კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიცილა ამერიკასთან ომი სტალინმა

„ტრიუმენ დურაკ“

(1947 წლის მაისი)

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იძაბებოდა, კაპიტალისტური ქვეყნების აგრესია ყოველდღიურად მძაფრდებოდა. დასავლური პრესა ასობით პასკვილს ბეჭდავდა და ამგვარად ცდილობდა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკულმა ატომურმა იარაღმა მიწასთან გაასწორა იაპონიის რამდენიმე ქალაქი და ატომური შანტაჟის გზით ცდილობდა ჩვენს დამორჩილებასაც. თუმცა სტალინის შეშინება შეუძლებელი იყო. იგი ერთი გოჯის დათმობასაც არ აპირებდა. 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 2 წლისთავისადმი მიძღვნილი პარადი გაიმართა, რომელსაც უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსიც დაესწრო. სტალინის ბრძანებით, პარადი ხაზგასმული პომპეზურობით გაიმართა, მასზე საბჭოთა არმიის გაძლიერებული შეიარაღება გამოიყვანეს. ბოლოს კი მძიმე ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების ესკადრილიამ გადაუფრინა წითელ მოედანს. მფრინავები უმაღლესი პილოტაჟის ურთულეს ნომრებს ასრულებდნენ. საზეიმო სიტყვაში სტალინმა ხაზი გაუსვა საბჭოთა მთავრობის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას და დაასრულა: „ჩვენ, ბოლშევიკები, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მშვიდობისკენ ვისწრაფით და მიგვაჩნია, რომ წითელი არმია მშვიდობის ბურჯია, თუმცა ნურავის დაავიწყდება, რომ ამ მშვიდობის ბურჯს დიდი უბედურების მოტანაც შეუძლია აგრესორებისთვის, რაც მას არაერთხელ დაუმტკიცებია“. საღამოს, კრემლში გამართულ ბანკეტზე მან იგივე გაიმეორა და, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთის ელჩებთან ერთად, მშვიდობის სადღეგრძელო შესვა. ამის შემდეგ კი დასავლური პრესა წერდა – საბჭოთა კავშირი მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება და ჩვენი მოვალეობაა, სამშობლო რუსების აგრესიისგან დავიცვათ, რისთვისაც პირველი დარტყმა უნდა დავასწროთო.

