კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოგონების ახდენილი ოცნება – ბრიტანული ბრენდი angel’s face საქართველოშია

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 ივნისი ქართველი გოგონებისთვის კიდევ ერთი მიზეზით იქცა განსაკუთრებით სადღესასწაულო. „თბილისი მოლში“, მეორე სართულზე გაიხსნა ბრიტანული ბრენდის თბილისური წარმომადგენლობა. მაღაზია ორი გემოვნებიანი და ძალიან დახვეწილი ქალბატონის ხელშია – თეონა ნაჭყებია და კარინა ავაქიანი სიამოვნებით გვესაუბრნენ ბრენდის წარმოშობაზე და angel’s face (ენჯელ ფეისის) დიდ უპირატესობებზე.

 თეონა ნაჭყებია: angel’s face ნომერ პირველი ელიტური და პოპულარული ბრენდია დიდ ბრიტანეთში. – ორიგინალური სამოსი, გულგრილს ვერავის ტოვებს. ეს პოპულარული ხაზი ინგლისელმა დიზაინერმა ქილი დინაინჯერმა შექმნა. ამ დიზაინის  ჰაეროვანი და ზღაპრული კაბები ყველა პატარა გოგონას ოცნებაა. თუმცა, სამოსმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, მას დედებიც კი იყენებენ. მაღალი გემოვნების სტანდარტად მიჩნეულია ამ მაქმანებიანი, ფუშფუშა კაბების კედებზე, სპორტულ, ჯინსის ან ტყავის ქურთუკებზე მორგება, რაც ძალიან ლამაზია. საინტერესოა, რომ სამოსზე ხელნაკეთი ელემენტებია. ეს არ არის სერიული წარმოების უხარისხო სამოსი, მისი ხარისხი დანახვისთანავე იგრძნობა.

– რატომ გაჩნდა ამ ბრენდის თბილისში შემოტანის აუცილებლობა?

კარინა ავაქიანი: ჩვენი სურვილი იყო თბილისელი მომხმარებლისთვის, პატარა და დიდი გოგოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ბრიტანეთის სიამაყე – ზღაპრული კაბები და ქვედაბოლოები, მრავალფენიანი, ფუშფუშა სამოსი, რომელიც უზადო გემოვნებით, ხარისხითა და ფერთა შეხამებითაა შექმნილი. გასული სამი წლის განმავლობაში ბრენდი განვითარდა და დღესდღეობით საბავშვო ტანსაცმლის ორიგინალურ წარმოებაში ლიდერად გვევლინება. ჰოდა, რატომაც არ უნდა შეეძლოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ამ სილამაზესთან ზიარება და უდიდესი სიამოვნებითა და სიამაყით ნამდვილად ჯადოსნური სამოსის ტარება?!

თეონა: angel’s face-ის ტანსაცმელი და აქსესუარები ძალიან მალე გახდა მოდური და პოპულარული. ეს არის სამოსი ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. ჩვენთან მაღაზიაში შეუძლიათ შეიძინონ ტანსაცმელი ნულიდან უსასრულო ზომამდე – ლამაზი „ფრიალა“ კაბები როგორც ჩვილებისთვის, ისე თინეიჯერებისა და მათი დედებისთვის. 

– სამოსი ძირითადად, სადღესასწაულოა?

კარინა: არა მხოლოდ და ჩვენ სწორედ ამის ხაზგასმა გვინდოდა. angel’s face-ის სამოსით შეგიძლიათ წახვიდეთ დღესასწაულებზე, წვეულებებზე, საბავშვო ზეიმებზე, მეჯლისებსა და კარნავალებზე. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებას. ლონდონის ქუჩებში ხშირად შეხვდებით საკმაოდ კომფორტული მაქმანებიანი, ფუშფუშა ქვედაკაბებით გოგონებს, რომლებსაც აცვიათ ეგრეთ წოდებული „ბალეტკა“, კედი ან სხვა ტიპის დაბალძირიანი ფეხსაცმელი. ზემოდან ჯინსის ან ტყავის ქურთუკი და ველოსიპედით მოსეირნობენ. 

თეონა: თითქმის ყველა დედას აქვს პრობლემა, რომ მის ქალიშვილს, სკოლაში ან ბაღში სულ გამოპრანჭული, პრინცესასავით სიარული უნდა, რის უფლებასაც არ აძლევენ, მით უფრო, რომ ამ სტილში ძალიან უხარისხო და დაბალი დონის სამოსი იყიდება. ამ შემთხვევაში, დედებს საშუალება ეძლევათ, უპრობლემოდ აუსრულონ ბავშვებს სურვილი, გაახარონ ისინი და თავადაც მშვიდად იყვნენ. angel’s face ხომ ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც ყოველწლიურად ქმნის ახალ ტენდენციებს საბავშვო მოდაში. გოგონებს მუდმივ სიახლეებსა და ინოვაციებს სთავაზობს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ შექმნა არაჩვეულებრივი ფერებისა და სტილის კაბები, რომლებსაც პირდაპირ ასე ჰქვია: „კაბა-ყვავილი“, ქვედაბოლო „ქაფ-ქეიქი“, რომლებმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ყველა ასაკის გოგონებში. 

კარინა: ასევე, პოპულარულია angel’s face-ის მაისურები ულამაზესი აპლიკაციებით, დახვეწილი, ფურფუშელებიანი ტოპები, მაქმანებიანი ქვედაბოლოები, მაქმანიანი ლეგინსები და აქსესუარები. ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ იყიდოთ განსხვავებული, ინდივიდუალური და მოდური სამოსი როგორც სადღესასწაულო დღეებში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მაღაზიის ფეისბუქის გვერდს 

Facebook.comAngel’s Face Georgia

მისამართი: თბილისი მოლი, II სართული. ტელეფონი: 2 23 85 22.

скачать dle 11.3