კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუკი ტაძარში დადიხარ...

თეოდოსი დიდის დროს კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს ვინმე თეოფილე. იმდენად დიდი იყო მშობლისადმი მისი სიყვარულის ძალა, რომ იგი მონობაზე დათანხმდა, რათა სარჩო ეშოვნა თავისი ღრმად მოხუცი მამისათვის. გამომშვიდობებისას, მამამ ასეთი რჩევა მისცა: „შვილო ჩემო, რაც არ უნდა დაგავალონ კვირა დღეს, უპირველესად, ტაძარში მიდი, წირვას ბოლომდე დაესწარი და შემდეგ წადი შენს საქმეზე“.

თეოფილე იყიდა იმპერატორის ერთ-ერთმა დიდებულმა, კონსტანტინემ და მეტად შეიყვარა იგი მისი კეთილი ზნის გამო, ყოველთვის თავისთან იახლებდა. ერთხელ კონსტანტინე იმპერატორმა იხმო, ისიც მსწრაფლ გაეშურა, მაგრამ სიჩქარეში სახელმწიფო მნიშვნელობის საბუთები დაავიწყდა და მათ მოსატანად თეოფილე გაგზავნა. თეოფილე დაბრუნდა დიდებულის სახლში მისი ცოლისთვის მოულოდნელად და მას ერთ-ერთ მონასთან შეუსწრო.

უსირცხვილო ქალმა, საკუთარი უმსგავსობის დასაფარავად, ქმარს, როცა ის შინ დაბრუნდა, მომხდარი ასე წარმოუდგინა: „ეს მონა, რომელიც ყოველთვის თან დაგყავს, მაცდუნებდა და ნამუსსაც ამხდიდა, ჩემს ყვირილზე მეორე მონას რომ არ მოერბინა. შენ ან მოკლავ მას, როგორც ის იმსახურებს, ან მე მამაჩემთან დავბრუნდები“. მზაკვარმა ქალმა თავისას მიაღწია და ქმარი დაითანხმა, მოეკლა თეოფილე.

დიდებული მოელაპარაკა ეპარქოსს, რომ მისი მონისთვის თავი მოეკვეთათ და მოკვეთილი თავი მისთვის გამოეგზავნათ. სასჯელი მეორე დილით უნდა აღესრულებინათ. დილით კონსტანტინემ უთხრა თეოფილეს: „წადი ეპარქოსთან და ჩემგან სალამი გადაეცი. ის კი,  პასუხს მოგცემს, რომელსაც მე ველოდები“. თეოფილეს არაფრის ეჭვი არ გასჩენია, ისე გაემართა ეპარქოსთან. მაგრამ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარს ჩაუარა, შეჩერდა. იქ წირვა მიმდინარეობდა. თეოფილე შევიდა ტაძარში და წირვას ბოლომდე დაესწრო.

ამ დროს დამნაშავე მონა ადგილს ვერ პოულობდა, ვერ ითმენდა, სანამ ეპარქოსის ხალხი თეოფილეს მოკვეთილ თავს მოიტანდა. „ბატონო“, – უთხრა მან კონსტანტინეს, – „ხომ არ წავსულიყავი ეპარქოსის სახლში და ხომ არ მომეტანა პასუხი?“ „წადი“, – უთხრა მან. უსინდისო მონა სასწრაფოდ გაიქცა ეპარქოსის სახლში და მიესალმა კონსტანტინეს სახელით. ჯალათმა, რომელიც იქვე იდგა, არც კი დაფიქრებულა, ისე მოჰკვეთა თავი. მას ეგონა, რომ ეს ის მონაა, რომლის სიკვდილი სურდა მის ბატონს. იმ დროს, როცა ეპარქოსის მსახურები მოჭრილ თავს ახვევდნენ კონსტანტინესთან გასაგზავნად, შემოვიდა თეოფილე და ეპარქოსს კონსტანტინეს სალამი გადასცა. ეპარქოსმა მას დაბეჭდილი ფუთა ჩააბარა, რომელიც მან თავის ბატონს მიუტანა.

– რა გიჭირავს ხელში?!  – ჰკითხა კონსტანტინემ.

– რაც ეპარქოსმა თქვენთან გამომატანა!

ეკლესიაში ყოფნამ გადაარჩინა თეოფილე! მისმა ბატონმა კი მოგვიანებით სრული სიმართლე შეიტყო და იშვილა იგი.

თეოფილე გადაარჩინა ტაძარში შესვლამ!

ეკლესიიდან, ჩემო მეგობარო, სიხარულითა და მადლით აღსავსე ბრუნდები. „მოდი ეკლესიაში, – ბრძანებს იოანე ოქროპირი, – რათა წახვიდე ზეციური ნიჭებით აღსავსე, რათა ნებისმიერ მდგომარეობაში უვნებელი გადარჩე, რათა სულიერი იარაღით აღჭურვილი, თავდაცული და ხელშეუხებელი გახდე ეშმაკისათვის“.

скачать dle 11.3