კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ რუს მილიარდერთა დისერტაციები ინახება რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში

ცნობილია, რომ „ფორბსის” რუსი მილიარდერების უმეტესობას სამეცნიერო ხარისხი აქვს. ისინი დოცენტები, დოქტორები და პროფესორები არიან. მათ უმეტესობას დისერტაცია საბჭოთა კავშირის პერიოდში აქვს დაცული. „ფორბსის” რუსულმა გამოცემამ გადაწყვიტა, გაერკვია, თუ სად ინახება და რა თემებზე აქვთ დაცული დისერტაციები მილიარდერთა რეიტინგის წევრებს. კვლევის შედეგს ამ სტატიაში გაეცნობით.

 

ალიშერ უსმანოვი

ყველაზე მდიდარი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალიშერ უსმანოვის (17,5 მილიარდი დოლარი) ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ის სოციოლოგიური მეცნიერების კანდიდატი გახლავთ. რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, სადაც მედიცინისა და ფარმაცევტიკის გარდა, ყველა სხვა სამეცნიერო დისერტაცია ინახება, ალიშერ უსმანოვის დისერტაცია კვლევის ავტორებმა ვერ მოიძიეს. ბიბლიოთეკაში ალიშერ უსმანოვის სახელზე, მხოლოდ ერთი დისერტაცია ინახება, ოღონდ ტექნიკური განხრით და სავარაუდოდ, ეს სულ სხვა უსმანოვია. „ფორბსისთვის” ადრე მიცემული ინტერვიუს თანახმად, უსმანოვი ირწმუნება, რომ „გაზპრომში” თავისი ყოფილი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ლეონიდ ოპენკინის დახმარებით, მოხვდა. ოპენკინი კი, სოციოლოგიის პროფესორი გახლდათ.

ვიქტორ ვექსელბერგი

კომპანია „რენოვას” მფლობელი, 15-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ვიქტორ ვექსელბერგი მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია. მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ვექსელბერგი 12 წელი საკონტრუქტორო ბიურო „კონასში” მუშაობდა. კომპანიაში ნავთობის ამოსაქაჩ ტუმბოებს ქმნიდნენ. ვექსელბერგის დისერტაციის სათაურია „სახალხო მეურნეობაში მათემატიკური მეთოდების შემუშავება და გამოყენება”. უსმანოვის დისერტაციის მსგავსად, არც ვექსელბერგის დისერტაციის ასლი მოიპოვება ბიბლიოთეკაში.

ვაგით ალეკპეროვი

„ლუკოილის” თანამფლობელი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ვაგით ალეკპეროვი 1998 წელს გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. დისერტაცია: „ვერტიკალურად ინტეგრირებული სანავთობო კომპანიების განვითარების პირობების ფორმირება” „ლუკოილის” სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრში დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ალეკპეროვის დისერტაციაში მრავლად არის მსგავსება სხვა მეცნიერების დისერტაციებთან.

ვლადიმირ ლისინი

ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის თანამფლობელი, რუსეთის საპატიო მეტალურგი და ხალხური მრეწველობის აკადემიის კათედრის პროფესორი ვლადიმირ ლისინი (14,1 მილიარდი დოლარი) ორგზის მეცნიერებათა დოქტორია – ტექნიკური და ეკონომიკური. პირველი დისერტაცია მან 1996 წელს დაიცვა, მეორე კი – 2005 წელს. საგულისხმოა, რომ მეორე დისერტაციაში, რომელიც შავ მეტალურგიას ეხებოდა, რამდენიმე სტრიქონი სხვა დისერტაციებიდან მეორდება და თითქოს კოპირებულია.

ანდრეი სკოჩი

„მეტალოინვესტის” თანამფლობელი ანდრეი სკოჩი (7,9 მილიარდი დოლარი), 2000 წელს პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. იმავე წელს სადოქტორო დაიცვა მისმა უშუალო სამეცნიერო ხელმძღვანელმა ირინა კლემანტოვიჩმა. საინტერესოა, რომ სკოჩს თავის დისერტაციაში მრავლად აქვს ნახსენები კლემანტოვიჩის სამეცნიერო ნაშრომიდან კოპირებული ფრაზები. თუმცა, სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, სკოჩს არ დაურღვევია საავტორო უფლებები და კანონიერად გამოიყენა ლიტერატურა.

ლეონიდ ფედუნი

როსტოვის უმაღლესი სამხედრო  სასწავლებლის და ძერჟინსკის სახელობის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, „ლუკოილის” თანამფლობელი ლეონიდ ფედუნი (7,1 მილიარდი დოლარი), საკანდიდატოს ავტორია სამეცნიერო კომუნიზმის თეორიაში. ფედუნის თემა გახლავთ ჯარში მორალური სულის გაძლიერება და საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიღებას გეგმავს და მისი დისერტაცია ბიბლიოთეკაშია დაცული.

ფილარეტ გალჩევი

„ევროცემენტის” დამფუძნებელი ფილარეტ გალჩევი (6,7 მილიარდი დოლარი) მოსკოვის სამთო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და ის ნახშირის ბაზრის უბადლო მცოდნედ მიიჩნევა რუსეთში. 1999 წელს გალჩევმა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო თემისთვის „ნახშირის ბაზრის განვითარება რუსეთში”. 2004 წლიდან კი გალჩევი მოსკოვის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ეკონომიკაში სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობს.

ვლადიმირ ევტუშენკოვი

კომპანია „სისტემას” მფლობელს ვლადიმირ ევტუშენკოვს (6,7 მილიარდი დოლარი) ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული: 1973 წელს – მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი და 1980 წელს – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ევტუშენკოვის ბიოგრაფიაში ნახსენებია, რომ ის ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორია. თუმცა, სხვათა ნაშრომების მსგავსად, არც მისი დისერტაცია ინახება ბიბლიოთეკაში. 

პეტრ ავენი

ალფა-ბანკის თანამფლობელი პეტრ ავენი (5,4 მილიარდი დოლარი) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 1980 წელს მან დაიცვა დისერტაცია: „მსოფლიო მეურნეობის აგრარული სექტორის კვლევაში ტიპოლოგიური ანალიზის მეთოდების გამოყენება” და მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ავენის დისერტაცია ინახება რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. თუმცა, დისერტაციის მხოლოდ ნაბეჭდი ვერსია არსებობს, ციფრული ვერსია არ მოიპოვება. ცნობისთვის, ავენი რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორია და ეკონომიკის განვითარების თემებზე ლექციებს კითხულობს.

ალექსანდრ აბრამოვი

„ევრაზის” თანამფლობელი ალექსანდრ აბრამოვი (4,6 მილიარდი დოლარი) მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. 1985 წელს მან დაიცვა დისერტაცია ლაზერული გამოსხივების თემაზე და ფიზიკა-მათემატიკაში კანდიდატის ხარისხი მიიღო. ავენის დისერტაციის მსგავსად, აბრამოვის დისერტაციაც, მხოლოდ ნაბეჭდ ვერსიაში მოიპოვება. 

скачать dle 11.3