კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფლის მორჩილი ბუნება

ჭეშმარიტება აღიარა

კუნძულ კიფისას გვალვის სასტიკი შოლტი ხშირად ხვდებოდა, რის შედეგადაც აქ ყველაფერი გადახმებოდა. ასეთ შემთხვევებში კუნძულის მცხოვრებნი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს „მირტიდიოტისსას“ მიმართავდნენ დახმარებისთვის, ისინი ლიტანიობას აღასრულებდნენ სულით და გულით. დედაღვთისა კი ყოველთვის უგზავნიდა მათ წვიმას.

ერთხელ, როცა კიფისას მცხოვრებნი ლიტანიობისთვის ემზადებოდნენ, მათ შორის მოხვდა კუნძულ კვიპროსიდან ჩამოსული მდიდარი თურქი.

– რატომაა ეკლესიის გარშემო ასეთი უჩვეულო ხალხმრავლობა? – გაოცებულმა იკითხა მან.

– ხალხი ლიტანიობისთვის ემზადება, – უპასუხეს მას, – უკვე რამდენი თვეა, წვიმა არ მოსულა, ახლა ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს „მარტიდიოტისსას“ გამოვაბრძანებთ, რომ მისი წმიდა ლოცვის შემწეობით ღვთის რისხვა შეწყდეს და გვალვა დამთავრდეს.

– რა სულელები ხართ! – თქვა თურქმა და ცაში აიხედა, – ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ არის! მაგრამ თუ წვიმა მართლაც წამოვა, მე „მირტიდიოტისსას“ ამ ბრილიანტის სამკაულს შევწირავ. ურჯულო თურქმა იმიტომ გაბედა დანაძლევებულიყო ამ გასაოცარი სილამაზის სამკაულზე, რომ ვერც კი წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ამ დღეს წვიმა მოსულიყო. მალე ღვთის მსახურებმა და ხალხმა ლიტანიობა აღასრულეს, ყველამ მუხლი მოიყარა და აღელვებულნი აღუვლენდნენ ლოცვას დედაღვთისას.

მსვლელობის დროს ცაზე ღრუბლებმა დაიწყო თავმოყრა. როცა ხალხი ტაძარში დაბრუნდა, წამოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელმაც სიხარულით აღავსო კუნძულის მცხოვრებთა გულები.

თურქი ენაჩავარდნილი იდგა. მან დამარცხებულად აღიარა თავი და დანაპირები შეასრულა. ეს ნახევარმთვარის ფორმის ბრილიანტის ყელსაბამი დღესაც ამკობს ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ხატს და ყველას ახსენებს „მირტიდიოტისსას“ მიერ აღსრულებულ სასწაულს.

მხოლოდ მის მფარველობაში მყოფი ადამიანის ცოდვები უშლის ხელს უფლის ანგელოზს, დაეხმაროს ამ უკანასკნელს

ერთხელ ღირსმა ნიფონტმა დაინახა ახალგაზრდა, რომელიც სახლის კარებთან იდგა და ტიროდა, რატომ დგახარ აქ და რა გატირებს?! – ჰკითხა ღირსმა მამამ. „მე უფლის ანგელოზი ვარ, კაცი, რომლის დასაცავად წარმოვიგზავნე. რამდენიმე დღეა, ამ უსარგებლო სახლში ცხოვრობს. აქ იმიტომ ვდგავარ, რომ არ შემიძლია, მივუახლოვდე ცოდვილს. ჩემი ტირილის მიზეზი კი ისაა, რომ თანდათან მეკარგება იმედი მისი სინანულის გზაზე დაყენებისა“.

გულისხმაყოფისთვის, ღვთის რისხვა

ერთხელ აბბა ანასტასიამ გაიგონა, რომ დაყუდებული ბერი გიორგი მწარედ ტიროდა და ჰკითხა ტირილის მიზეზი. „როგორ არ ვიტირო, როცა ვიცი, რომ უფალი განრისხებულია ჩვენზე. მე ვნახე, რომ ვდგავარ ტახტის წინაშე, ათასები შესთხოვდნენ ტახტზე მჯდომს რაღაცას, მაგრამ იგი ყურს არ ათხოვებდა მათ ლოცვას. მიუახლოვდა მას სამეფო პორფირში გამოწყობილი ქალი და შეჰღაღადა: „ჩემი გულისთვის მაინც იქმენი მოწყალე“, მაგრამ მისი ნება კვლავ ურყევი იყო. ვძრწი და ვტირი იმის გამო, რომ არ ვიცი, რა მოგველის“, – თქვა მამა გიორგიმ.

ბერმა ეს ხილვა ხუთშაბათს უამბო მამა ანასტასიას, პარასკევ დილით კი საშინელმა მიწისძვრამ დაანგრია ფინიკიის ზღვისპირა ქალაქები.

წიგნიდან „ღვთისმშობლის ხატის სასწაულები“

скачать dle 11.3