კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა ედი მერფის პოპის მეფე მაიკლ ჯექსონთან და რომელი ფილმისთვის წარადგინეს ის „ოსკარის“ ნომინაციაზე

ედი მერფის პოპულარობის პიკი გასული საუკუნის 80-იანი წლებია. იმ პერიოდში კინოეკრანებზე გამოსული ფილმები: „პოლიციელი ბევერლი-ჰილზიდან“ და „მოგზაურობა ამერიკაში“ კინოგაქირავების რეკორდებს ამყარებდა და საკულტო ფილმებად მიიჩნეოდა. მერფი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომიკურ მსახიობად ითვლება და მისი პერსონა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.

* ედვარდ რეგან მერფი 1961 წლის 3 აპრილს დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკის სატრანსპორტო პოლიციელისა და სატელეფონო ოპერატორის ოჯახში.

* ედის მამა 1969 წელს ტრაგიკულად დაიღუპა და დედა მეორედ გათხოვდა. ედი ნახევარძმებთან ერთად იზრდებოდა.

* ედის მამინაცვალი – ვერნონ ლინჩი ნაყინის მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა და მათ მაცივარში სხვადასხვა სახის ნაყინი კილოგრამობოთ ინახებოდა.

* ედის სამსახიობო ნიჭი პირველმა მისმა მამინაცვალმა შეამჩნია და ყველანაირად ეხმარებოდა, რათა ბიჭს წარმატებისთვის მიეღწია.

* 15 წლის ასაკში ედი მერფი ახალგაზრდულ კლუბებში მაყურებლის წინაშე საავტორო მინიატურებით გამოდიოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

* ედი მერფის ნიჭი კლუბ „კომიკ სტრიპის“ მფლობელებმა რობერტ უოქსმა და რიჩარდ ტინკენმა შეამჩნიეს.  დამწყები კომიკოსი პოპულარულ ტელეშოუ „შაბათ ღამის ლაივში“ მიიყვანეს, სადაც დაიწყო კიდეც მერფის ვარსკვლავური კარიერა. ამავე გადაცემიდან გაიცნო მაყურებელმა ცნობილი ვარსკვლავები დენ ეიკროიდი და ჯეიმს ბელუში.

* ყველაზე კარგად მერფის პაროდიები გამოსდიოდა. სწორედ ამით მოიპოვა მან მაყურებლის სიყვარული. იგი ორჯერ იყო წარდგენილი პრესტიჟულ „ემის“ პრემიაზე, თუმცა ორივეჯერ მხოლოდ ნომინაციით შემოიფარგლა.

* როდესაც მერფის პოპულარობამ პიკს მიაღწია, გადაწყდა მისი  გამოცდა მხატვრულ ფილმში. როლმა პოპულარულ ბლოკბასტერში „48 საათი“, სადაც მერფის პარტნიორი ცნობილი მსახიობი ნიკ ნოლტი იყო, ახალგაზრდა მსახიობს არნახული წარმატება მოუტანა. ცნობისთვის, თავდაპირველად „48 საათის“ სცენარი სილვესტერ სტალონესთვის იწერებოდა, თუმცა რემბომ უარი განაცხადა ფილმში თამაშზე და ბოლოს ედი მერფი მიიწვიეს.

* 1983 წელს ედი მერფის მონაწილეობით კიდევ ერთი სუპერპოპულარული კომედია გამოვიდა ეკრანებზე „ადგილების შეცვლა“, სადაც მერფის პარტნიორი იყო დენ ეიკროიდი.

* ედი მერფის ყველაზე ვარსკვლავურ როლად პოლიციელ აქსელ ფოულის პერსონაჟი ითვლება. სამი ნაწილისგან შემდგარი ბლოკბასტერიდან „პოლიციელი ბევერლი-ჰილზიდან“, კომედიური ჟანრის „ბოევიკში“ მერფიმ სრულად გამოაჩინა თავისი იუმორისტული ნიჭი და დღემდე ტრილოგიის პირველი ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად ითვლება ჰოლივუდში. 

* 80-იანი წლების ბოლოს ედი მერფიმ დააარსა საკუთარი კინოკომპანია „ედი მერფი პროდაქშენი“ და შავკანიან მსახიობებს კინემატოგრაფში დაფუძნების საშულებას აძლევდა.

* 1989 წელს ედი მერფიმ ბედი სცადა რეჟისორობაში და გადაიღო „ჰარლემის ღამეები“, თუმცა ფილმი ნაკლებად წარმატებული გამოვიდა.

