კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ავთანდილაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავთანდილი. ეს სახელი არაბულ-ირანული წარმოშობისაა და ქართულად „სამშობლოს რწმენას” ნიშნავს. ის საქართველოში ოდითგანვე გავრცელებული იყო. მისი კნინობითი ფორმაა ავთო.

1721 წლის აღწერით, პატარა ზურაბის ყმად საფიეთში მოიხსენიება მოლაშქრე თამაზ ავთანდილაშვილი.

საკარისში ყმები ყოფილან ფარუა და ყულიჯან ავთანდილაშვილები.

1721 წლის აღწერითვე, ავთანდილაშვილები მემამულეებიც იყვნენ.

საქართველოში 203 ავთანდილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12. არიან სხვაგანაც.

ტოგონიძე

გვარის ფუძეა სიტყვა ტოგუნი, რაც სულხან-საბას მიხედვით „მაღალ დასაჯდომს” ნიშნავს.

1730 წელს ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია გიორგი ტოგუნიძე.

ტოგონიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ფარახეთიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ცხოვრობდნენ სოფლებში: სევა, ფარახეთი, ძეგლევი.

ამავე ძირისაა გვარი ტოგოშვილი.

საქართველოში 1 303 ტოგონიძე ცხოვრობს: თბილისში – 526, ქუთაისში – 145, წყალტუბოში – 133. არიან სხვაგანაც.

ფარსადანაშვილი-ფარსადანიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარსადანი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ბრძენს, სწავლულს, მეცნიერს ნიშნავს. ეს სახელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.

1737 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც იასე როინიშვილ-ყორღანაშვილს თავისი ბიძაშვილისთვის, ზაალ როსტომაშვილისთვის მიუცია, მოხსენიებულია ზურაბ ფარსადანაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ფარსადანიშვილიც.

საქართველოში 76 ფარსადანაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 51, თბილისში – 20, თეთრი წყაროში – 5.

137 ფარსადანიშვილი: თბილისში – 59, თელავში – 30, გურჯაანში – 28. არიან სხვაგანაც.

შიხიაშვილი-შიხაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შიხა.

ამავე ძირისაა გვარი შიხაშვილი.

ამ გვარის წარმომადგენლებით დასახლებულ უბანს შიხიანთხევი ეწოდება, ყვარლის რაიონში კი არის სოფელი შიხიანი.

ვარაუდით, ამავე ძირის უნდა იყოს გვარები: შიხაიდარიშვილი და შიხანბეგისშვილი.

„შიხიანთ დემეტრეს შვილი, ავთანდილი თავად დავით ბარათოვის (ბარათაშვილის) გლეხად 1823 წლის აღწერაში დიდ ენაგეთში მოიხსენიება”.

საქართველოში 256 შიხიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 140, თეთრი წყაროში – 88, რუსთავში – 28.

383 – შიხაშვილი: სიღნაღში – 122, თბილისში – 117, ლაგოდეხში – 97. არიან სხვაგანაც.

ტატიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტატა, ტატია. 

„გოგია ტატიშვილი, იგივე ფეიქრიშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად მოიხსენიება ვარდისუბანში, 1823 წლის აღწერაში”.

„მანგლისის მთავარეპისკოპოსი ათანასე ტატიშვილი მოიხსენიება 1619 წელს, სვიმონ მეორის მიერ გაცემულ წყალობის წიგნში”.

ამავე ძირისაა გვარები: ტატაშვილი, ტატალაშვილი, ტატანაშვილი, ტატიკაშვილი, ტატიური, ტატუაშვილი, ტეტელოშვილი, ტეტუნაშვილი.

ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, ზოგ ადგილას, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ ტატიშვილები ტატინიანად ჩაუწერიათ.

ტატიშვილი აზნაურული გვარია.

საქართველოში 1 612 ტატიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 980, გორში – 169, მცხეთაში – 99. არიან სხვაგანაც.

მჭედლიშვილი

ადამიანთა გაჩენისა და გამრავლების კვალობაზე, ერთმანეთისგან განსხვავებულად აუცილებელი გამხდარა სახელის, გვარისა და მამის სახელის გაჩენა. გვართა ერთი ჯგუფი წარმოშობილია ხელობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან. ხელობათა შორის განსაკუთრებული პატივი რგებია მჭედელს – მჭედელი ყველა სოფლის, დაბისა თუ ხევისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო.

ქართველებთან მჭედელთანაა დაკავშირებული გვარები: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლაძე, მჭედლური, ჭედია, ნალბანდიშვილი (ნალბანდიც მჭედელია, რომელიც მუშა პირუტყვს ჭედავს, ნალს აკრავს).

ძვირფასი ლითონების ოსტატს კი, ოქროსმჭედელი ეწოდება, აქედანაა გვარი ოქროსმჭედლიშვილი.

