კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“

საპასპორტო ამნისტია

იმ მიზეზით, რომ ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, სანამ ჩვენ მანიაკების გამოხშირვისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას, რუსეთის ჯავახკის დიასპორა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

მიმართვას კი მეტად პროზაული მიზეზი აქვს: სახელდობრ, სახელმწიფო მომსახურების განვითარების სააგენტოს აღმოუჩენია, რომ ამ არეულობაში ჩვენი ქვეყნის სამ ათეულ ათასზე მეტი მოქალაქე ამავე დროს სხვა ქვეყნების მოქალაქეც გამხდარა, ოღონდ ეს ამბავი საქართველოს ხელისუფლებისთვის არ შეუტყობინებიათ.

ჰოდა, რაკი არ შეუტყობინებიათ, სავსებით ბუნებრივია, რომ ეს მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველიც გახდეს. 

ცხადია, რუსეთის ჯავახკის დიასპორა საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების დაკარგულ მოქალაქეობას დარდობს. დარდობს და განმარტავს, რომ „სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა აიძულებს სამცხე-ჯავახეთის მხარის სომეხ მოსახლეობას, პერიოდულად სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაემგზავრონ, ძირითადად, რუსეთში.“

იქვე წინა ხელისუფლებასაც გაჰკრავს კბილს: „თუმცა, წინა ხელისუფლების უნიჭო და უპასუხისმგებლო მმართველობასთან დაკავშირებით, 2008 წლის სექტემბერში საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა“. ხოლო, რაკი გაწყვიტა, ჩვენებური სომხებიც სომხეთის მოქალაქეობას მიეძალნენ. ახლა კი რუსეთის ჯავახკის დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას საპასპორტო ამნისტიას სთხოვს, რომ მოქალაქეობაშეწყვეტილებს კვლავ დაუბრუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა, ბუნებრივია, სომხეთისა ან რუსეთის მოქალაქეობის პარალელურად.

პეიზაჟი პეიზაჟად, მაგრამ, თუ შექმნილ რეალობას გავითვალისწინებთ (არაადამიანური წამებისა და პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალების ამსახველი ზღვა ჩანაწერების არსებობას ვგულისხმობ), პირადად ჩემთვის ამოუცნობია, ასე ძალუმად რა მოტივით ეშურებიან ამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას?!

скачать dle 11.3