კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცნობილია, რომ სხვა რელიგიები ადამიანის რეინკარნაციას, ხელმეორედ დაბადებას აღიარებენ. როგორ უყურებს ამ საკითხს მართლმადიდებლობა?

პასუხი: რეინკარნაციას მართლმადიდებლობა არ ცნობს. ადამიანი ერთხელ იბადება და არასდროს განმეორდება. ის ღვთის ხატია და, თავის ხატად და მსგავსად, უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა. ადამიანი გარდაიცვლება, თუმცა, არსებობას არ ამთავრებს. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, მაგრამ, უხრწნელი ხორცით.

კითხვა: მარხვის გარდა, კიდევ რომელ დღეებში არ შეიძლება ჯვრისწერა?

პასუხი: საეკლესიო კანონიკის მიხედვით, ჯვრისწერა, გარდა სამარხვო დღეებისა, არ აღესრულება აღდგომის მარხვის შემდგომ ერთი კვირის – ბრწყინვალე შვიდეულისა და შობის მარხვის მომდევნო კვირაში.

კითხვა: როგორც მითხრეს, იმ დღეს, როდესაც ვეზიარებით, არ შეიძლება მუშაობა. შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს?

პასუხი: ზიარება კეთილი საქმეების კეთებისთვის დამაბრკოლებელი არ არის. მით უმეტეს, არ გეკრძალებათ თქვენი საქმის კეთილსინდისიერად კეთება ზიარების დღეს. მაგრამ, თუ ეს ხდება დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე, ეცადეთ, რომ მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებით დაკავდეთ. რადგან, ასეთი დღესასწაულები ამაღლებული განწყობით, ტაძარში ყოფნითა და უფალზე ფიქრით უნდა აღნიშნოთ.

კითხვა: რამდენიმე წელია, ჩემი ნათლია უცხოეთში გაემგზავრა და მას შემდეგ აღარ შემხმიანებია. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. რა შემიძლია, მისთვის გავაკეთო და ვინ უნდა შეასრულოს ჩემთვის ნათლიის მოვალეობა?

პასუხი: ნათლიის მოვალეობა ნათლულის სწორ გზაზე დაყენება და იმაზე ზრუნვაა, რომ უფალს არ დაშორდეს. ასეთი მოვალეობა, თქვენთვის, შესაძლოა, მშობლებმა და იმ ახლობლებმაც შეასრულონ, რომლებიც მუდამ თქვენ გვერდით არიან. შესაძლოა, თქვენი ნათლია განსაცდელშიც იყოს და ამიტომაც ვერ შეძლო ხმის მოწვდენა. გირჩევთ, მისთვის ილოცოთ.

скачать dle 11.3