კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მითები სიყვარულზე...

 

სიყვარული, რა თქმა უნდა, არსებობს... არსებობს წარმოდგენები მის შესახებ. ადამიანები ისეთად წარმოიდგენენ ამ გრძნობას, როგორიც თავად უნდათ რომ იყოს. იქმნება სტერეოტიპები, რომელთა ტყვეობაშიც ვექცევით და ამით სიყვარულიც ზარალდება.

მაგალითად, მცდარია მოსაზრება, თითქოს შეყვარებულებს შორის არანაირი საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ერთმანეთს, როგორც საკუთარ თავს, ისე ვიცნობთ“... – თუ ეს მეტაფორაა, რომლითაც გინდათ აჩვენოთ, როგორ ენდობით პარტნიორს, კიდევ არა უშავს. რეალურად, ადამიანი საკუთარ თავსაც ვერ ენდობა. სიყვარული ასეთ უპირობო ნდობას არ ცნობს. მეორე მხარეა ის, რომ ცოტა საიდუმლო  სწორედაც საჭიროა. ადამიანებს მოგვწონს ინტრიგა. ინტრიგის, მძაფრი ვნებების გარეშე ის დიდხანს ვერ ძლებს.

მითია ისიც, რომ სიყვარული ადამიანებს უკეთესს ხდის. ადამიანები ძალიან ძნელად იცვლებიან და ფაქტია, რომ მხოლოდ სიყვარული ამას ვერ ეყოფა. თუ შეყვარებული ძალიან ახალგაზრდაა, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში ეცდება, პარტნიორს თავი უკეთესად მოაჩვენოს. მაგრამ, ესეც დასრულდება, შეიძლება, სერიოზული კრახითაც კი. ამიტომ, გაცილებით ჯობია, თავიდანვე რეალისტები ვიყოთ.

ყველაზე საშიში მითია ის, რომ განშორება სიყვარულს აძლიერებს... არავითარ შემთხვევაში. გიყვარს? – შეეცადე, გვერდიდან არ მოსცილდე. არსებობს გამოთქმა: თვალი შორს და გულიდანაც შორსო! – და ეს რეალურია. ოთხი-ხუთი დღით დაშორება იძლევა გრძნობის განახლების საშუალებას. მაგრამ, მერე უკვე ვითარდება „მეშვიდე დღის სინდრომი“. სწორედ ამ მეშვიდე დღის გასვლის მერე, ყველაზე შეყვარებული ადამიანიც კი მზადაა, წავიდეს კაფეში ვინმესთან ერთად, გამოელაპარაკოს რაღაც თემებზე და იგრძნოს გვერდით მისი სიახლოვე. ფსიქოლოგები გეტყვიან, რომ, როცა შენს სიახლოვეს არ არის საყვარელი ადამიანი, მონატრების მწველი გრძნობა გაიძულებს იმის სიყვარულს, ვინც ახლოსაა. ანუ, იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემები გვქონდეს, აჯობებს, მითები დავივიწყოთ...

 

მატყუარა თვალები 

 

მამაკაცებზე ამბობენ, რომ მათ თვალებით უყვართ. არაფერია ნათქვამი იმაზე, სჭირდება თუ არა კაცს გვერდში პიროვნება. ალბათ, ზოგს სჭირდება, ზოგს – არა, მაგრამ, აბსოლუტურად დაუდგენელია სილამაზის კრიტერიუმები. ყველას თავისი, ორიგინალური გემოვნება აქვს. მაგალითად, ძირითადად გამოიყოფა ხოლმე შემდეგი ტიპაჟები: „საყვარელი – ბავშვური“, „ვნებიანი – საბედისწერო ქალი“, „საყვარელი – შინაური გოგონა“, „მომხიბვლელი – ინტელექტუალი ქალბატონი“, „თოჯინა“... – გააჩნია, რომელ მამაკაცს რომელი ტიპაჟი ურჩევნია, რომ მუდმივად ჰყავდეს გვერდით. სამწუხაროდ, მამაკაცებს ხშირად ღალატობთ მხედველობა. თითქოს კარგად და გარკვევით ხედავენ, მაგრამ, რადგან „ბრჭყვიალა“ ეფექტებისკენ აქვთ მიდრეკილება, ხშირად ტყუვდებიან. „ბრჭყვიალა,“ მყიფე, ანუ, შინაგანად ცარიელი სათამაშო მალე ჰბეზრდებათ. ყველაზე ცუდად კაცი მაშინ გრძნობს თავს, როცა მოტყუებული ბიჭის განცდა ეუფლება.

