კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული 55 წლის ქალბატონი და რა სასწაული მოახდინა „კამელინმა“

„თბილისელების“ დახმარებით ჩვენს მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია ნატურალური თაფლისგან დამზადებული ქართული  პრეპარატის, „კამელინის“ ამპულების, კაფსულების, მალამოსა და სანთლების შესახებ. ბევრმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ჟურნალში გასული საინტერესო ინფორმაციის, პაციენტების ისტორიების წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა მისი გამოყენება და ხშირ შემთხვევაში, დადებითი შედეგებიც მიიღეს. ამ პრეპარატის შექმნის ისტორია დღეს არ დაწყებულა, ის დაახლოებით 60 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში. როგორც ცნობილია‚ ის შექმნა ცნობილმა ქირურგმა და მეცნიერმა ბენედიქტე – ძაგული მაღლაკელიძემ, სწორედ იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ეფექტური საშუალება სხვადასხვა ბაქტერიული და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. ამ დროიდან დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი გზა. დღეს კი მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. 

ბატონი კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): ძალიან მნიშვნელოვანია‚ საქართველოში ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, რომ ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინააღმდეგოდ არის მისი პროფილაქტიკა – სწორი და ხარისხიანი კვება ცნობილია მრავალი პროდუქტი – მცენარეული თუ ცხოველური, რომლებიც შეიცავენ მეტად საჭირო ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობენ ადამიანის იმუნიტეტის ამაღლებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები‚ რომლებიც მკვეთრად ზრდიან იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და შედეგად‚ კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთ შესანიშნავ იმუნომოდულატორს წარმოადგენს პრეპარატი „კამელინი“. იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება და სიამაყით მინდა ვთქვა‚ რომ „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გაიარა მეტად პრესტიჟული და რთულად გადასალახავი ბარიერი, რომელსაც ჰქვია ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე. 

დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად საუბრობს „კამელინ მ1-ის“ და „კამელინ მ2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე‚ რომელიც მიღწეული იყო სხვადასხვა სიმსივნის‚ უმძიმესი დიაგნოზის – მე-4 სტადიის მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება‚ ნარკოტიკული საშუალებების შემცირება‚ რიგ შემთხვევებში დროებით მოხსნაც‚ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება‚ მადისა და ენერგიის მატება‚ დეპრესიული ფონის მოხსნა‚ მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. რაც მთავარია‚ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ქალბატონს, რომელსაც საბერძნეთში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იქვე გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ წლების განმავლობაში საშინელი ტკივილები აწუხებდა. მოგვიანებით ჩაიტარა „კამელინით“ მკურნალობის 4 კურსი და როდესაც თბილისში ჩამოსულმა სრულფასოვანი გამოკვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი იყო და სიმსივნე აღარ ჰქონდა. 

ნარგიზი ჟღენტი: 55 წლის ვარ, პროფესიით – მუსიკის მასწავლებელი. დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოვედი საბერძნეთიდან, ამიტომ ჯერჯერობით უმუშევარი ვარ. 2007 წელს ჩავედი საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ ათენში. დავიწყე მუშაობა და 4 თვეში მარცხენა ძუძუზე რაღაც გამომივიდა, გამაგრებული იყო. რა თქმა უნდა‚ გადავიღე მასტოგრაფია და მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია.  რადგან საბერძნეთში ვალებით ვიყავი ჩასული, ამიტომ ოპერაცია ვერ გავიკეთე, ვიფიქრე: ვაითუ‚ ვეღარ ვიმუშაო და ვალები ვეღარ გავისტუმრო-მეთქი. მოკლედ, 6 თვის განმავლობაში არ გამიკეთებია ოპერაცია. სიმაგრე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ბოლოს‚ 2008 წლის ოქტომბერში გავიკეთე ოპერაცია, ამომკვეთეს სიმსივნე. 

– რა იყო დიაგნოზი? 

– მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. დავიწყე მკურნალობა: გავიკეთე ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში‚ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიკეთებდი ანალიზებს. არ იყო მაინცდამაინც კარგი პასუხები. მოკლედ‚ ისევ ცუდად ვიყავი, ტკივილები მქონდა. ერთ დღესაც ჩემმა ძმისშვილებმა დამირეკეს თბილისიდან, მომაწოდეს ინფორმაცია „კამელინის“ შესახებ და მირჩიეს, იქნებ გაიკეთოო. მალევე გამომიგზავნეს და დავიწყე „კამელინის“ კაფსულების დალევა. სანთლებიც გავიკეთე. მოკლედ‚ მალევე კარგად ვიგრძენი თავი, ამიტომ მკურნალობის ორი კურსი ჩავიტარე და გავჩერდი. მოულოდნელად მარჯვენა მხარეს არა მხოლოდ მკერდში, ბეჭშიც დამეწყო ძლიერი ტკივილები. ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა, საერთოდ არ მაძინებდა. ერთი წუთით არ ჩერდებოდა, შევშინდი, ვიფიქრე: ალბათ‚ მეორე ძუძუზეც გადავიდა სიმსივნე-მეთქი და მაშინვე გადავიღე მასტოგრაფია. დამამშვიდეს: ისეთი არაფერიაო. არ დავიჯერე და დავიწყე „კამელინის“ დალევა. მეხუთე კაფსულის მიღებიდან დღე-ნახევრის შემდეგ საერთოდ გამიქრა ტკივილი. ჩავამთავრე მკურნალობის კურსი. შემდეგ შევისვენე და ისევ დამეწყო ტკივილები. გავაგრძელე „კამელინით“ მკურნალობა და მეოთხე კურსის დამთავრების შემდეგ‚ დღემდე კარგად ვარ. 

