კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვს აფხაზი საზოგადოების აზრით, საქართველოს პატრიარქს ლოცვის აღვლენის უფლება იმ ტაძარში, სადაც ბაგრატ მესამეა დაკრძალული

გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს აფხაზეთში საქართველოს პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქების ერთობლივი ვიზიტი იგეგმება. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ამის მიუხედავადაც, საინტერესოა, როგორი რეაქცია აქვს აფხაზ საზოგადოებას ზემოხსენებულ ინფორმაციაზე. თუ სოციალურ ქსელებში აფხაზი მომხმარებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით ვიმსჯელებთ, არცთუ დადებითი. უფრო დეტალურად თემაზე ბესლან კობახია გვესაუბრება.

– რა ინფორმაცია აქვს აფხაზ საზოგადოებას იმ ვიზიტის შესახებ, რომელიც შესაძლოა, შედგეს?

– ასეთი ვიზიტი შეუძლებელია, შედგეს მოცემულ პირობებში.

– ამაზე ვისაუბრებთ? მე იმის გაგება მინდოდა, საიდან გაქვთ ინფორმაცია?

– ჩვენ ვიცით, რომ ილია მეორემ მიმართა მსოფლიო პატრიარქს, მაგრამ მან უარი უთხრა, როგორც ვიცი.

– ეს ოფიციალური ინფორმაციაა თუ საიდან გაიგეთ, ქართული საინფორმაციოებიდან, ჭორის დონეზე?

– არა, ეს ვიცი მე აფხაზი ჟურნალისტებისგან. ილიამ მეორემ მიმართა მსოფლიო პატრიარქს და მან უარი უთხრა, რადგან ეს შეუძლებელიაო.

– ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია გვაქვს: თითქოს დაეთანხმა ერთად ჩასვლაზე.

– თქვენ ასეთი ინფორმაცია გაქვთ, მე –  ისეთი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ვიზიტი შეუძლებელია.

– რატომ არ არის შესაძლებელი ასეთი ვიზიტი, თქვენი აზრით და აფხაზი საზოგადოების აზრით, თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა?

– ვფიქრობ, გამოვთქვამ საზოგადოების აზრს. აფხაზეთში პატრიარქ ილია მეორისადმი დამოკიდებულება ძალიან ფრთხილია ომის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული –  1989 წლიდან, თუ უფრო ზუსტები ვიქნებით. მისი ყველა ვიზიტი დაძაბულობას იწვევდა საზოგადოებაში, ამას მივყავდით შეტაკებამდე ადამიანებს შორის და კარგია, რომ მაშინ ეს შეტაკება ტრაგიკულად არ დასრულდა.

– მაგრამ ჩვენი პატრიარქი არავის დასხმია თავს, პირიქით ხდებოდა, ხომ სწორად მახსოვს?

– მაგრამ იმ მანქანებში, რომლებიც მას ახლდა, იარაღი იყო, მაგრამ დღეს რა აზრი აქვს 25 წლის წინანდელი ამბების გახსენებას?!  მისადმი დამოკიდებულება ძალიან ფრთხილია, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, ის რომ აკეთებდა: ლოცავდა აფხაზეთში საომრად მომავლებს.

– ეს დეზინფორმაციაა. მსგავსი არაფერი ყოფილა.

– მაგრამ ჩვენ მისგან არ მოგვისმენია სინანულის არანაირი განცხადებები იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა. აფხაზი საზოგადოება მზადაა, მოისმინოს მონანიება როგორც ქართველი საზოგადოებისგან, ისე ქართული ეკლესიისგან. ჩემი აზრით, თუ ვივარაუდებთ, რომ ასეთი ვიზიტი შეთანხმდა, თუმცა მე ვიცი, რომ არც ერთი აფხაზი სასულიერო პირი ომის შემდეგ ილიას არ შეხვედრია: დღეს სპეციალურად დავინტერესდი ამ საკითხით…

– მაგრამ ის აფხაზი სასულიერო პირები, რომლებიც დღეს სასულიერო რიტუალებს აღასრულებენ აფხაზეთში, სწორედ საქართველოს ეკლესიის მიერ არიან ნაკურთხნი და ეს არის მათი ლეგიტიმაციის საფუძველი.

