კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნიკოლოზ ანდრიაძე მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში და გამოჰყვა თუ არა მას ცნობილი ბაბუის, ტიციან ტაბიძის ნიჭი

ფარიკაობა სპორტული ორთაბრძოლის ნაირსახეობაა. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნება ეგვიპტელებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში. ფარიკაობა ნელ-ნელა ხდებოდა პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. ნიკოლოზ ანდრიაძემ მთელი თავისი ცხოვრება დაუკავშირა ამ სპორტს. უამრავი ჯილდო და სიგელი აქვს მიღებული, როგორც წარმატებულ მოფარიკავეს. მან სამი წლის წინ საკუთარი საფარიკაო კლუბიც კი გახსნა, რომელიც დღეს საკმაოდ აქტიურად ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონი ნიკოლოზ ანდრიაძე გახლავთ ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი. როგორც თავად ამბობს, სამწუხაროდ, ბაბუის ნიჭი არ გამოჰყვა.

ნიკოლოზ ანდრიაძე: ფარიკაობაზე 12 წლის ასაკში შევედი. ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი. ჩემს მშობლებს მეგობრებმა ურჩიეს, რომ გახდომის მიზნით ფარიკაობაზე შეიყვანეო და მაშინდელ პიონერთა სასახლეში ფარიკაობის სექციაზე ანტონ ფიოდოროვთან დავიწყე სიარული. დაახლოებით 12–13 წლის ასაკში გავემგზავრე მოსკოვში. ტარდებოდა სპარტაკიადის პირველობა, სადაც ყველასგან მოულოდნელად, პირველი ადგილი ავიღე. მომდევნო წელს ტიტული შევინარჩუნე და ყველამ ირწმუნა, რომ მეც შემეძლო დიდ სარბიელზე გამარჯვებების მოპოვება. სპორტი ნარკოტიკივით არის – როდესაც გაიმარჯვებ და მედალს ჩამოგკიდებენ, უფრო და უფრო დიდი სურვილი გიჩნდება, წარმატებას მიაღწიო. მას შემდეგ სამჯერ მოვიგე საბჭოთა კავშირის პირველობა. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის დამსახურებულ მწვრთნელს, ლუდვიგ ღაღანიძეს.

– მსოფლიო ჩემპიონობა რა ასაკში მოიპოვეთ?

– მსოფლიო ჩემპიონი გავხდი 20 წლის ასაკში. ამავდროულად, ვსწავლობდი და, როდესაც დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, წავედი მოსკოვში, კარდიოლოგიის ცენტრში, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად. სპორტი და მედიცინა მუდამ თანმდევი იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც ახლა. აქტიურად ვარ დაკავებული როგორც მედიცინით, ასევე ფარიკაობით. სპორტი არასდროს მიშლიდა ხელს სწავლაში, რადგან ფარიკაობა არის სპორტის ის სახეობა, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება. რასაკვირველია, ვარჯიში და მომზადება საჭიროა, მაგრამ იმდენი არა, როგორც სპორტის სხვა სახეობებში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად ვიყავი დაკავებული როგორც მედიცინით, ასევე სპორტით. 1961 წელს ბერლინში ჩატარდა ტურნირი, სადაც პირველი ადგილი ავიღე. შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი ეგვიპტეში, სადაც მეხუთე ადგილი დავიკავე. მახსოვს ერთი კურიოზული სიტუაცია შემემთხვა. ძალიან იშვიათობა იყო, რომ იქ ქართველი გენახა. შუა ასპარეზობის დროს უკნიდან მესმის შეძახილი. ქართველი არ ხარ, მიდი, შეუტიე, რა დაგემართა! – ამ შეძახილზე უცებ მოვიხედე გაოგნებულმა ამ დროს მეტოქემ მიჩხვლიტა და მომიგო. ის გახდა ჩემპიონი მე კი მე-5 ადგილი დავიკავე.

