კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობენ თუ არა კაცთმოძულე ქალები და რა პრობლემებს უქმნიან ისინი მამაკაცებს

გავრცელებული მოსაზრებით, ქალები მამაკაცებზე ხშირად ზარალდებიან ღალატის გამო – მათ უფრო მეტად აზარალებთ კაცის ორგულობა. თუმცა, რეალურად, დაზარალებულების როლში მამაკაცებიც აღმოჩნდებიან ხოლმე, თანაც, არცთუ იშვიათად. უბრალოდ, მამაკაცები ნაკლებად ლაპარაკობენ პირად პრობლემებზე. შეიძლება, ეს მათი კომპლექსების გამოა; შეიძლება, ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ მხარეს არ იქნება – მამაკაცებმა ხომ დიდი ხანია, დაიმკვიდრეს ორგულის სტატუსი. სტერეოტიპული მოსაზრებაა ისიც, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, რომ მათთვის ჭეშმარიტ ღირებულებებს ფასი არ აქვს. ამ სტერეოტიპული მოსაზრების გამზიარებელი ქალები ხშირად გამოხატავენ მამაკაცების მიმართ აგრესიას. მიიჩნევენ, რომ კაცი ყველაფრის ღირსია და, თუკი მას გულს ატკენ, ეს იქნება სამაგიერო ყველა იმ ქალის სახელით, რომლებიც მამაკაცების ორგულობით იტანჯებიან.

გოგა (37 წლის): ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ. რატომღაც, ყველა ჩემს მეგობარს სჯერა, რომ ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს. მე კი ასე არ ვფიქრობ, რადგან, თუ რამისთვის მიმიღწევია, მხოლოდ შრომით. ერთი წუთით არ ვყოფილვარ უქმად, გულხელდაკრეფილი. მეცინება იმაზე, რომ ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირიაო. ნამდვილად არ არის ასე. ეს იგივეა, ამტკიცო, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია. ხომ ასე არ არის?! ჩვენ ჩვენი ინდივიდუალურობა და პიროვნული ნიშან-თვისებები გამოგვარჩევს ერთმანეთისგან. მარტო გარეგნობით ხომ არ განვსხვავდებით?!

– მამაკაცებზე ამას იმიტომ ამბობენ, რომ თითქმის ყველა, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, მზად არის ღალატისთვის.

– ნუ იტყვით ასე. ბიოლოგიურად მამაკაცი პოლიგამიური არსებაა, გეთანხმებით. მაგრამ მარტო ფიზიოლოგია ხომ არ განსაზღვრავს ჩვენს ცნობიერებას?! მაშინ, ცხოველები ვიქნებით და არა ადამიანები. თუ პრეტენზია გაქვს ინტელექტზე, კეთილი ინებე და აკონტროლე შენი ვნებები. ასე, ბევრი რამე შეიძლება მოგინდეს. კარგი მანქანაც ძალიან მომწონს და მინდა, მაგრამ, მაღაზიას არ ვტეხავ და არ ვიპარავ.

– იმიტომ, რომ იცით, კანონი დაგსჯით ამისთვის. ანუ, გინდათ, ყველა კაცი მკაცრად დაისაჯოს ღალატისთვის?

– ისევ ყველა კაციო, ამბობთ. ხომ ხედავთ, თქვენც სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ხართ. ღალატზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს, კაცსაც და ქალსაც ერთნაირად – მე ამის მომხრე ვარ. აპატიებ თუ არა, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. თუ ამ საკითხზე ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ერთი შანსი აუცილებლად უნდა მისცე ადამიანს, მით უმეტეს, იმას, ვინც გიყვარს.

– ჰოდა, კაცებიც იმიტომ ღალატობენ, რომ, იციან, ერთხელ მაინც აუცილებლად აპატიებენ.

– და, ამიტომ ყალიბდება დაუსჯელობის სინდრომი?! არა მგონია. უფრო ხშირად, შურისმაძიებელი ქალების ტიპაჟი ყალიბდება. ეს საკმაოდ რთული თემაა. თუ აპატიებ, უნდა აპატიო და აღარ გაუხსენო. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ, ნურც თავს გაიწვალებ და ნურც გააწამებ იმას. მოღალატეს ისედაც არ ულხინს. თუ სულ ნამუსგარეცხილი არ არის, აუცილებლად შეაწუხებს სინდისი. შურისმაძიებელი, კაცთმოძულე ქალი კი, მართლა საშინელებაა. უზარმაზარი პრობლემაა ნებისმიერი კაცისთვის. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ბევრნი არიან.

– თუ ეს ქალი შურისმაძიებლად მამაკაცმა აქცია?!

– არ არის ეს გამოსავალი, თორემ, კი. ძალიან ლამაზი ცოლი მყავს. ზოგიერთ ჩემს ნაცნობს, შეიძლება, შურს კიდეც, მაგრამ, ბედნიერება ქალის სილამაზეში არ არის. მეც „თვალმა“ გადამაწყვეტინა დაოჯახება და პირველი სამი წელი ყველაფერი ძალიან კარგად გვქონდა. მაგრამ, მერე, როცა ბავშვი გააჩინა, ჩემ მიმართ ძალიან გაცივდა.