10 მაისს საბჭოთა უშიშროების ანალიტიკურმა სამსახურმა სტალინს პრესის ანალიტიკური ბიულეტენი დაუდო, რომელშიც ღიად იკითხებოდა ჩვენდამი სამხედრო მუქარა. სტალინს ეს მოხსენება ბერიამ გააცნო და დიდმა ბელადმა დაასკვნა: „ამ პასკვილებით, მათ საკუთარი ხალხის ახალი ომისთვის მომზადება სურთ და ჰგონიათ, რომ ატომური ბომბით შეგვაშინებენ“. მან ბერიას დაწვრილებით გამოჰკითხა, როგორ მიმდინარეობდა ატომური ბომბის შექმნის პროცესი. ბერიამაც დაწვრილებით მოუთხრო აკადემიკოს კურჩატოვის სამუშაოების შესახებ. „მიუხედავად იმისა“, – ამბობდა სტალინი, რომ ეს იარაღი ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს, რაც ჩვენს ბიუჯეტზე აისახება, აუცილებლად უნდა შევქმნათ ატომური ბომბი, რათა მსოფლიოს კატასტროფა ავიცილოთ“. დოქტრინა – ატომური იარაღი, მსოფლიოში მშვიდობის გარანტი – სწორედ სტალინს ეკუთვნის და ამერიკელებმა ის 70-იან წლებში მიითვისეს. 50-იანი წლების მიწურულს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ამერიკა ატომური იარაღის ერთადერთი მფლობელი იყო, თერმობირთვული ომის დაწყების დიდი საშიშროება არსებობდა. სწორედ იმ პერიოდში მოახერხა საბჭოთა საგარეო დაზვერვამ და „პენტაგონის“ ზესაიდუმლო გეგმები მოიპოვა, სადაც საბჭოთა კავშირთან დასაწყები ომის თარიღი და 50 სამიზნე იყო აღწერილი. 11 მაისს, საღამოს 20 საათზე ლავრენტი ბერიამ სასწრაფო აუდიენცია ითხოვა სტალინთან და თანხმობა რომ მიიღო, დაუყოვნებლივ კრემლში მივიდა. ბერიას დიდი ბელადის კაბინეტში ჯერ წესიერად ფეხიც არ ჰქონდა შედგმული, რომ სტალინი მიეგება: „რა იყო, ლავრენტი, ამერიკა ხომ არ დაგვესხა, ასე სასწრაფოდ რომ მოითხოვე ჩემთან შეხვედრა?“ ბერია შეცბა და სტალინს მიუგო: „თითქოს ჩემს გულში იჯექით, ისეთი ფრაზა თქვით ახლა. ამ დილით ჩვენმა ამერიკელმა რეზიდენტმა „აპოლონმა“ პენტაგონის სეიფებს გასაღები მოარგო და აი, ეს ცნობები მოგვაწოდა“. ბელადმა საქაღალდე გადაშალა, სავარძელში მოიკალათა და ფურცლებს ჩაუღრმავდა. 15 წუთის შემდეგ, სტალინმა თავი ასწია და მძიმედ ჩაილაპარაკა: „თუ ეს ცნობები დეზინფორმაცია არაა, რაც არ მგონია, მაშინ არც ისე კარგად ყოფილა ჩვენი მშვიდობის საქმე და ომი რომ თავიდან ავიცილოთ, ეს სადაზვერვო მასალა ჩვენდამი კონტროლირებად, რომელიმე ევროპული გაზეთის ფურცლებზე უნდა აღმოჩნდეს“. გადაწყდა, რომ  „აპოლონის“ მიერ გადმოცემულ საიდუმლო ცნობებს ფრანგულ „იუმანიტეში“ დაბეჭდავდნენ. სტატია 15 მაისს მართლაც დაიბეჭდა, პირველ გვერდზე კი უზარმაზარი სათაური გამოიტანეს: „ამერიკა, საბჭოთა კავშირის 50 ქალაქზე ერთდროულ დარტყმებს ამზადებს“. მასში „პენტაგონის“ ყველა საიდუმლო ინფორმაცია იყო გაშიფრული. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა „იუმანიტეში“ დაბეჭდილმა სტატიამ შოკში ჩააგდო, თუმცა თავი ვერაფრით იმართლა. პუბლიკაცია 16 მაისს საბჭოთა კავშირის ყველა მოწინავე გაზეთმა გადმობეჭდა კომენტარებით. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ახსნა-განმარტება მოსთხოვა შეერთებული შტატების საელჩოს, რომელმაც ყველაფერი უარყო, მაგრამ ისეთი არადამაჯერებელი ფორმით, რომ ეს ყოველივე დასტურს უფრო ჰგავდა, ვიდრე უარყოფას.

17 მაისს სტალინმა თავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი პრესკონფერენცია ჩაატარა კრემლში, მცირე სააქტო დარბაზში. მას ხუთასამდე საბჭოთა და უცხოელი ჟურნალისტი დაესწრო. სტალინი დიპლომატიურად პასუხობდა მათ. თუმცა, ყველასთვის აშკარა იყო, ამერიკის შეერთებული შტატების კრახი. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტმა სარა მორგანმა თავისი მთავრობის დაცვა სცადა და სტალინს არადემოკრატიულობაში დასდო ბრალი. „ბატონო სტალინ, – მიმართა სარა მორგანმა მას, – თქვენს ქვეყანაში, ჩვენგან განსხვავებით, დემოკრატია არ არსებობს!“ „მაგალითად?“ – შეუბრუნა კითხვა სტალინმა, რაზეც მორგანმა უპასუხა: „მაგალითად, ის, ბატონო სტალინ, რომ თეთრი სახლის წინ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დადგეს და იყვიროს ტრუმენ დურაკ! და ამისთვის მას არამცთუ დახვრეტენ, არც კი დასჯიან. თქვენთან კი მსგავსი საქციელისთვის...“ აქ სტალინმა სიტყვა შეაწყვეტინა და მიუგო: „ქალბატონო მორგან, არც ჩვენ დავსჯით ვინმეს, თუკი ის წითელ მოედანზე დადგება და იყვირებს – ტრუმენ დურაკ!“ სტალინის ფრაზამ საერთო მხიარულება გამოიწვია და ისეთი ხარხარი ატყდა, სარა მორგანმა პრესკონფერენცია დატოვა.

скачать dle 11.3