კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰიუნდაი სანტაფე“, დიზელზე, რომელმაც ამოუცნობი პრობლემა შეგვიქმნა. ერთ-ერთი დაქოქვისას საშინელ ხმაზე აგუგუნდა და როდესაც ჩემი მეუღლე აჩქარების პედალს დააწვა, ავტომობილი უმართავი გახდა, საშინელი სისწრაფით გაქანდა წინ და მხოლოდ შეჯახების შემდეგ გაჩერდა. უკანა სვლისას იგივე განმეორდა  და ისევ შეჯახებამ შეაჩერა. ამის შემდეგ ჩვეულებრივად ამუშავდა. მიზეზი ვერავინ დაადგინა, ვერც ცენტრში და ვერც კორეაში, სადაც წერილი გავგზავნეთ და მივწერეთ, იქნებ თქვენი გამოცდილებით გვირჩიოთ, რა გავაკეთოთ-თქო. გაყიდვასაც ვერ ვბედავთ, სხვა რომ მსგავს ხიფათში ჩავაგდოთ, ამას ვერ გავაკეთებთ. რას გვირჩევთ, რა ვქნათ?

პასუხი: მიზეზი მარტივი და სტანდარტულია, ეს საკმაოდ იოლი დასადგენია, შემსვლელ კოლექტორში მოხვდა ჭარბი რაოდენობით ზეთი. ამ ზეთმა დიზელის საწვავის ფუნქცია შეასრულა მოკლე პერიოდით, სანამ მარაგი ეყო. კონკრეტულად, ეს მოვლენა კი რამდენიმე მიზეზს შეიძლება გამოეწვია: ზეთი საქშენიდან შემშვებ კოლექტორში ხვდება, საქშენი ან გაბიდნილია ან  –ეგრეთ წოდებული „კოლიცოებია“ დამჯდარი, ანდა რომელიმე კოლიცოა გატეხილი ან ეგრეთ წოდებული „პორშინი“ გაბზარული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ხელოსნებმა მოხსნან საქშენიდან კოლექტორში მიმავალი მილი და დააკვირდნენ. როცა ძრავა ძალიან ცხელია, სწორედ მაშინ ხდება ზეთის გადმოდინება. ჩახსნილი მილით თუ ივლით რამდენიმე დღის განმავლობაში  და დააკვირდებით, დასკვნას უფრო მარტივად გააკეთებთ. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედეს ბენც ცე 180“. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო ხელსაწყოების დაფაზე „ბას იესპის“ ყვითელი შუქის ანთება და მაშინ ამას ხანდახან აკეთებდა. წამებშივე ქრებოდა. ახლა, როდესაც დავქოქავ ავტომობილს, ჩვეულებრივად ჩამქრალია და როგორც კი მუხრუჭის პედალს ფეხს დავადგამ, ეს „პრიბორი“ მინთებს და აღარ ქრება. ამ მდგომარეობაში სიარულით რაიმეს დამატებით ხომ არ დავაზიანებ, ან რამეს ხომ არ ვაფუჭებ

პასუხი: პრობლემა შეიძლება ძალიან მარტივი იყოს. უმეტეს შემთხვევაში „მერსედესს“ უფუჭდება მოწყობილობა, რომელიც დგას მუხრუჭის პედალთან და აფიქსირებს არა მხოლოდ უკანა ფარებზე მაშუქების ანთებას, არამედ სხვა მოწყობილობებსაც გადასცემს შესაბამის სიგნალს, რომ ჩვენ მუხრუჭი გამოვიყენეთ. ხელსაწყოების დაფაზე „ბას იესპის“ ანთება ნიშნავს, რომ ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გაუმართავად მუშაობს, რაც გულისხმობს ბასის, ანუ „ბრეიკ ასისტ სისტემის“ გამოუყენებლობას. „ბას სისტემა“ ეს არის კომპიუტერიზებული დამხმარე, რომელიც მკვეთრად დამუხრუჭების შემთხვევაში ავტომატურად თვლის, რომ წინ საფრთხეა და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მუხრუჭის პედალზე ფეხის დაჭერა დააკელით, არადა შეიძლებოდა უფრო მოკლე მანძილში უფრო მკვეთრად გაჩერება, სამუხრუჭე სისტემა თვითონ პოულობს პედალზე ფეხის დაჭერის ოპტიმალურ ძალას.  

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი“ 2001 წლის. ეგრეთ წოდებული „სალნიკიდან“ გასდის ზეთი. სისტემატურად ვამატებ, მაგრამ გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამდენი ხანი ზეთის მატება ხომ არ გამიფუჭებდა ძრავას?