– ეს უკვე ღალატის პრელუდიაა.

– თუ შეიძლება, მომისმინეთ. ნამდვილად არ ვარ ბუნებით მოღალატე. ძალიან ბევრს ვეცადე, რომ ჩემსა და ჩემს ცოლს შორის სიტუაცია დალაგებულიყო, ყველაფერი ისევ ძველებურად ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ, ქალები არ მეჩალიჩებიან? ხომ მაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ქალებს მოვწონდე?! ძალიან ხშირად ვარ მათი აქტიური ყურადღების ეპიცენტრში და საკმაოდ სერიოზული ცდუნებებისთვის გამიძლია. ამას ტრაბახით არ ვამბობ, ნამდვილად არ მაქვს საქმე სატრაბახოდ, იმიტომ, რომ ღალატს მაინც ვერ ავცდი. შემთხვევა ისეთი რამეა, ვერავინ ვერაფრისგან იქნება დაზღვეული. რა თქმა უნდა, დამნაშავე ვარ. გავები, მიუხედავად ჩემი მკაცრად ჩამოყალიბებული პრინციპებისა. ვიცი საკუთარი თავის ამბავი: ვერ მოვისვენებდი ღალატის შემდეგ, ვეღარ ვიცხოვრებდი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

 – და, მიუხედავად ამისა, მაინც გარისკეთ...

– გავრისკე – რა, ამას რისკს ვერ დავარქმევ. გაცნობიერებულად და გონებით არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი, ინსტინქტს ავყევი. ვნების ძალამ და იმ ენერგეტიკამ მაჯობა, რომელიც იმ ქალისგან წამოვიდა.

– იმედია, იმ ქალს არ აბრალებთ...

– რატომ უნდა დავაბრალო? ხომ არ გგონიათ, რომ თქვენთან საუბარი იმ ქალის გასაშავებლად მოვინდომე? არანაირად. ის თავის საქციელზეა პასუხისმგებელი, მე – ჩემსაზე. სულ  ერთხელ გვქონდა „რაღაც“ და მორჩა, დავამთავრე. ვცდილობდი, აღარც გამეხსენებინა. კაცს ეს ნამდვილად შეუძლია.

– ანუ, ერთხელ სექსი და მორჩა? ქალს რატომ არ შეუძლია ეს?

– დიახ, მორჩა. კაცისთვის სიყვარული სხვა რამეა. სექსი ბევრთან შეიძლება გქონდეს, მაგრამ, მარტო ერთი ქალი მიგაჩნდეს შენიანად.

– ქალსაც შეუძლია, იგივე თქვას.

– თქმით ბევრ რამეს იტყვი, რეალობა რა არის, ეს არის მთავარი. აღარ მოვყვები, რა იყო და როგორ. საერთოდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. როგორც პატიოსან კაცს შეეფერება, ჩემს ცოლს მოვუყევი და გულწრფელად მოვინანიე.

– „გულწრფელი მონანიება“ როგორია?

– რომელსაც ახლავს სინანული, თანაც, გულწრფელი სინანული. კარგად გამიგეთ, მამაკაცები ღალატისთვის ბოდიშს, ძირითადად, იმიტომ იხდიან, რომ, რაც დააშავეს – შერჩეთ. ხომ ხედავთ, როგორი ობიექტური ვარ. კაცებს ხელს ნამდვილად ვერ დავაფარებ. მე მინდოდა, ჩემს ცოლს მოესმინა ჩემთვის და გაეგო, როგორც ყველაზე ახლობელ, ერთგულ ადამიანს.

 – თქვენ რომ ვერ უერთგულეთ?

– რომ ვერ ვუერთგულე, მაგას ვდარდობ და განვიცდი. ძალიან განვიცდი, ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რაც ჩემმა ცოლმა გამიკეთა, ვფიქრობ, რომ მისი დანაშაულის სიმძიმე ნაწილობრივ ჩემზეა. ძალიან მტკივა გული, რომ ცხოვრება ასე ამერია. ჩემმა ცოლმა მომისმინა, იტირა და ამით დაამთავრა. ჩემდა გასაოცრად, არც იკივლა, არც იწივლა, არც სკანდალი მოაწყო... ძალიან მიამიტურად მომივიდა, რომ ამის გამო არ დავეჭვდი. ვიფიქრე, გამიგო-მეთქი და მისადმი სიყვარულით, მოწიწებით და პატივისცემით ამევსო გული. იმაზე დავიწყე ზრუნვა, რით გამეხარებინა. რა გამეკეთებინა მისთვის ისეთი, რაც ჩემს სიყვარულს დაამტკიცებდა. ოღონდ, არ იფიქროთ, საჩუქრით დანაშაულის გამოსყიდვაზე ვფიქრობდი – ასეთი იაფფასიანი „ტრიუკების“ მომხრე არ ვარ. გულით მინდოდა, გამეხარებინა. გადავწყვიტე, სადმე წამეყვანა, მაგარ ადგილას, რომ დაგვესვენა და ერთმანეთი ხელახლა აღმოგვეჩინა.

