კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ვიღაცამ შვილი დამიწყევლა

სამი ქალიშვილის დედა ვარ. სამივე სამაგალითოდ აღვზარდე. თითით საჩვენებელი, ტრადიციული და რელიგიური ოჯახი გვქონდა, რის გამოც სოფელში ყველა პატივს გვცემდა. ეკლესია და ლოცვა ჩემი არსების განუყოფელი ნაწილია. შვილებსაც პატარაობიდან ვასწავლი და ვურჩევ, რომ ილოცონ და იმარხულონ. ჩემი მეუღლე ახალგაზრდობაში შესანიშნავი მონადირე იყო, ახლა სოფლის ფერმაში მუშაობს და შაბათობით რძის ნაწარმითა და ხორცით თბილისში ვაჭრობს ხოლმე. მეუღლეს ხალისით ვეხმარებოდი: თონეში პურს ვაცხობდი და ბოსტანს ვუვლიდი. ასე ვშოულობდით იმ მცირე თანხას, რაც ოჯახის შესანახად აუცილებელი მინიმუმია.

ეს პატარა შესავალი ტრაბახი არ გეგონოთ. დახმარების მოლოდინში პირადულის საჯაროდ განდობა გადავწყვიტე, მინდა იცოდეთ, როგორი პატიოსანი და შრომისმოყვარე ხალხი ვართ. ღმერთის წყალობით, არც ჯანმრთელობას ვუჩივით. მცირედითაც კმაყოფილებს, სადარდებლად შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფა დაგვრჩენოდა. ენერგიას არ ვზოგავდით, თუმცა, ერთმა უყურადღებოდ დარჩენილმა დეტალმა სერიოზული პრობლემა გაგვიჩინა. საქმე ის არის, რომ ვიღაცამ ჩემი ოჯახი დაწყევლა. ღრმად მორწმუნე ქალი ვარ, მაგრამ, სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა – იძულებული ვარ, დავიჯერო, რომ ჩემს შუათანა ქალიშვილს, თათულის, ჯადო გაუკეთეს.

ორი წლის წინ უფროსი ქალიშვილი უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო. მისმა წარმატებამ ბევრი გაახარა, განსაკუთრებით – უმცროსი დები. ალბათ, ვისაც სტუდენტი შვილი ჰყავს, მოგეხსენებათ, რომ ამ დიდ სიხარულს დიდი პრობლემებიც ახლავს. უნივერსიტეტის ყოველწლიური გადასახადი ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვებოდა. გარდა ამისა, დროულად უნდა გვექირავებინა ქალაქში ბინა, რადგან ჩვენი სოფელი თბილისიდან საკმაოდ შორს არის.

სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე თბილისიდან ჩემმა დამ, დალიმ დამირეკა და შემომთავაზა, ჩემთან იცხოვრეთო. მისმა წინადადებამ ძალიან გამახარა. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხას დავზოგავდით. უფროს ქალიშვილს ქალაქში მარტო საცხოვრებლად ვერ გავუშვებდი, ვერც დანარჩენ ბავშვებს დავტოვებდი სოფელში ეულად. ამიტომ, სახლ-კარი მეუღლეს ჩავაბარე და გოგონებთან ერთად თბილისში გავემგზავრე. გამგზავრებამდე სოფლის სკოლიდან შუათანას საბუთები  გამოვიტანე თბილისის სკოლაში გადასატანად. მოკლედ, მზად ვიყავით ახალი ცხოვრების დასაწყებად. მართალია, პირველ ეტაპზე გაგვიჭირდებოდა, მაგრამ გავუმკლავდებოდით.

სადგურში დალი და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. რაც დრო გადის, უკეთესად ვიაზრებ, რომ ჩემმა დამ თავისთან საცხოვრებლად მოვალეობის მოხდის გამო დამპატიჟა. დარწმუნებული ვარ, არ ელოდა ჩემგან თანხმობას, ხოლო, როცა სამ შვილთან ერთად კარზე მივადექი, უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. მეც უხერხულად ვგრძნობდი თავს. დალი კი მამშვიდებდა – მოსარიდებელი არაფერი გაქვს, ერთი ოჯახი ვართო, მაგრამ, მისი ეს ვითომ სიყვარულით ნათქვამი სიტყვები ყინულივით ცივი იყო.

დალის ერთი შვილი ჰყავს – 15 წლის ბექა. ბექა თათულის ტოლია. ბავშვებს, როგორც სისხლით ნათესავებს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ, ამჯერად ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სწორედ თათულისა და ბექას უცნაურმა მეგობრობამ მტრულად დააპირისპირა ჩემი და ჩემი დის ოჯახები. მომხდარზე ბევრს ვფიქრობ და, საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივდივარ: წყევლა ჩემს ოჯახზე შურისგან დაბოღმილმა მეზობლებმა სოფლიდან გამოგვაყოლეს.