მჭედელს მეგრულად ჭკადუ ჰქვია, სვანურად – მუშკიდ. აქედანაა გვარები ჭკადუა და მუშკუდიანი. ძველი ფორმა მუშკუდიანისა გვხვდება მეთოთხმეტე საუკუნეში.

ამავე ხელობის აღმნიშვნელი უნდა იყოს გვარი ჭელიძე, რომელიც მიღებული ჩანს მჭედლიძისგან. ასევე მჭედლიშვილისგან უნდა იყოს მიღებული ჭელიშვილი.

მჭედლიშვილთა შტო-გვარებია: ქიტოშვილი, ტეტელოშვილი; ბულაურთა ნაწილი მჭედლიშვილთა გვარსაც ატარებს.

მჭედლის მიერ შექმნილი საგნებიდან გაჩენილია გვარები: ცელაძე, ნამგალაური, ნამგალაძე, ნამგლაძე, წალდაძე, ჭინჭილაკაშვილი, ჩინჩილაკაშვილი და ასე შემდეგ.

მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, მჭედლიშვილები მოიხსენიებიან სოფლებში: ანგრევანში (ქვემო ქართლში, 1537-1638 წლებში), აბელიაში, ხანდაკში, ბიწმენში, გომარეთში.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, მჭედლიშვილებს 17-ე ადგილი უკავიათ.

საქართველოში 9 359 მჭედლიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 3213, სიღნაღში – 770, ხაშურში – 644. არიან სხვაგანაც.

მიქიაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიქა. ეს სახელი ბევრ ისტორიულ წყაროშია დასახელებული. „მიქა – მოწმე ნავროზა ჯოჯნიტაშვილის მიერ გიორგისთვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა” (1547 წელი).

სახელი მიქა სათავეს იღებს ძველებრაულიდან შემოსული სახელიდან – მიქელა, რაც ნიშნავს „ღვთის სწორს,” „ღვთაებრივს,” სიტყვა-სიტყვით კი – „ვინც ღმერთივით არის”. სახელის პირვანდელი ფორმაა – მიხაელ. მიხაი გვხვდება რუმინულში, ქართველებთან კი მიხა, მიხეილი, კნინობითი მიხო, მიხაკო, უფრო ძველი ფორმაა – მიხეილ;

მიქაელიდან ნაწარმოებია გვარები: მიქაბერიძე, მიქაელიძე, მიქალაძე, მიქასაშვილი, მიქაძე, მიქელაისძე, მიქელასშვილი, მიქელაშვილი, მიქელაძე, მიქელია, მიქელიანი, მიქელისშვილი. ეს გვარები იხსენიება მეთხუთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებიდან. მიქიაშვილი მეჩვიდმეტე საუკუნიდან გვხვდება. ასევე, არსებობს გვარები: მიქოსძე, მიქუაშვილი, მიქუტაშვილი, მიქუჭაძე.

არსებობს ასეთი ლეგენდა, სამურზაყანოში, სოფელ საბერიოში თქმული: „ბერი მიქია შეყვარებულთან, სოფლელ ქალთან ერთად გაიქცა. მათ თავი შეაფარეს კავკასიის მთას.”

ასევე, შემორჩენილია რაჭაში, სოფელ მოტყიარში თქმული: „ბერი მიქია მეუღლით დასახლდა მამულში, იქ, სადაც ამჟამად ორი წმინდა მუხაა ჯვარზე შემოზრდილები. იქვე ნასახლარია, ბერის წყარო და სახნავ-სათესი მიწა, ჯვარებად წოდებული. მათ შეეძინათ ოთხი ვაჟი, დამფუძნებელნი ბიძაშვილობისა ჩვენისა.”

საქართველოში 988 მიქიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 399, ამბროლაურში – 196, ტყიბულში – 69. არიან სხვაგანაც.

კინწურაშვილი-კინწურია

კინწურაშვილი იმერეთში წარმოშობილი გვარია. მის საწყისად აღებულია მეტსახელი კინწურა.

გვხვდება, ასევე, გვარი კინწურეიშვილი და კინწურია.

1840-იან წლებში, კინწურაშვილი მოიხსენიება იმერეთის სოფლებში: დედელაურში, დევკუხში, ჟონეთში, ჩუნეში, წყალტუბოში, ხომულში; კინწურია კი – საყულიაში. ამ გვარების წარმომადგენლები იყვნენ საბატონო, საეკლესიო და სასულიერო პირები.

კინწურაშვილი, კინწურეიშვილი, კინწურია ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს და მიგრაციის შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი ფორმის სახეცვლილება.

კინწურეიშვილები გვხვდებიან გურიაში, კინწურიები კი – სამეგრელოში.

საქართველოში 2 596 კინწურაშვილი ცხოვრობს: წყალტუბოში – 644, ქუთაისში – 464, თბილისში – 390. არიან სხვაგანაც.

28 – კინწურეიშვილი: ფოთში – 12, ხობში – 12, თბილისში – 4.

55 – კინწურია: ქუთაისში – 36, წყალტუბოში – 19.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3