* 90-იანი წლების დადგომამდე ედი მერფის უკვე უწოდებდნენ მსოფლიო კინოს კომედიის მეფეს, ხოლო მისმა ჰონორარებმა, საერთო ჯამში, ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჰოლივუდში მერფის ხუმრობით „ოქროს ბიჭუნას“ უწოდებდნენ.

* ჟურნალ „ემფაირს“ ედი მერფი შეყვანილი ჰყავს ყველა დროის 100 საუკეთესო კინომსახიობის რეიტინგში.

* ცნობილი კინოფილმის, „ოქროს ბავშვის“ სცენარი თავდაპირველად მელ გიბსონისთვის იწერებოდა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, გიბსონმა უარი განაცხადა ფილმში თამაშზე და როლი ედი მერფის გადაეცა. 

* ედი მერფი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი შავკანიანი მსახიობია ჰოლივუდში.

* ედი მერფის რომანი ჰქონდა უიტნი ჰიუსტონთან, სანამ ის ბობი ბრაუნს გაჰყვებოდა ცოლად.

* ედი მერფის კერპია ელვის პრესლი. მსახიობის სახლში ელვისის არაერთი პოსტერი ამშვენებს კედლებს.

* გარდა მსახიობობისა და რეჟისურისა, ედი მერფი გახმოვანებითაც არის ცნობილი. მაგალითად, იგი ახმოვანებდა ცნობილ ვირს ანიმაციური ბლოკბასტერიდან „შრეკი“.

* 2006 წელს კინოეკრანებზე გამოსულ მიუზიკლში „ოცნების გოგონები“ ედი მერფიმ, კარიერაში პირველად, სერიოზული დრამატული როლი შეასრულა და ამისთვის „ოსკარის“ ნომინაციით დაჯილდოვდა.

* კინოს გარდა, მერფი მუსიკითაც არის გატაცებული. იგი ჯგუფ „ზი ბას ბოისის“ ვოკალისტი იყო და 1983 წელს გამოსული ალბომისთვის – „კომედიან“ მან „გრემის“ პრესტიჟული ჯილდოც  კი მიიღო. 80-იან წლებში მერფიმ კიდევ ხუთი ალბომის გამოშვება მოახერხა ჯგუფთან ერთად.

* ედი მერფის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ფილმად ითვლება თრილერი „ვამპირი ბრუკლინში“, სადაც მან ვამპირის, სახელად მაქსიმილიანის, როლი შეასრულა.

* ფილმში „მოგზაურობა ამერიკაში“ ედი მერფიმ რამდენიმე პერსონაჟი განასახიერა. იგივე განმეორდა ფილმ „შეშლილი პროფესორის“ გადაღების დროს.

* ედი მერფი მაიკლ ჯექსონის მეგობარი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული პოპის მეფის ცნობილ კლიპში „რემემბერ ზი თაიმ“, სადაც ის ფარაონის როლს ასრულებს. კლიპში მერფის პარტნიორობას უწევენ კალათბურთის ვარსკვლავი მეჯიქ ჯონსონი და სუპერმოდელი იმანი.

* 1997 წლის მაისში ედი მერფი პოლიციის ეკიპაჟმა ავტომობილში ტრანსვესტიტ მეძავთან ერთად დააკავა.

* ედი მერფის ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ნიკოლ მიტჩელთან. 1993 წელს წყვილი ნიუ-იორკის „პლაზა“ ოტელში დაქორწინდა. მათ ხუთი საერთო შვილი ჰყავთ. 2006 წელს მერფი და მიტჩელი განქორწინდნენ, თუმცა ფაქტობრივად ერთად 2004 წლიდან არ ცხოვრობდნენ. მერფის ჰყავს ორი შვილი ტამარა გუდისთან და პოლეტ მაკნიკოლისთან. ორივე ბავშვის მამობა მან ოფიციალურად დაადასტურა. მიტჩელთან განქორწინების შემდეგ ედის რომანი ჰქონდა პოპულარული ჯგუფ „სფაის გერლზის” წევრთან, მელანი ბრაუნთან. 2007 წელს მელანის ქალიშვილი გაუჩნდა. თავდაპირველად: მერფი უარს აცხადებდა მამობის აღიარებაზე, თუმცა დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ის ბავშვის მამა იყო.

* 2008 წელს ედი მერფი კინოპროდიუსერ ტრეისი ედმონდსზე დაქორწინდა. წყვილი ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე ცხოვრობს.

* ედი მერფი ცნობილი ქველმოქმედია. ის პერიოდულად უწევს ფინანსურ დახმარებას შიდსთან მებრძოლ ორგანიზაციებს, აგრეთვე „მარტინ ლუთერ კინგის“ სახელობის კიბოსთან მებრძოლ საქველმოქმედო ფონდს.

скачать dle 11.3