კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

უსაინ ბოლტის „ფორმულა ერთი“

ორ თვეზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და ტურნირის ფავორიტი სპორტსმენები მზადებაში არიან, რათა კიდევ ერთხელ ასახელონ თავიანთი ქვეყნები.  რეკორდსმენი სპრინტერი უსაინ ბოლტი კერძო, ფინანსურად თავისთვის მომგებიან ტურნირზე – „ბრილიანტის ლიგის“ მეექვსე ეტაპზე გამოდიოდა და რა თქმა უნდა, ტრიბუნებზე შეკრებილი  საზოგადოება მორიგი „ტრიუკით” გაართო. ბოლტი სარბენ ბილიკზე „ფორმულა ერთის“ ბოლიდით გამოვიდა და ამით ქომაგების ოვაციები დაიმსახურა. საინტერესოა, რომ 200-მეტრიანი დისტანცია ბოლტმა იმაზე სწრაფად დაფარა, ვიდრე სარბოლო ავტომობილით გადაადგილდებოდა – მანძილი, სულ რაღაც, 19 წამში გაირბინა. 

 

მესის ახალი რეკორდი

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მორიგი საფეხბურთო რეკორდი დაამყარა. „ბარსელონას“ ფორვარდმა დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა და სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობაში გადაასწრო. ლეგენდარულ დიეგოს კარიერის განმავლობაში 34 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო მესიმ, გვატემალასთან გამართული ამხანაგური მატჩის დროს შესრულებული ჰეთ-ტრიკით 35 გოლს მოუყარა თავი და მარადონას რეკორდი გააუმჯობესა. საგულისხმოა, რომ 35 გოლის გატანას მესიმ 8 წელი მოანდომა. ის არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს, ხოლო მარადონამ 34 გოლი   17 წლის განმავლობაში გაიტანა – 1977-1994 წლებში.

 

ბანკების მძარცველი მსოფლიო ჩემპიონი

მსოფლიო კრივის ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ექსჩემპიონს ჯეიმს პეიჯს ფედერალური გამოძიების ბიურო ჩრდილოეთ კალიფორნიაში რვა ბანკის ძარცვაში სდებს ბრალს. პეიჯი უკვე დაკავებულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. საგულისხმოა, რომ პეიჯს უკვე გატარებული აქვს 10 წელი ციხეში ბანკების ძარცვის ბრალდებით. 41 წლის ექსჩემპიონი 2012 წელს გათავისუფლდა და რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, პირველივე შეხვედრაში, მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ამჟამინდელი ბრალდებით პეიჯს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

 

შარაპოვას კაბა უიმბლდონზე

„დიდი შლემის“ ტურნირის, უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების დაწყებამდე, ერთ-ერთმა ფავორიტმა და ქალთა ჩოგბურთის სექს-სიმბოლომ, რუსმა მარია შარაპოვამ ტურნირის დაწყებამდე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კაბის ფოტო ატვირთა, რომლითაც ლონდონის კორტებზე ითამაშებს. შარაპოვა უიმბლდონის 2004 წლის გამარჯვებული და 2011 წლის ფინალისტია. რუსი ჩოგბურთელი სერენა უილიამსთან ერთად წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, ხოლო „ნაიკის“ ფირმის სპორტული კაბა მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

 

როდმანის აზრი ლებრონზე

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე კოლორიტული ცენტრი, სკანდალური ქრონიკების გმირი დენის როდმანი საყვარელ საქმეს, მოქმედი კალათბურთელების კრიტიკას დაუბრუნდა და განაცხადა, რომ „მაიამი ჰითის“ ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი გასული საუკუნის  90-იან წლებში მაიკლ ჯორდანის აჩრდილობაზე მეტს ვერ „გაქაჩავდა“. ლებრონ ჯეიმსი „ჩიკაგო ბულზის“ ზეობის ეპოქაში ერთი საშუალო დონის კალათბურთელი იქნებოდა და ვერავინ გაიხსენებდა, ხოლო ჯორდანის და პიპენის დუეტი დღემდე საუკეთესოდ ითვლებაო. 

 

სექსუალური მეგოლფე

ბლერ ონილი პროფესიონალი მეგოლფე და ამავე დროს, წარმატებული მოდელია. ბლერი  13 წლის ასაკიდან დაინტერესდა გოლფით და პროფესიონალურ ტურნირებში 2004 წლის იანვრიდან დაიწყო ასპარეზობა. სექსუალური ბლერი  კალიფორნიის შტატის ტერიტორიაზე ჩატარებული გოლფის ტურნირების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. გარდა ამისა, ქერათმიანი ლამაზმანით მოდური ჟურნალებიც ინტერესდებიან და „გულახდილ“ ფოტოსესიებში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ. მაგალითად, სულ რამდენიმე ხნის წინ, ბლერ ონილმა გოლფის ყვანჯით ხელში იპოზიორა, პრაქტიკულად შიშველმა.

 

პრინცი იბიცაზე ისვენებს

გასული სეზონი „მილანის“ განელი ვარსკვლავისთვის, კევინ პრინც-ბოატენგისთვის წარუმატებელი გამოდგა. პრინცმა დიდი დრო მოანდომა ტრავმების მოშუშებას და შესაბამისად. მოედანზეც მისი აჩრდილი დაიარებოდა. ამის მიუხედავად, ფეხბურთელი მაქსიმალურად იყენებს შვებულებას და საცოლესთან, იტალიელ დივა მელისა სატასთან ერთად, იბიცაზე ისვენებს. პრინცი და მელისა მთელ დროს სანაპიროზე ან იახტაზე ატარებენ. იქვე ისვენებს პრინცის თანაგუნდელი ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ოჯახთან ერთად და როგორც ჩანს, მეგობრები გართობას არ იკლებენ. პრინცი და მელისა 2011 წლის ოქტომბრიდან ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო 2012 წლის ივლისიდან დანიშნულები არიან. ამბობენ, რომ პრინცის ხშირი ტრავმიანობა მელისას უკავშირდება. წყვილს კვირაში ათჯერ აქვს სექსი.  ფეხბურთელის თქმით, იგი სრულიად იფიტება ამის გამო და ვერ ახერხებს კონცენტრირებას საფეხბურთო მოედანზე.

 

კონტე დაქორწინდა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ დამსახურებული შვებულება მიიღო და თავისუფალი დრო ოჯახს დაუთმო. კონტემ, თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, ელიზაბეტა მუსკარელოზე იქორწინა. ჯვრისწერა ტურინში, „სანტი ანხელი კუსტოდის“ ეკლესიაში შედგა და მას რამდენიმე ათეული მოწვეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის, კონტეს ყოფილი თანაგუნდელები და ამჟამინდელი კოლეგები: ჩირო ფერარა, ჯანლუკა პესოტო, მარკო სტორარი, „იუვენტუსის“ ყოფილი მენეჯერი ლუჩანო მოჯი, კლუბის მფლობელი ანდრეა ანიელი და საფეხბურთო სამყაროსთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სხვა პიროვნებები. ქორწილის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტე და ელიზაბეტა მუსკარელო თაფლობის თვის გასატარებლად ეგზოტიკურ კურორტზე გაემგზავრნენ.

скачать dle 11.3