– ეს პროცედურა ასეთი იყო ომამდე.

– ომის შემდეგაც არ შეცვლილა პროცედურა, ამიტომაც არის ვაკუუმი აფხაზეთის სასულიერო ცხოვრებაში, სხვა ეკლესიის მიერ ნაკურთხი მღვდელმსახური ვერ იმოღვაწევებს ქართული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.

– შეიძლება, თქვენ მართალი ხართ, რადგან საეკლესიო წესები ასეთია, მაგრამ ეკლესიაც უშვებს შეცდომებს და მინდა გითხრათ, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ასეთი ვიზიტის ორგანიზება ხდება, რა დღის წესრიგით უნდა განხორციელდეს ეს ვიზიტი აფხაზეთში? რით ჩამოვა აფხაზეთში საქართველოს პატრიარქი?

– ჩემი აზრით, თავის ეპარქიაში ჩადის. იცით, ალბათ, რომ პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელიც არის?

–  რასაც თქვენ ამბობთ, ის ტიტული მან თვითონ აიღო.

– და დანარჩენმა ეკლესიებმა, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქომაც ეს აღიარა. არავის გაუპროტესტებია.

– ბევრი ბევრ რამეს აღიარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამას არ ცნობენ აფხაზები. სინამდვილეში ის აფხაზეთი, რომელშიც ოდესღაც ცხუმის ეპაქია იყო, ბუნებაში აღარ არსებობს. დღეს არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომელიც თავის სახელმწიფოებრიობას აშენებს. თუ უკან გადავახვევთ მოვლენებს, მსოფლიო პირველ საეკლესიო კრებაზე, რომელიც მეოთხე საუკუნეში გაიმართა, აფხაზეთიდან 12-კაციანი დელეგაცია გაემართა დასასწრებად, მაგრამ მხოლოდ ორმა მიაღწია ადგილამდე. როდესაც იმ ორმა ადამიანმა მოყვა, რა მდომარეობაში იყო აფხაზეთი, მაშინ მსოფლიოს პირველივე კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ მართლმადიდებლური კათედრა ბიჭვინთაში. ანუ პრეცედენტი უკვე იყო. დღეს აფხაზეთის ქრისტიანული საზოგადოება სვამს არა მართლმადიდებლური კათედრის გახსნის, არამედ აღდგენის საკითხს.

– 16 საუკუნის წინანდელ ამბავზე ვსაუბრობთ, არა?

– დიახ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვივარაუდოთ, რომ ილია მეორე ჩამოდის აფხაზეთში და მიმღები მხარე ამაზე თანახმაა. მიმღები მხარე შეიძლება, იყოს აფხაზი სასულიერო პირები, ალბათ, აფხაზეთის მთავრობაც. ჩემი აზრით, ასეთი ვიზიტის დღის წესრიგი შეიძლება, იყოს ერთადერთი და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ამ ვიზიტის დაგეგმვა: მონანიება, რადგან უამრავი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, ომის დაგმობა და აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება.

– რეალურ რამეზე ვისაუბროთ. თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესია ამას დასთანხმდება?!

– შესაძლოა, საშინელ რამეებს ვამბობ, რომელთა გაგონებაც კი არ შეუძლია ქართველ საზოგადოებას.

– ყურებს ყველაფრის მოსმენა შეუძლია. მე ვამბობ, რომ არარეალური მოლოდინია, რასაც თქვენ ამბობთ.

– თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს ილია მეორე, მისი მეორე, სავსებით ლოგიკური ნაბიჯი იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მერწმუნეთ, ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება, რომ დასრულდეს დაპირისპირება ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის. დრო ითხოვს ასეთ ნაბიჯებს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთ ხელისუფალს არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან, როგორც კი მსგავს განცხადებას გააკეთებს, მაშინვე პოლიტიკურ გვამად გადაიქცევა. ცნობილია, რომ საქართველოში ილია მეორე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და ეჭვქვეშ არ დგას მისი ავტორიტეტი. ასეთი დონის ადამიანს შეუძლია ასეთი ინიციატივის ინიცირება და ამით, ჯერ ერთი, გადატრიალდება ჩვენს ხალხებს შორის ისტორია და, მეორე, ის დარჩება აფხაზეთისა და საქართველოს ისტორიაში.

