კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამღერდნენ ოთო მარცვალაძის ქორწილში ფეხბურთელები და რომელი პარლამენტარი თამადობდა იქ

16 ივნისს თბილისში ძალიან ლამაზი ქორწილი გაიმართა. ქართული ფეხბურთის სამყაროში კარგად ცნობილმა ოთო მარცვალაძემ, რომელიც არის: საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე, მსოფლიოს  საუკეთესო გოლების ავტორთა ასეულში შესული, უამრავი ჯილდოს  მფლობელი, კიევის „დინამოს”, კრასნოდარის, ვოლგოგრადის, ნიჟნი ნოვგოროდის და ხაბაროვსკის გუნდების ყოფილი მოთამაშე და საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული. 300-კაციან ქორწილში ბევრ ფეხბურთელს ნახავდით. „დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელებიდან კი, ოთოს პირველი მწვრთნელი და უფროსი მეგობარი თენგიზ სულაქველიძე იყო მიწვეული.    

* ოთო მარცვალაძის და ქეთი ჯანჯალიას, რომელიც პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, ხელის მოწერის ცერემონია სანაპიროზე მდებარე განახლებულ ქორწინების სახლში შედგა. ამ მშვენიერმა  წყვილმა ჯვარი ულამაზეს სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა,  ამის შემდეგ ნეფე-პატარძალმა და სტუმრებმა რესტორან „ბერმუხაში” გადაინაცვლეს, სადაც ყველაფერი თვალისმომჭრელად ლამაზი იყო – ყვავილებით მორთული კიბე, თეთრი  ბაფთებით და სხვადასხვა ფერის მარგალიტის მძივებით გაწყობილი მაგიდები, სკამები, ფოიერვერკი… ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა „ფრანის“, სოფო და ბორის ბედიების სცენაზე გამოჩენა. ოთოს ბიძამ, ანსამბლ „ფაზისის” ყოფილმა სოლისტმა ბესო იობაშვილმა დისშვილს მრავალი წლის წინათ დაპირებული სიმღერა „დაღამებულხარ, ჩემო აპრილო“ „ჩააბარა“. მოგვიანებით, სცენაზე ფეხბურთელი კახა ალადაშვილი ავიდა და  ლამაზი სიმღერით მიულოცა ნეფე-პატარძალს. მან იმდენად კარგად იმღერა, რომ მეგობრები ეხუმრებოდნენ – ესპანელმა ფეხბურთელმა ხულიო იგლესიასმა თავი დაანება ფეხბურთს და სიმღერა დაიწყო და შენც გარანტირებული გაქვს ახალი პროფესიაო. მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელი და მართლაც აღმოჩენა იყო, როცა სცენაზე თავად ოთო ავიდა  და ალადასთან დუეტში იმღერა. აცეკვებული თენგიზ სულაქველიძეც ყველასთვის დიდი აღმოჩენა იყო, ცნობისათვის გეტყვით, რომ ბატონი თენგიზი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც  თავის დროზე მარადონასთან ერთად ითამაშა. საერთოდ, ჩვენი სტუმარი ფეხბურთელები ამ დღეს უჩვეულო ამპლუაში იყვნენ – ძალიან კარგად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ნეფე-პატარძალმა მანამდეც იცეკვა, სანამ რესტორანში მივიდოდნენ. ქორწინების სახლში ახლა ასეთი ტრადიციაა, ახლად დაქორწინებულებისთვის მუსიკას რთავენ, აცეკვებენ და ორ ბოკალ შამპანურსაც  მიართმევენ. რა თქმა უნდა, იყო ტრადიციული თაიგულის გადაგდება და ტორტის გაჭრაც. თამადა კი გახლდათ პარლამენტარი უმრავლესობიდან  გია ჯაფარიძე. სპეციალურად ჩამოფრინდა ხაბაროვსკიდან წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სერგეი ფელდმანი, ამჟამად „სკა-ს“ პრეზიდენტი, რომელმაც აგრეთვე არაჩვეულებრივად იმღერა და გულდაწყვეტით თქვა: როცა ფეხბურთს ვთამაშობდი შეკრებებზე სულ ლესელიძეში, სოხუმში ჩამოვდიოდით და მე, ებრაელ კაცს თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს საქართველოო…  

* ამ ლამაზ დღეს ცოტა სევდიანი ელფერიც დაჰკრავდა, რადგან ოთო მარცვალაძის მშობლები ვერ მოესწრნენ შვილის ბედნიერებას. აღსანიშნავია, ალბათ, ის ფაქტიც, რომ ოთარი შიომღვიმის მონასტრის ხშირი სტუმარია, ძალიან უყვარს იქაურობა – მამაოები, ბერები. „მათაც ძალიან უყვართ ოთო და ამიტომ მონასტრიდან მათ დასალოცად გამოაგზავნეს რამდენიმე ბერი. ერთ მრგვალ მაგიდას სწორედ შიომღვიმის ბერები უსხდნენ”, – გვითხრა ოთო მარცვალაძის ბიცოლამ, ჟურნალისტმა მაია კახიძემ.

P.S. მკითხველისთვის, ალბათ, ერთი მომენტიც იქნება საინტერესო: გასულ წელს გავრცელდა ჭორი ოთო მარცვალაძისა და ინგა გრიგოლიას ქალიშვილის, მარიამის სიყვარულზე. ჭორის საფუძველი, ალბათ, მაინც სოციალური ქსელი გახდა, სადაც ხშირად ნახავდით ოთოს და მარიამის ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამ დროს კი მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა იყო და სხვა არაფერი.                           

 

(ფოტოების ავტორი ქრისტინე ასლამაზიშვილი)

скачать dle 11.3