საწყალი, დაუცველი მამაკაცები... მაგრამ, დამნაშავენი მხოლოდ თავად არიან – თვალი გაურბით, თანაც, არა იქით, საითაც მათ ერთგულებასა და სიყვარულს დაახვედრებენ.

 

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება!

 

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის შენთვის ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო... დღეს კი უკვე სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდი – ღირს საერთოდ, მის გვერდით ცხოვრება?!. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრება მარტო ადამიანს კი არა, ცხოველსაც კი შენი ყოფის, შენი რეალობის ნაწილად აქცევს. მას უბრალოდ და მარტივად ვერ ამოხევ, როგორც ბლოკნოტიდან ფურცელს და ვერც გადააგდებთ. სერიოზული ნაბიჯი ყოველთვის სერიოზული ფიქრის, განსჯისა და აზროვნების შემდეგ გადაიდგმება. ნებისმიერი გადაწყვეტილება გულისხმობს პასუხისმგებლობას ამ ნაბიჯზე.

მაგრამ თუკი გადაწყვეტ, ყველა დეტალს და ნიუანსს ბოლომდე გაიაზრებ, არ შეგეშინდება იმის, რომ შეიძლება, ცხოვრება გაგირთულდეს და ცრემლიანი გახდეს... იმოქმედე! გონებაში „ჩამოწერე“ ყველა პუნქტი შენი ახალი ცხოვრებისა. დარწმუნდი, რომ მარტო არ დაიკარგები?! მოახერხებ იმას, რომ შენი პიროვნება პიროვნება დარჩეს და წინაც იაროს?! – მაშინ, დროს ნუღარ დაკარგავ. მსხვერპლი არ უნდა გაიღო. მით უმეტეს, როცა ის არავის სჭირდება!

 

ყველაფერი სიყვარულზე

 

მამაკაცები ქალებზე ბევრად რაციონალურები არიან სიყვარულში. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ ეს წესს არ ცვლის. მამაკაცს აქვს მესაკუთრის ხასიათი და ისეთი ფიზიოლოგია, რომელიც ხშირად არ აძლევს საშუალებას, იყოს პარტნიორის ერთგული.

ქალებმა როგორ უნდა უშველონ საკუთარ თავს? – პირველი წესი: მასზე ისე არ უნდა იფიქრონ, როგორც რაღაც სასწაულზე. ცხოვრება სიყვარულის გარეშეც შეიძლება. მართალია, ბევრად უინტერესო იქნება, მაგრამ თუ ილუზიას არ შეიქმნით, უფრო ადვილად შეძლებთ სიყვარულის პოვნას.

ქალებს საზოგადოება გაცილებით მაღალ მორალურ კრიტერიუმებს უყურებს, ვიდრე მამაკაცებს. ეს უსამართლობაა, მაგრამ არ უნდა ინერვიულო იმაზე, რასაც არაფერი ეშველება. ქარაფშუტობა დასაშვებია, მაგრამ პრობლემებს მაინც ქმნის.

ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ სიყვარული დღესასწაულია – ფოიერვერკებით, ვარდის ფურცლების „წვიმით“ და მუსიკით ყურში...

ვარდის ფურცლები ჭკნება... დღესასწაული სრულდება... ფოიერვერკი ქრება... სიყვარული მარადიული მარტო ჩვენს მეხსიერებაშია.

ქალზე, რომელსაც ოჯახი არა აქვს, ამბობენ: პირად ცხოვრებაში არ გაუმართლაო... მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება, ძალიან კმაყოფილიც იყოს საკუთარი ცხოვრებით – წარმატებული და შემდგარი, როგორც პიროვნება. ანუ, სიყვარული და სტაბილური ურთიერთობა საჭირო ყოფილა. მთავარია, სიყვარულის შესახებ ყველაფერი იცოდე, სანამ თავდავიწყებით შეიყვარებდეთ...

скачать dle 11.3