კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ერთი ახალგაზრდა ყოველ საღამოს უთვალთვალებდა მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებ გოგონას ბინოკლით. ერთ დილასაც ტელეფონის ზარია:

– შენ ხომ არ დაგინახავს‚ წუხელ ლიფი სად დავდე?

***

– ახლა უარს ვერანაირად ვერ მეტყვი‚ მე თვითონ დაგინახე‚ ავტობუსში ვიღაც ბიჭთან კოცნაობდი! ვინ არის?

– რა ნომერი ავტობუსი იყო?

***

– მიტუა‚ ნახევარი ლიტრა კახური რომ დალიო იმუშავებ?

– მა როგორ‚ უკეთა...

– ლიტრაზე?

– ვიმუშავებ‚ მა?

– ორ ლიტრაზე?

– ახლა‚ მუშაობის რა გითხრა‚ მაგრამა‚ ხელმძღვანელობით მაგრა ვუხელმძღვანელებ...

***

სკოლაში ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელი მივიდა. დირექტორმა – გაკვეთილზე დაგესწრებიო და სანდროს გვერდით‚ სულ უკანა მერხზე დაჯდა. მასწავლებელი ნერვიულობს‚ ადგა – სკამს წამოედო‚ დაფაზე წინადადებას წერს – ცარცი დაუვარდა‚ დაიხარა აიღო და ძლივს დაასრულა წერა... შემდეგ შემობრუნდა და კლასს ეკითხება:

– აბა, ვინ გადათარგმნის? 

ბავშვებმა ხელი აიწიეს. მასწავლებელმა სანდროს მიმართა. ადგა სანდრო და:

– ჯობდა‚ უფრო მოკლე კაბა ეცვას...

– რა სისულელეს ამბობ‚ ახლავე დატოვე კლასი...

სანდრომ გაბრაზებულმა გადახედა დირექტორს და მიაძახა:

– თუ არ იცოდი‚ რას მკარნახობ?!

***

ორი ტიპი მიდის. შეხვდათ მაგარი ქალი მაგარი ფეხებით.

– ო‚ ჩემს ცოლს რომ ასეთი ფეხები ჰქონდეს... – თქვა ერთმა.

ცოტა ხნის შემდეგ მაგარმკერდიანი ქალი შეხვდათ.

– ო‚ ჩემს ცოლს რომ ასეთი მკერდი ჰქონდეს... – თქვა ისევ იმ ტიპმა.

უცბად ხედავს‚ მისკენ ცოლი მოდის.

– საყვარელო‚ იცი, მთელი გზა შენზე ვფიქრობდი...

***

ყოფილი საბჭოთა ინგლისურ „პაბში“ შედის.

– „ვან ბირ“ – ერთი ლუდი!

ოფიციანტმა ლუდის კათხა მუყაოს ლამაზ სადგარზე დადებული მიუტანა.

მან დალია და მეორეც შეუკვეთა.

მოიტანა ოფიციანტმა ისევ‚ ხედავს სადგარი არ დევს.

„ალბათ‚ სუვენირად აიღო“‚ – გაიფიქრა და სხვა სადგარზე დადო.

მესამეც შეუკვეთა. კვლავ იგივე განმეორდა‚ „ალბათ‚ მეგობრისთვის აიღო სუვენირად“ და სადგარი აღარ მიუტანა.... შეხედა კლიენტმა‚ რომ ოფიციანტმა კათხა პირდაპირ მაგიდაზე დადგა და გაკვირვებით იკითხა:

– „პეჩენია“?

***

– თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ ოპერაცია...

– ექიმო‚ არ შეიძლება‚ გადავდოთ... ნახევარი წელია‚ კბილების პროთეზს ვიკეთებ‚ ცოტაღა დამრჩა...

ექიმი ჩაფიქრდა.

– ექიმო‚ რატომ არ შეიძლება?

– წარმოვიდგინე: ისმის შოპენი‚ ყველა ტირის‚ თქვენ კი ახალთახალი‚ ქათქათა თეთრი ჩაწიკწიკებული კბილებით... კუბოში წევხართ.

***

– მამი‚ გველები ლაპარაკობენ?

– ჰა‚ რას გაჩუმებულხარ‚ შვილიშვილს აინტერესებს! – გასძახა მიხომ სიდედრს.