– საქართველოს ისტორიაში რა კვალს დატოვებდა? შეხედეთ ამ საკითხს ქართული მხრიდან თუ არა, ნეიტრალური პოზიციიდან. 

– ის გახდება ადამიანი, რომელიც შეძლებს, შეატრიალოს ჩვენი ხალხების ტრაგიკული ისტორია. თქვენ ეს უნდა გაიგოთ.

– მე მესმის, რომ აფხაზები ამით იხეირებენ, მაგრამ ქართველებს –  რა? რატომ უნდა აღიაროს საქართველოს ეკლესიამ აფხაზეთის ეკლესია? სიკეთე ჰქმნას?

– აქ ლაპარაკი არ არის კეთილ თუ არაკეთილ საქმეებზე.

– ცხოვრება, მით უფრო, პოლიტიკა პრაგმატული რამაა: საქართველომ ეს რატომ უნდა გააკეთოს, რომ აფხაზებმა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ, როგორც ზღაპრებშია?

– აფხაზები და ქართველები ისტორიულად არიან მეზობლები. ჩვენ ერთმანეთს ვერ გავექცევით. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გვერდიგვერდ ვართ და მუდმივად მტრებად ყოფნა არ შეიძლება. უნდა დავასრულოთ მტრობის ისტორია და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი უფლებებით. როდესაც იქმნება სიტუაცია, რომ ვიღაც მაღლაა და ვიღაც –  დაბლა, მთელი კონსტრუქცია ირღვევა, გაიგეთ ეს.

– აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანაბარუფლებიანი ურთიერთობაა?

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა სადავო საკითხი რუსეთის ფედერაციასთან წყდება ისე, როგორც ეს მიღებულია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. ანუ იქმნება შემათანხმებელი კომისიები, მუშავდება გადაწყვეტილებები და ეს შეხვედრები მიმდინარეობს კეთილგანწყობილ გარემოში. ჩვენ ერთმანეთს აღვიქვამთ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. იმპერიების დრო, როდესაც ერთი სახელმწიფო იერთებდა მეორეს, გავიდა და მსოფლიოში აღარავინ ისწრაფის, ვინმე დაიმორჩილოს. სრულებით ახლებური რეალობაა.

– ჩემგან არ გესწავლებათ, რომ უშუალოდ დაპყრობა შეცვალა გავლენის სფეროებმა. იმპერიებიც არიან და გავლენის სფეროებიც აქვთ. ესაა რეალობა.

– მაგრამ იმ საშინელი ომის შემდეგ, როდესაც მთელი აფხაზეთი მოფენილია საფლავებით.

– ეს მესმის, ჩვენი აზრები აქ ემთხვევა ერთმანეთს. მით უფრო, რომ დაღუპულები ორივე მხრიდანაა, ჩვენგან –  უფრო მეტი, მთავარ თემაზე ვისაუბროთ. 

– ამიტომ სხვა გზა არ არის, ეს ომი უნდა დამთავრდეს, ჩვენი ახალგაზრდობა სხვა სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ. ჩვენთან ამ ოცი წლის განმავლობაში გაიზარდა თაობები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, არ აქვთ კონტაქტი და არც შეუძლიათ ერთმანეთთან კონტაქტი. თუ ფორუმებზე ელაპარაკებიან ერთმანეთს, ეს, როგორც წესი, ჩხუბით მთავრდება. სიტუაცია უნდა შეიცვალოს და შემდეგ ხალხები თვითონ დაამყარებენ კონტაქტს ერთმანეთთან. ჩვენ მეზობლები ვართ და ამ მიწაზე თანაარსებობის დიდი ისტორია გვაქვს. ეს უნდა გაკეთდეს და თუ ყველაფერი გაკეთდება, სავსებით ახალი ეკონომიკური რეალობა გაჩნდება: განვითარდება აფხაზეთიც, საქართველოც, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველო, ზუგდიდი, ფოთი… ნახეთ, რამდენს კარგავს აფხაზეთი და საქართველო იმის გამო, რომ არ ფუნქციონირებს აეროპორტი, საზღვაო პორტი, რკინიგზა. თუ ეს ყველაფერი ამუშავდება, ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. წარმოგიდგენიათ, რამდენი სამუშაო ადგილი გაჩნდება?!

