კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცია ადამიანი?!

ანუ „კაცია და გუნება“

იმიტომ რომ „კაცია და გუნება“, თითოეულს თავისებური რეაქცია აქვს გამომზეურებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც არა მხოლოდ უცხო, საკუთარ თვალშიც კი თვითშეფასებისთვის შანსს არ გვიტოვებს (თუ, რა თქმა უნდა, საღ ჭკუაზე ხარ).

და, თუკი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ კომპრომატების ომია, რადგან ნამდვილი „ნაციონალი“ პირველი თოვლივით სპეტაკია , მაგალითად, სამტრედიის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ (ბ-ნმა ნიკოლეიშვილმა) მშობლიური პარტია უნუგეშოდ მიატოვა. 

თუმცა გაგვიმხილა, რომ გადაწყვეტილების მიღებას წინ 8-თვიანი ფიქრი უძღოდა (ვგონებ, ამდენი შოთა რუსთაველს არ უფიქრია „ვეფხისტყაოსნის“ შექმნამდე), ბოლო წვეთი კი სამეგრელოში აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ჩანაწერები გამხდარა. მომყავს ციტატა ბ-ნი ნიკოლეიშვილის განცხადებიდან: „…გამომდინარე, რომ სამეგრელოში სამარხებიდან ამოიღეს შემზარავი კადრები და გაუგზავნეს საელჩოებს , მე უკვე არ და ვერ ვაპირებ ამ ტვირთის აღებას ჩემს თავზე და ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“.

სხვათა შორის, იქვე თანასოფლელებს ბოდიშსაც უხდის (კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ჩემი წინასაარჩევნო აგრესიული მოქმედებებიდან გამომდინარე“).

ბუნებრივია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ იბადება კითხვა: შსს-ს რომ უცხოელი ელჩებისთვის არ გაეგზავნა აღმოჩენილი ჩანაწერები, ბ-ნი ნიკოლეიშვილი ამხელა ტვირთით აპირებდა „ნაციონალურად“ კეთილმოწყობილი ცხოვრების გაგრძელებას?!

скачать dle 11.3