დალი, მისი მეუღლე და მათი მცირეწლოვანი ვაჟი თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ უბანში, კერძო სახლში ცხოვრობენ. სახლი არ არის დიდი, სულ ოთხი საძინებლისგან შედგება. ერთი საძინებელი დამ ჩვენ დაგვითმო. ოთახი ვიწრო იყო, მაგრამ, მაინც მოვთავსდით. ახალ გარემოსთან შესაგუებლად დიდი დრო დაგვჭირდა. სწავლის დაწყებამდე უფროს ქალიშვილს უნივერსიტეტის ამბების გარკვევაში ვეხმარებოდი, შუათანასთვის კი სკოლას ვეძებდი. იმაზეც ვნერვიულობდი, შეიძლება, ქალაქელ ბავშვებს ჩემი შვილებისთვის დაეცინათ და კილოს გამო დაეკომპლექსებინათ; მეუღლეზეც ვდარდობდი. საბედნიეროდ, ძლიერი ნებისყოფის კაცია და საჭმლის მომზადებაც ეხერხება. შაბათობით ქალაქში ჩამოსულს ბაზართან ვხვდებოდით.

ზამთარი მიიწურა. მეგონა, შედარებით დალაგდა და კალაპოტში ჩადგა ჩვენი ცხოვრება ქალაქში, მაგრამ მწარედ შევცდი. მალე ისე შემოტრიალდა ყველაფერი, აღარც უფროსი ქალიშვილის უნივერსიტეტი მახსოვდა და აღარც უმცროსის ცრემლიანი თვალები. თათულისა და ბექას ურთიერთობამ ნევროზი დამმართა. თავიდან, როცა პირველად ჩაიკეტნენ ოთახში, ვერაფერი ვიეჭვე. დალიმ მითხრა, ბექას ოთახში კომპიუტერი აქვს და ცოტას გაერთობიანო. იმ დღის შემდეგ კიდევ მრავალჯერ შევამჩნიე ოთახისკენ ჩუმად მიმავალი ბავშვები, რომლებიც საძინებელში გვიანობამდე ჩაკეტილები რჩებოდნენ. 

შევშფოთდი. გულისთქმა არ მასვენებდა, აუცილებლად უნდა შემემოწმებინა, რას საქმიანობდნენ ოთახში შეყუჟულები. ჩვენი შვილების უცნაური ქცევის შესახებ დალისაც ვუამბე. მან ღიმილით მითხრა, სანერვიულო არაფერია, ბავშვებს გასართობს რა გამოულევსო. დის ამ ამბისადმი უყურადღებობა მოსვენებას მიკარგავდა. იქნებ დალი მართალიც იყო, მაგრამ, მაინც უნდა შემემოწმებინა. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცუდი არაფერი ხდებოდა.

დრო ვიხელთე და ოთახში შეპარული ბავშვების შესამოწმებლად საძინებლის კარს მივადექი. კარის ღრიჭოში შევიჭყიტე და დავინახე, რომ საწოლზე ისხდნენ და ერთმანეთს ჰკოცნიდნენ. გაგიჟებულმა შევამტვრიე კარი და კივილი ავტეხე. ბავშვები დაფრთხნენ. ბექას დაჭერა ვერ მოვასწარი, გაიქცა. ჩემი ქალიშვილი კი შიშისგან ატირდა. ჩემს ქალიშვილს ვეჩხუბე და ავუხსენი, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ მან ჩემი ნათქვამი ცალ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. ეკლესიაში მამაოსაც დავალოცინე. თუმცა, შედეგი არაფერმა გამოიღო.  მართალია, დის ბინიდან სასწრაფოდ წამოვედი ჩემი შვილებიანად (ამის გამო უფროსმა გოგონამ აკადემიური შვებულება აიღო ინსტიტუტიდან) და  სოფელში დავბრუნდით, მაგრამ თათულის ვეღარ ვცნობ – აბსოლუტურად შეეცვალა ხასიათი: სულ ჩაფიქრებულია, აღარ იცინის, აღარ მხიარულობს და რაღაცნაირად სევდიანია და ამას სხვებიც ამჩნევენ. ზუსტად ვიცი, რომ მასა, ჩემს დისშვილს შორის კოცნის მეტი არაფერი მომხდარა (ექიმთანაც კი მყავდა ჩემი შვილი) მაგრამ, ბავშვი რაღაც უცნაურად გამოშტერებული დადის. როცა მამაოს გავანდე ჩემი ეჭვები ჯადოზე, მან არაფერი მიპასუხა, მისმა დუმილმა მაიძულა, ჯადოს არსებობა დამეჯერებინა. სხვას რას დავაბრალო შვილის ასეთი უეცარი ცვლილება, თუ არა ჯადოს? მეზობლებმა ჯადოს ამხსნელი სასწაულმოქმედი წამალი მირჩიეს, მაგრამ მათთან საქმის დაჭერაზე უარი ვთქვი. მეუღლეს ყველაფერი ვუამბე. ისიც ჩემსავით განიცდის. ახლობლები მაწყნარებენ, საგანგაშო არაფერიაო, მაგრამ, როგორ არ ვინერვიულო? ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე. გევედრები, იღონე რამე, დაეხმარე ჩემს ბავშვს.

ეთერი, 46 წლის.

скачать dle 11.3