კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დევიდ-დათუნას და ნატალია ვოდიანოვას საქველმოქმედო აუქციონი და 2014 წელს დაგეგმილი გრანდიოზული პროექტი საქართველოში

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, წარმოშობით თბილისელმა, ცნობილმა მხატვარმა-კონცეპტუალისტმა დევიდ-დათუნამ და რუსმა სუპერმოდელმა, მსოფლიოს გავლენიანი ქალების ათეულში მყოფმა, სახელგანთქმულმა ნატალია ვოდიანოვამ ოქტომბრისთვის გრანდიოზული საქველმოქმედო აუქციონის ჩატარება დაგეგმეს. მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმის მოპირდაპირე მხარეს დევიდ-დათუნას შვიდი ნამუშევარი გაიყიდება და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სხვადასხვა მძიმე სნეულებებით დაავადებულ ბავშვებს. დევიდ-დათუნა და ნატალია ვოდიანოვა დიდი ხანია, თანამშრომლობენ საქველმოქმედო საქმეში, 2012 წელს დათუნას მიერ შექმნილი ვოდიანოვას პორტრეტი საქველმოქმედო აუქციონზე 790 ათას დოლარად გაიყიდა და თანხა მთლიანად დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხა.  გარდა ამისა, 2014 წელს დევიდ-დათუნა საქართველოში ახალი საქველმოქმედო ფონდის „დათუნა არტ ფაუნდეიშენის” დაარსებას გეგმავს, რომელიც ხელოვნების დარგში ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობით და სწავლის პირობების გაუმჯობესებით იქნება დაკავებული. ფონდთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ, მათ შორის ნატალია ვოდიანოვას ფონდმაც. ფონდის დაარსებასთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი ჟურნალის მომდევნო ნომრებიდან შეიტყობთ ექსკლუზიურად.  

скачать dle 11.3