– მესმის, რომ ბევრი სამუშაო ადგილი კარგია, მაგრამ ეს ჩვენი იდილიური ურთიერთობა გულისხმობს დევნილების დაბრუნებას? თუნდაც, იმას, რომ მათ თავიანთ საფლავებთან თავისუფლად მისვლა შეეძლოთ?

– თქვენ გინდათ დაიწყოთ სხვა საკითხით. დევნილების, რომლებიც წავიდნენ აფხაზეთიდან, დაბრუნების საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში, რადგან ეს განიხილება, როგორც საფრთხე აფხაზეთის სტაბილურობისთვის.

– ისევე, როგორც აფხაზეთის მოწყვეტა განიხილება საქართველოს სტაბილურობის და უსაფრთხოების რღვევად.

– ეს არ არის მოწყვეტა, მართალი არ ხართ, აფხაზეთი 20 წელია, რაც წავიდა საქართველოსგან.

– მანამდე ხომ იყო? თუმცა მე არ გეკამათებით, იმის თქმა მინდა, რომ ჩიხში ვართ.

– მე რეალობაზე ვლაპარაკობ: 20 წელია, რაც აფხაზეთს საერთო არაფერი აქვს საქართველოსთან. თქვენთანაც და ჩვენთანაც თაობები გაიზარდა, რომლებმაც არაფერი იციან არც აფხაზეთზე, არც საქართველოზე. მე რეალობაზე გელაპარაკებით, თქვენ კი იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცისგან მოსწყდა.

– თქვენ მეოთხე საუკუნის მაგალითი მოიტანეთ და მე 25 წლის წინანდელი მომყავს.

– რეალობა ასეთია: ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ამ გზით მივდივართ. ვიცხოვრებთ, როგორც ვცხოვრობთ, მე იმას ვამბობ, ეს რომ მოხდეს, მთლიანად შეიცვლება ვითარება კავკასიაში და მაშინ საქართველოს შეეძლება, გახდეს საუკეთესო და სამაგალითო ქვეყანა მთელ კავკასიაში: ეკონომიკის მხრივ, დემოკრატიის მხრივ. სულ სხვა ეკონომიკური ვითარება შეიქმნება და გვინდა თუ არა, ვიღაცამ ეს უნდა დაიწყოს. მოცემულ ვითარებაში კი საქმე ძალიან მარტივადაა: ჩვენ მტრები ვართ.

– მე თქვენ მტრად არ განგიხილავთ, თქვენი არ ვიცი.

– მე ზოგადად ვამბობ, და რუსული ჯარი გავა თუ არა, არც კი ვიცი, რამდენი დღე დასჭირდება საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისევ შემოიყვანოს ჯარი.

– თუ მაინც შედგება საქართველოს პატრიარქის ვიზიტი, ალბათობა, ფაქტობრივად, არასდროსაა ნულის ტოლი, რა მოხდება?

– მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე არავინ აიღებს ამას თავის თავზე, იმიტომ რომ სასაუბრო თემები არ გვაქვს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

– მე ჩემს აზრს ვიტყვი, საქართველოს პატრიარქს არ აქვს ლოცვის აღვლენის უფლება ტაძარში, სადაც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამეა დაკრძალული? სხვათა შორის, იმ სახელმწიფოს აფხაზურ-ქართული სახელმწიფო ერქვა. 

– ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მათ, ვინც უფლებამოსილია, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ილია მეორის შესაძლო ვიზიტისადმი, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამისადმი ნეგატიურია.

– და რას ნიშნავს ეს: ქვებით დახვდებიან, ავტომატებით თუ რით გამოხატავენ ამ ნეგატიურ განწყობას?

– მე ხომ მკითხავი არ ვარ?! მე ვამბობ, რომ საზოგადოება უაღრესად ნეგატიურადაა განწყობილი ამ ვიზიტისადმი.

скачать dle 11.3