–  მხოლოდ „კამელინს“ იღებდით? 

– მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ ვიღებდი, სხვა არაფერი მიმიღია და შემიძლია დავიფიცო კიდეც, რომ ის მოულოდნელი შედეგი‚ რაც მივიღე, მხოლოდ ამ პრეპარატის დამსახურებაა. 

– რას გულისხმობთ? 

– როგორც გითხარით‚ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი თბილისში. გადავწყვიტე ანალიზები გამეკეთებინა, გამომეკვლია კიდევ ერთხელ. ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე ჯერ ტატიშვილის კლინიკაში, შემდეგ სანდრა რულოვსის კლინიკაში და რადგან ვერაფერი მიპოვეს, მითხრეს: სრულიად ჯანმრთელი ხარო. არ ვიცი‚ სად გაქრა სიმსივნე! ონკოლოგიურში ჩემი ექიმი არის ჩემი ყოფილი მოსწავლე. მასთან მივედი და ვუთხარი: ბევრი ექიმი არ ცნობს ასეთ წამლებს, შეიძლება შენც გაგეცინოს, მაგრამ აქ ვარ ცოცხალი მაგალითი: რაც „კამელინით“ მკურნალობა დავიწყე, არც არაფერი მტკივა და არც არაფერი მაწუხებს-მეთქი. 

– საბერძნეთიდან წამოსვლის წინაც ჩაიტარეთ გამოკვლევები? 

– ბოლოს‚ წამოსვლამდე დაახლოებით 6 თვით ადრე ჩავიტარე გამოკვლევები. იმ დროს უკვე დაწყებული მქონდა „კამელინის“ მიღება და ორგანიზმი ნელ-ნელა დგებოდა მწყობრში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად ვიგრძენი თავი კარგად. ანალიზებში უკვე იყო ცვლილებები. თავიდან ცუდი პასუხები იყო და „კამელინის“ მიღების შემდეგ‚ ანალიზის პასუხები უკეთესი გახდა. ანუ „კამელინის“ მიღებამდე საკმაოდ ცუდად ვიყავი. მქონდა ტკივილები. ვერც მარცხენა მხარეს ვწვებოდი, ვერც მარჯვენა მხარეს. გულაღმა რომ დავწვებოდი, მერე ზურგში მტკიოდა რაღაც. შესაბამისად‚ ნორმალურად ვერ ვიძინებდი. ხელი დღესაც გასიებული მაქვს, არ დამცხრალა. მაშინვე მითხრეს, როცა ლიმფოდენები ამოღებულია, ხელი არ დაცხრებაო, თან‚ თუ მძიმე სამუშაოს ასრულებ, მით უმეტეს არ ცხრება. ფიზიკურადაც სუსტად ვიყავი. ახლა კარგად ვარ, ყოჩაღად. თუ არა „კამელინმა“‚ სხვამ რამ განმკურნა? ამ პრეპარატის გარდა, სხვა არაფერი მიმიღია! თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პირველი კურსის ჩატარების შემდეგ ვიგრძენი დიდი შვება. სამაგიეროდ‚ მეორე კურსის დაწყებისას აშკარად ვიგრძენი პროგრესი, შვება. მესამე კურსზე საერთოდ გაქრა ტკივილები. გამოკვლევებისას ეძებდნენ: იქნებ სადმე რამე არისო, მაგრამ არაფერია. სასწაულია ნამდვილი! ზოგჯერ ადამიანს რაღაცის არ სჯერა, სკეპტიკურად უყურებს, განსაკუთრებით ასეთ პრეპარატებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში „კამელინმა“ მართლაც სასწაული მოახდინა. ამიტომაც ყველას, ვისაც რამე აწუხებს, ვურჩევ მის მიღებას, განსაკუთრებით მათ‚ ვისაც სიმსივნე აქვს. მე ავთვისებიანი სიმსივნის საკმაოდ მძიმე ფორმა მქონდა და დღეს წარმოიდგინეთ: ანალიზებში არაფერია. ყველანაირი ანალიზი გავიკეთე, ვერსად ვერაფერი იპოვეს: არც ჯირკვალი, არც მეტასტაზები. კიდევ მინდა მეხუთე კურსის ჩატარება, მაგრამ ცოტა ხანს ფინანსების გამო თავს ვიკავებ. 

P.S. ამ ამბის მოსმენამ ჩემზე საოცრად იმოქმედა და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუჩინა იმედი. ამიტომაც „კამელინთან“ დაკავშირებით, ვისაც აქვს საინტერესო ინფორმაცია, შეგიძლიათ‚ ჩვენს ჟურნალს მოაწოდოთ. ხოლო მათ‚ ვისაც სურს, ამ უნიკალური პრეპარატის შესახებ უფრო მეტი გაიგოს, ან გაიაროს კონსულტაცია, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89‚ 599 2-58-09-07‚ 599 23-03-33; 2-98-57-78‚ 2-71-04-80‚ 2-22-26-68‚ 2-93-20-87.

скачать dle 11.3