კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასუქებულები

ანუ გამომკვებავებზე გამოკვებილი გამოსაკვებები

თუმცა ნათქვამია, ეს ცხოვრება ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის – დედინაცვალიო, მაგრამ, თუკი ქართულ პოლიტიკურ რეალობას გადავხედავთ, ეს ცხოვრება მხოლოდ პოლიტიკის მიღმა დარჩენილებისთვის დედინაცვლობს.

 კერძოდ, სავსებით გამჭირვალე ინფორმაციით, 2013 წელს ეს ჩვენი საპარლამენტო უმცირესოელი „ნაცმოძრაობა“ ამ ჩვენი ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათას ლარს მიიღებს, უმრავლესოელი კოალიცია „ქართული ოცნება“ (6-ვე პარტია) – მილიონ 800 ათასს. დანარჩენი პარტიული წვრილფეხობა (კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად წოდებულები) კი საბიუჯეტო თანხებს შემდეგი ოდენობებით გადაინაწილებს: ქდმ–ს წლიურ დაფინანსებად 221 236 ლარი ერგება, „მემარჯვენეებს“ უფრო ნაკლები –147 073 ლარი; „საქართველოს გზას“ უფრო ნაკლები – 133 703 ლარი;  ბ-ნი დავითაშვილის „ხალხის პარტიას“ ორივეზე მეტი – 157.627 ლარი;  თვით ზურაბ ნოღაიდელის აწ უკვე ყოფილი პარტიაც იხეირებს 157 627 ლარით, „ევროპელი დემოკრატები“, ყოფილი „ჩვენ თვითონელები“ – 229 156 მიიღებენ, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ – 221 236 ლარს.

სულ მათი გამოკვება გადასახადის გადამხდელებს 4 882 758 ლარი დაგვიჯდება. თუმცა ეს სრული სურათი არ არის: გამოსაკვები 14 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას სსიპ სასწავლო ცენტრიდანაც მიიღებს – საერთო ჯამში, მილიონ 221 ლარამდე.

მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, რა ხეირს მოგვიტანს მათზე გაწეული 6 მილიონი ლარის ხარჯი (თუ გავითვალისწინებთ, რომ 7 საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები ხელფასებსაც იღებენ), თუმცა ის კი აშკარაა, რომ, თუ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა წრეში მოხვდი, შავი დედალივითაც გაკეთდები! 

скачать dle 11.3