პასუხი: ძრავის უკანა „სალნიკი“ არ არის რთულად საშოვნელი, ან ძალიან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და თუ მაინცდამაინც „ფორდ ფოკუსისას“ ვერ იშოვით, მიიტანეთ და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. მაგრამ ამ პრობლემაში მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რომელიც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ ძრავას უკანა „სალნიკი“ მოხსნან, მართვის კოლოფის მოხსნაა საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვს და თან რთულიცაა. მაგრამ ეს მაინც გასაკეთებელია, თავისით ეს „ავადმყოფობა” არ გაივლის, ამიტომ აჯობებს. რაც შეიძლება მალე გააკეთოთ. რაც შეეხება ზეთის დამატებას: ძრავის სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა, თუ მიუხედავად დამატებისა, ზეთს დროულად ცვლიდით. ამატებთ, ამატებთ, ძრავაში სულ არის საჭირო რაოდენობის ზეთი, მაგრამ, როცა დრო უწევს, ყოველ გავლილ ხუთ-შვიდ ათასზე, ზეთს მაინც ცვლით. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 1999 წლის გამოშვება. როგორ უნდა გავიგო, შესაცვლელია თუ არა ეგრეთ წოდებული „პადმატორნი”, ძრავის სადები ბალიში? 

პასუხი: რადგან ეს კითხვა დაიბადა, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც მინიმუმ, ხელოსანმა ან ვინმემ გითხრათ, რომ „პადმატორნი” შესაცვლელია და დაინტერესდით, მართლა შესაცვლელია თუ არა. როგორც წესი, ვიზუალური დათვალიერებით და მცირე გასინჯვით იოლად ჩანს ის დაზიანებულია თუ არა, მაგრამ შესაძლოა, უფრო უხეში მეთოდითაც გავსინჯოთ ისე, რომ თან საჭესთან ვიჯდეთ. უნდა ვაწვალოთ გაზის პედალი. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში ჩააგდეთ „ელ-ში“ და რამდენჯერმე მკვეთრად ჩააჭირეთ გაზს, ანუ იმპულსურად – დააჭერთ, გაუშვებთ, დააჭერთ, გაუშვებთ. თუ „პადმატორნი” დაზიანებულია, გაზზე ფეხის დაჭერის ან აშვების დროს შეიმჩნევა მცირე ხმა, თითქოს რაღაც გადაბრუნდა, გაიდგაფუნა. მერე იწყებს აჩქარებას და შენელებას. დაზიანებული „პადმატორნით” სიარული ძრავას არ დააზიანებს, მაგრამ ეს არის დისკომფორტი, იმის განცდა, რომ თითქოს ძრავა უნდა ამოხტეს. რიგ ავტომობილებში ამის გამო იმდენად გადაადგილდებოდა ძრავა გვერდით, რომ სიჩქარეებიდანაც კი აგდებდა, შესაძლოა, ვიბრაცია სალონშიც გადმოვიდეს. იმდენად დაზიანებული იყოს ბალიში, რომ რკინა რკინას ედებოდეს. რაც შეეხება შეცვლას, გააჩნია თქვენს ავტომობილში რომელი „პადმატორნია” დაზიანებული, რადგან ის ყველა ავტომობილს რამდენიმე აქვს. ზოგიერთი ძვირი ღირს და რთული გამოსაცვლელია, ზოგი კი – იაფი და იოლი გამოსაცვლელიცაა. 

კითხვა: მაქვს ზაფხულის ორი საბურავი და დავაყენო თუ არა ისინი ჩემს ავტომობილზე? აუცილებელია თუ არა ოთხივე საბურავის გამოცვლა? ორი ძალიან ძველი მაქვს და მის დაყენებას მგონი აზრი არ აქვს. 

პასუხი: რა თქმა უნდა, ოთხის დაყენება აუცილებელია, რადგან ორის შეცვლით თქვენ კიდევ უფრო მეტ საფრთხეში ჩაიგდებთ თავს. ზოგადად მძღოლები, ძირითადად, უკან ცუდ საბურავებს, წინ კი ახალს აყენებენ. წინა საბურავები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ცვდება, მიუხედავად იმისა, წინა წამყვანია ავტომობილი თუ უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი. ვგულისხმობ ნორმალური სიარულის დროს და არა ხელოვნურად მოცურების და „ბუქსაობის” დროს, როგორც ხშირად აწვალებენ უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს. მაგრამ, თუ უცებ რაღაც მოხდება, მოგიწიათ მკვეთრი მანევრის გაკეთება ან დამუხრუჭება, იმიტომ რომ წინა საბურავები უკანას ჩაგრავს, წინა მოუხვევს და უკანები ვერ შემოჰყვება და მოხდება ძალიან მარტივ სიტუაციაში მოცურება. როგორც კი ოდნავ ავჩქარდებით, ოდნავ მკვეთრი მოძრაობა მოგვიწევს, მაშინვე ვიგრძნობთ განსხვავებას. ასეთ დროს ისევ ჯობია, უკანა საბურავები იყოს ახალი და წინა – შედარებით ძველი. რამდენსაც მოუხვევდა, იმდენი მოეხვია და უკანა შემოჰყოლოდა, ვიდრე პირიქით. 

скачать dle 11.3