– გამოდის, ქართველმა დაგღუპათ.

– კი, იმ მომენტში ქართველმა დამღუპა (იცინის). ამ შემთხვევას ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე. ამის შემდეგ ბელგიაში ჩატარდა ჩემპიონატი, სადაც ისევ იმ ფრანგ მეტოქეს ვხვდებოდი, რომელმაც მანამდე დამამარცხა. ისეთი მონდომებული ვიყავი, ხუთით ერთი მოვუგე.  გაზეთები წერდნენ, რომ ერთ წუთში დავამთავრე ასპარეზობა. ასე რომ, ბოლომდე მაინც არ გავახარე ჩემი მეტოქე.

– თქვენ საკუთარი საფარიკაო კლუბიც გახსენით.

– დიახ, 3 წლის წინ გავხსენით ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საფარიკაო კლუბი, რომელიც არის 43-ე სკოლაში. ეს სკოლა კი გახლავთ ტიციან ტაბიძის სახელობის. ჯერჯერობით საქართველოში ფარიკაობის მეტი კლუბი არ არის. სამწუხაროდ, საქართველოში ეს სპორტი არცთუ ისე პოპულარულია. რაც შემიძლია მე, ყველაფერს ვაკეთებ ფარიკაობის პოპულარიზაციისათვის. რამდენიმე სკოლაში გავხსენი ჩემი კლუბი. სხვათა შორის ბავშვები სურვილს იჩენენ და დადიან, რაც ძალიან მახარებს. ჩვენს კლუბში არიან არაჩვეულებრივი მწვრთნელები – ქეთი ერემეიშვილი და გოგიტა გელაშვილი.

– რა წარმატებები აქვს თქვენს კლუბს?

– ჩვენი კლუბი წარმატებებით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ბავშვები, მაგალითად ამჟამად ორ ბავშვს გამოვყოფდი: ნიკა შენგელიას და ანი აფრასიძეს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ივნისის ბოლოს იტალიაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი 2000 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის, სადაც ისინი გადიან და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მედლებს ჩამოიტანენ. მე ყოველთვის საქმის კურსში ვარ და ყველანაირად ვეხმარები ჩემი კლუბის ბავშვებს.

– თქვენ ბრძანდებით ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი. რა შეგიძლიათ გვითხრათ ბაბუაზე?

– ტიციან ტაბიძე, როგორც იცით, დახვრიტეს 1937 წელს. მე დავიბადე 1943 წელს. ამიტომ ბაბუის შესახებ მხოლოდ მოყოლით ვიცი. დედა ყოველთვის მიყვებოდა მის შესახებ. სამწუხაროდ, არ ვიცნობდი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ეს ფაქტი.

– ბაბუას ნიჭი ხომ არ გამოგყვათ?

– არა, საუბედუროდ, არ გამომყვა. ამბობენ, მესამე, მეოთხე თაობაზე შეიძლება გადავიდეს ნიჭიო და მე ამის დიდი იმედი მაქვს. პირადად მე, ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ ამით და ტყუილს ვერ ვიტყვი. არც ჩემს შვილებს გამოჰყოლიათ ლექსების წერის ნიჭი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვცდილობთ, რომ ტიციან ტაბიძის სახელი შევინარჩუნოთ. როგორც უკვე გითხარით, არსებობს მისი სახელობის სკოლა. მერაბ ბერძენიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი ძეგლი, რომელიც დგას ბარათაშვილის ხიდთან, ანჩისხატის წინ. მთაწმინდაზე გაიხსნა 1937 წელს დაღუპული ხალხის მემორიალი, სადაც მიხეილ ჯავახიშვილთან, სანდრო ახმეტელთან, ევგენი მიქელაძესთან, დიმიტრი შევარდნაძესთან, ვახტანგ კოტეტიშვილთან, პეტრე ოცხელთან ერთად არის ტიციან ტაბიძის სახელიც

скачать dle 11.3