კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ენაზე ამხელს მაცხოვარი მეორედ მოსვლის ჟამს ადამიანებს და ვინ დაიწყო სულთმოფენობის დღესასწაულზე ქართულად ლაპარაკი

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომიდან 40 დღის შემდეგ ჯერ მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს, 50-ე დღეს კი – სულთმოფენობას. ამ დღეს ეკლესია ყვავილებით ირთვება, რომელიც მრევლს სახლში მიაქვს. სულთმოფენობის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. 

– მამაო, როგორც ვიცი, აღდგომის შემდეგ მთელი 50 დღის განმავლობაში გრძელდება სადღესასწაულო დღეები. 

– აღდგომის შემდეგ სადღესასწაულო დღეები ისევ გრძელდება, თუმცა ბევრი ადამიანისთვის ისინი დამთავრდა, რადგან აღარ მოდიან ეკლესიაში და მათთვის ნაკლებად გასაგებია, რა დღეები გაიარა აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა და რა ბრწყინვალე მოვლენები აღსრულდა მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე და ორმოცდამეათე დღეს. როგორც ცნობილია, აღდგომიდან მეორმოცე დღეს არის ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ დილით სარწმუნოების სიმბოლოში მართლმადიდებელი ქრისტიანი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“. ამას გვაუწყებს მარკოზის სახარებაც. როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ანუ, ცოდვის მიტევება-არმიტევების ხელმწიფება იესო ქრისტემ მისცა მოციქულებს, სამოციქულო ეკლესიის წიაღს და ამით არის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმატებული ყველა სხვა ეკლესიასა და კონფესიაზე. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში.  სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას. როდესაც მაცხოვარი ელეონის მთაზე ამაღლდა, მოციქულები უყურებდნენ ქვევიდან ზევით და მათ ეჩვენათ ორი ადამიანი სპეტაკი სამოსით.  როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას. რაც შეეხება სულთმოფენობას – ეს ტერმინი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში შემოვიდა საქართველოში. უფრო ადრე ამ დღესასწაულს ერქვა „მარტირია“, რაც ნიშნავს დამოწმებას, მოწმობას. უფალი ამაღლებამდე ეუბნება თავის მოციქულებს: „მე მამას შევავედრებ და თქვენ ის მოგივლენთ სულიწმიდას, რომელიც მისგან გამოვალს, იქნება თქვენში და გასწავლით ყოველივეს“. ყველა მოციქული ამოწმებდა ამას, რომ ისინი იყვნენ მოწმენი იესო ქრისტეში, მამა ღმერთში და იყვნენ წევრი ერთი წმიდა, კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა. ეს არის ეკლესიის დაბადების დღე, ამ დღეს დაარსდა ახალი აღთქმის ქრისტიანული დედაეკლესია. ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი ბევრი ადამიანი. იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს. მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე.

– ასეთი გადმოცემაც არსებობს, რომ ამ დღეს ღვთისმშობელი ქართულ ენაზე ამეტყველდა. 

–  რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა  და სვიმონ კანანელმა. როდესაც ერთ ენაზე მეტყველებდა ერი, ქვეყანა, ერთი ერი და ეროვნება იყო. ისინი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ აეშენებინათ გოდოლი, რომელსაც შემდეგ ბაბილონის გოდოლი ეწოდა, რათა მისულიყვნენ ღმერთთან და თავიანთი პრეტენზიები წაეყენებინათ. უფალმა დაინახა, რომ ეს ხალხი ერთიანდებოდა არა უფლისთვის, არამედ გარკვეული პროტესტი ჰქონდათ და მათი ერთობა არ იყო საღმრთო. ამიტომ მან ენები აღურია მათ და ამის შემდეგ მოხდა სხვადასხვა ეროვნების დაბადება. მათ ვეღარ გაუგეს ერთმანეთს და მიიღეს კურთხევა, რომ დასახლებულიყვნენ მთელ მსოფლიოში. ასე რომ, დედამიწის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ეროვნება გამრავლდა, დადგინდა და გავრცელდა უფლის კურთხევით. ასევე, უფლის კურთხევით, სულიწმიდის გარდამოსვლით მოხდა სამოციქულო ეკლესიის ამა თუ იმ ენაზე ალაპარაკება, რომ ყველა ეროვნებას თავის ენაზე ექადაგა ღვთის სიტყვა. ეს დღემდე ასე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მაცხოვარი მეორედ მოვა ჩვენს სამხილებლად და სანამ ყველა ენაზე არ მოხდება სახარების ქადაგება. 

– როგორც ცნობილია, მოციქულების დროს ისინი ადამიანებს ხელდასხმით ნათლავდნენ, ახლა კი ეს მირონის ცხებით ხდება. 

– დიახ, დღეს  ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ადამიანებს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომელთაც კეთილსურნელების სახით მირონი გადაეცათ. მირონის ცხებით ნათლისღების საიდუმლოს დროს ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი. ბევრმა არ იცის, რომ ნათლისღების დღეს ის ორ საიდუმლოში მონაწილეობს. პირველი – ეს არის ნათლისღება, ხოლო მირონცხებით ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია, თქვას აღსარება, ეზიაროს, იაროს ეკლესიაში, რაც მთავარია, ვერ ცხონდება. ასე რომ, სულთმოფენობა, ანუ „ორმოცდამეათე“, ნიშნავს იმას, რომ მთელ კაცობრიობას მოციქულების სახით მიეცა დედაეკლესია. ამიტომაც, დღემდე ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქვია სამოციქულო ეკლესია, რადგან ღმერთმა ის მოციქულების  მოძღვრებაზე დააარსა.

– მამა გიორგი, ამ დღეს ეკლესია ირთვება ყვავილებით, რომელიც მლოცველებს ეკლესიიდან სახლში მიაქვთ. 

– სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად. სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და ადამიანები საკუთარი გარდაცვლილების მოსახსენებლად, მათი სულის საოხებლად ეკლესიაში მოდიან, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმიდა და განმაცხოვებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია. სულიწმიდის მადლის მოფენა სიმბოლურად მიანიშნებს ყვავილებით შემკულ ეკლესიაზე. 

скачать dle 11.3