– თქვენ აუხსენით მიზეზი, რამაც ღალატის პროვოცირება გამოიწვია?

– რა თქმა უნდა. ძალიან დიდხანს ველაპარაკე. ისე მისმენდა, ვიფიქრე, ყველაფერს მიხვდა-მეთქი. როგორ წარმოვიდგენდი, თუ იბოღმებოდა და შურისძიებაზე ფიქრს იწყებდა. გამოდის, საერთოდ არ ვიცნობდი, არაფერი ვიცოდი იმ ქალის ბუნების შესახებ, რომელიც ჩემი სულისა და სხეულის ნაწილი მეგონა. ქალმა საოცრების ჩადენა დაგეგმა და განახორციელა გეგმა, რომლითაც, იცოდა, რომ გამამწარებდა. ეს ცივი გონებით გააკეთა, აუღელვებლად...

– გიღალატათ?

– ასე ბანალურად არა, უარესი მოიფიქრა – ჩემი მეგობარი „შეაბა.“ ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელა გეგმა. უცხოსთან რომ დაწოლილიყო, არც ეს იქნებოდა ჩემთვის ადვილად გადასატანი. მაგრამ, რაც მან გააკეთა, კაცისთვის ეს ორმაგი ღალატია, კოშმარული რეალობა.

– იქნებ, თქვენი ცოლიც ვერ გაუმკლავდა ვნებას?

– ასე რომ ყოფილიყო, უფრო ვაპატიებდი,  შვილს გეფიცებით. ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, საშინელებაა. სურვილი არ ჰქონდა, ვნება არ ჰქონდა, არაფერს არ გრძნობდა და დაწვა კაცთან იმიტომ, რომ მე გავემწარებინე. კაცის გაბრიყვებაზე ადვილი არაფერი ყოფილა. საერთოდ ვერაფერს მივხვდი. ალერსიანი და ყურადღებიანი იყო. სამოგზაუროდაც წავედით და ლამის გამაგიჟა თავისი სექსუალურობით. არაფერს მეკითხებოდა, საერთოდ არ ეჭვიანობდა... ქალი ასეთი ფაქტის მერე ქმარს მობილურს უმოწმებს, მის სოციალურ ქსელში იქექება. ჯიბეებს უჩხრეკს... მსგავსი არაფერი მომხდარა. გაოგნებული ვიყავი. როგორი შეგნებული ცოლი მყოლია-მეთქი – მეამაყებოდა.

– როგორ გაიგეთ, რომ გიღალატათ?

– მითხრა, თანაც, ყველაზე საზიზღარი ფორმით. რომ ჩამოვედით, ერთ საღამოს ჩემი მეგობარი დამიპატიჟა სახლში.

– კარგი მეგობარი გყოლიათ.

– ეს ცალკე საუბრის თემაა. თუმცა, ისიც მოატყუა, უთხრა, რომ ჩემთან ყველაფერი დაამთავრა და მეყრებოდა, რომ ის უყვარდა და მასთან ერთად აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. იმასაც, თურმე, სულ შურდა ჩემი ლამაზი ცოლი და, თავისი ჭკუით, ბუნებრივად მოხდა ის, რაც მოხდა. როგორ არ მოვკალი... მაგრამ, იმდენად განადგურებული ვიყავი, ამაზე ვეღარ ვიფიქრე. ორივე მიწასთან გაგვასწორა, ისეთი რაღაცეები გვითხრა, ცოცხლად დაგვმარხა. ინსტინქტს აყოლილი ცხოველები ხართ, არც ერთი არ იმსახურებთ არც სიყვარულს და არც ერთგულებას. ბოლომდე უნდა გაგანადგუროთ ადამიანმა. აბა, რომელი ხართ კაცი, მითხარით. უბადრუკი არსებები ხართ, არარაობები და პირუტყვები. დახოცეთ ახლა ერთმანეთი და მაყურებინეთ, როგორ იჩხუბებს ორი უზნეო მამრი ერთი ძუკნასთვის – ამით მხოლოდ მასიამოვნებთო.

– თქვენ ისევ იმ ქალთან ცხოვრობთ?

– ჩემდა სამარცხვინოდ, დიახ. ჯერ კიდევ ვერ გავაანალიზე მომხდარი და ვერ მივხვდი, რატომ დამემართა, რაც დამემართა. მიყვარს კიდეც ცოლი და, ვცდილობ, გავიგო, რა მოხდა მის ტვინში, რომ ასეთი საშინელი ნაბიჯი გადადგა. თვითონ მეუბნება, გელოდები, თუ მაპატიებ, მაშინ, მეც გაპატიებ და ყველაფერს თავიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყებთო. ესეც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, ან უნდა მიიღო, ან – არა. ჯერ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მივიღე. სრულიად განადგურებული ვარ. თქვენ რას იტყვით, ჩემი ცოლის საქციელი ნორმალურია?!

скачать dle 11.3