***

წესიერი გოგონა არ იჭმუხნის ცხვირს‚ როდესაც შემთხვევით მასთან უზრდელი სიტყვა წამოგცდებათ‚ ნამდვილი წესიერი გოგონა იკითხავს: რას ნიშნავს ეს სიტყვა?

***

ტიპი ქუჩაში მიდის და ერთ-ერთი სახლის ფანჯარაში შიშველი ქალი დაინახა‚ მიუკაკუნა და ეკითხება:

– რამდენი?

– 500 ლარი.

– რა ამბავია?

– მეტალოპლასტმასია და თანაც, ორმაგი მინა.

***

როგორც იქნა დამტკიცდა შრომით კოდექსში 8-საათიანი სამუშაო დღე. ამრიგად‚ გაჩნდა დრო სხვა სამსახურისთვის – ერთი პატარა ხელფასი რომ მაინც გამოვიდეს.

***

უკულტურო ხალხი ნაგავს ყრის იქ‚ სადაც მოესურვება და არც იმჩნევს‚ კულტურულებიც ასე იქცევიან‚ მაგრამ ძალიან განიცდიან.

***

წყვილი რესტორანშია. ვაჟმა მსუბუქი სალათა შეუკვეთა. გოგონა ჩანგლით აწვალებს დიდ თეფშზე დარჩენილ სალათის ფოთოლს და დროდადრო სხვა სუფრებს გადახედავს... როგორც იქნა, წარმოთქვა ბიჭმა:

– რამე ცხელი ხომ არ შეგვეკვეთა?

– კი‚ კი! – გაეხარდა გოგოს.

– ოფიციანტო! ორი ჩაი‚ თუ შეიძლება...

***

მარო არიგებს ქალიშვილს:

– შვილო‚ დაიხსომე: ქმარი ჭკუით უნდა აირჩიო... ნახე‚ მამაშენსა ყველაფერი შეუძლია: კრანი გაფუჭდება – გააკეთებს‚ უთო გაფუჭდება – იმასაცა; ავეჯი გატყდება – იმასაც შააპაჩინკებს, მაშა; მანქანასაც კი თვითონ არემონტებს... ხოდა‚ იცოდე‚ თუ ასეთ კაცს გაჰყვები‚ ახალი არასდროს არაფერი გეღირსება...

***

ცოლი: საყვარელო‚ დედა ჩამოდის‚ 22 ივნისს, დილის 5 საათზე...

ქმარი: ზუსტად ისე‚ როგორც 41 წელს...

***

დღეს დაქორწინდე მდიდარი და გავლენიანი კაცის ქალიშვილზე‚ იგივეა‚ რომ მისი ყმა გახდე... რა თქმა უნდა‚ არ გინდა‚ მაგრამ, სხვა გზაც რომ არ გაქვს?!

***

– ალერსიანად მკითხა: „სად იყავი აქამდე‚ ჩემო სიყვარულოო“ – და მე ავტირდი... თვალწინ დამიდგა‚ თუ სად‚ ვისთან და როგორ ვყოფილვარ...

***

– შვილო‚ შენ კი მოგწონს ეგ შენი შეყვარებული‚ მაგრამ‚ იცი‚ რომ, რასაც გეუბნება‚ ნახევარი ტყუილია?! მართალია‚ საბურთალოზე ცხოვრობს სამოთახიან ბინაში‚ მაგრამ, მშობლებთან და ორ უფროს ძმასთან ერთად‚ რომელთაგან ერთ-ერთი ცოლშვილიანია; მობრუნებული დაც იქაა 3 წლის შვილით; კი‚ ნამდვილად მუშაობს ციფრული ტექნიკის მაღაზიაში‚ მაგრამ, არა დირექტორ-მენეჯერად‚ არამედ, უბრალო გამყიდვლად; შემჩნეულია სმასა და ჩხუბში‚ რამდენჯერმე ჯარიმაც კი გადაახდევინეს; ინტერნეტიდან კი ძირითადად ბოევიკებსა და პორნოს ქაჩავს...

– საკმარისია‚ მამა, საკმარისი... გასაგებია‚ სანამ შენ მაგ სტრუქტურაში იმუშავებ‚ მე ვერ გავთხოვდები.

скачать dle 11.3