. ვერ წარმოიდგენთ ახლა ისე ვნერვიულობ, ფილმი არ მაქვს ნანახი და თქვენთან ერთად უნდა ვნახო. მოკლე დროში გადავიღეთ და არც ისეთი ბიუჯეტით, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას მოგვცემდა. ყველაფერზე ვნერვიულობდით.

– შენი და გოჭის ურთიერთობაზეც მომიყევი.

– გოჭი იყო ჩემი შეყვარებული. სამი გოჭი გვყავდა. ერთ-ერთი უცელქესი, ძალიან აქტიური – შავი ფერის, რომელიც საშინლად ნერვიულიც იყო და მიკბინა კიდეც. ტვინი წამიღო... გოჭთან მქონდა ცალკე ურთიერთობა.

– რა განსხვავებაა შენსა და შენს გმირს შორის?

– ასე, ერთი წინადადებით რთულია. „ტუპოი“ ტიპია, ოღონდ დადებითად „ტუპოი“. ეს არის ბლოგერი, ნარკოტიკების მოყვარული. თავისი გამოგონებული ნარკოტიკი მიაქვს გუდაურში, სადაც ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად მიდის. გამოიყენა სიტუაცია, ნარკოტიკი ჩაუყარა ძმას და მეგობრებს და გუდაურიდან აღმოჩნდნენ კიევში.

– ახლა უკვე თქვენ ხართ იულიას მასპინძლები...

– კი და, როგორც ვიცი, საკმაოდ კმაყოფილია. ის ქართველია და საოცრად დიდი სიყვარული გააჩნია თავისი სამშობლოს მიმართ. მართალია, ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო საფუძვლიანად მოიარა. იყო კახეთში, მათ შორის სიღნაღში, მცხეთაში. ემოციები თავისი სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო გაუმძაფრდა. იყო სუფრებიც, ტრადიციული ქართული, „გრუზინული“ (იცინიან). 

– და როგორ იყავით ნაბახუსევზე?

– (იცინის) ზოგადად ნორმალური, აი, დღეს აბსოლუტურად ფხიზელი ვარ და ვნახოთ ხვალ, პრემიერის ნაბახუსევი როგორი მექნება. ეს ფილმსა და მაყურებელზე იქნება დამოკიდებული.

იულია ქავთარაძე: ძალიან გამიხარდა როდესაც თბილისიდან დამიკავშირდნენ და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს. მიყვარს საქართველო და ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება. ვიფიქრე, როგორც იქნა, მადლობა ღმერთს, ბოლოს და ბოლოს საქართველოში გავფრინდები, გადაღებები ხომ იქ იქნება-მეთქი, მაგრამ არა! გადაღებები კიევში იქნებაო და ჩემი იმედები ჩაიფერფლა. 

– ფემინისტების მეთაურს თამაშობთ, არის რამე მსგავსება თქვენ შორის?

– სამწუხაროდ, მათ არც ვიცნობ, თუმცა, რა თქმა უნდა, მეც მიმაჩნია, რომ ქალები და მამაკაცები თანასწორუფლებიანები ვართ. ქალში ერთნაირად არის შერწყმული სიძლიერე, სინაზე, ქალურობა და პრინციპულობა. ამით ვართ განსაკუთრებულები. მომწონს ჩემი როლი და თამაში. ხშირად მაქვს შემოთავაზებები კინოდან, როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში. მიხარია, რომ ჩემს ბიოგრაფიას ქართული ფილმიც შეემატა. 

– ხშირად ახერხებთ თბილისში ჩამოსვლას?

– იმდენად ხშირად, რამდენადაც ამის სურვილი მაქვს. ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩამოვდივარ. ამჯერად ძალიან კარგი ვიზიტი გამომივიდა. ჯერ ერთი, ფილმის პრემიერაა და ეს ამბავი მახარებს, მეორეც, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული დღეები მქონდა. ბევრი ადგილი მოვინახულე – სიღნაღი და ალაზნის ველი, ქართული ბუნების შედევრები, კოშკები და სასწაული მონასტრები. დავდიოდით და პირღია ვათვალიერებდით ამ სილამაზეებს. დაკარგული ვარ დროსა და სივრცეში, როცა აქ ვარ. ახლა რომ მკითხოთ, რა დღე და რომელი საათიაო, ვერ გიპასუხებთ. ჩემ აქ ყოფნას ძალიან ბევრი სასიამოვნო თემა ახლავს. ჩემი ძმა ჯვარს იწერს და ეს ძალიან სასიამოვნო მოვლენაა. მიყვარს ყველაფერი ქართული. მიხარია საქართველოში ყოფნა და წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია, როდესაც აქ ყოფნის ამდენი საინტერესო მიზეზი მაქვს. 

скачать dle 11.3