კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

მაიკლ ფელპსის სექსუალური მეგობარი

 

ოლიმპიურ რეკორდსმენს ცურვაში, ამერიკელ მაიკლ ფელპსს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს. 22 წლის სარა ჰერნდონი ოფიციანტად მუშაობს და ოლიმპიური ჩემპიონი მექსიკაში, კურორტ კაბო-სან-ლუკასზე დასვენების დროს გაიცნო. ამერიკული ბულვარული პრესა იუწყება, რომ ფელპსისა და ჰერნდონის რომანი ნელ-ნელა „ყვითელი პრესის” საყვარელ თემად იქცევა. „მაიკლი სასიამოვნო და სიმპათიურია. ის ნამდვილი ჯენტლმენია, კარგად იცის ტუჩებში კოცნა და ძალიან ტკბილია,” – ასე დაახასიათა თავისი შეყვარებული სარამ, რომელიც ასევე, მოდელობასაც ითავსებს.

 

სერგეი ბუბკა პრეზიდენტობისთვის ემზადება

 

ლეგენდარული უკრაინელი სპორტსმენი, ჭოკით ხტომაში მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ბუბკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. 30 მსოფლიო რეკორდის ავტორმა ბუბკამ უკვე აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოკ-ის ჯერაც მოქმედ პრეზიდენტს, 71 წლის ბელგიელ ჟაკ როგეს. ამჟამად 49 წლის ბუბკას უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები სექტემბერში გაიმართება და პრესტიჟული თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებენ: თომას ბაჰი (გერმანია), ნგ სერ მიანგი (სინგაპური), ჩინ კუო ვუ (ტაივანი), რიჩარდ კარიონი (პუერტო-რიკო) და დენის ოსვალდი (შვეიცარია).

 

რონალდუ და რიანა

 

მადრიდის „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ ლისაბონში იმყოფებოდა პირად საქმეებზე – პარალელურად, არ გაუშვა შანსი და ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, რიანას კონცერტსაც დაესწრო. კონცერტის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი და მომღერალი ერთმანეთს კულისებში შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ცნობილია, რომ რონალდუ კონცერტების დიდი მოყვარულია და მადრიდში ხშირად ესწრება მსგავს ღონისძიებებს. ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა საჯაროდ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს სამეფო კლუბი ერთ მილიარდ ევროდაც არ გაყიდის სხვა კლუბზე. ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ მადრიდული სუპერკლუბის მთავარი მწვრთნელობის ორი რეალური კანდიდატი სახელდება – გერმანელი იუპ ჰაინკესი და იტალიელი კარლო ანჩელოტი.

 

ბრაკონიერი ვალუევი

 

ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს კრივში და ამჟამინდელ რუსეთის დუმის დეპუტატს ნიკოლაი ვალუევს ბრაკონიერობაში სდებენ ბრალს. საკუთარ ბლოგზე ვალუევმა არხანგელსკის ოლქში ნადირობისას გადაღებული ფოტოები ატვირთა, სადაც ის მოკლულ დათვთან ერთად არის გადაღებული. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში ვალუევს არ ჰქონდა უფლება, ენადირა დათვზე და მხოლოდ იხვებზე ნადირობის ნებართვა ჰქონდა. არხანგელსკის პროკურატურაში უკვე აღიძრა საქმე ბრაკონიერობის მუხლით და სავარაუდოდ, მძიმეწონოსან ვალუევს დიდძალი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

პორნოვარსკვლავი და კრივი

 

ცნობილი ამერიკელი პორნოვარსკვლავი საშა გრეი რუსეთის ქალაქებში მოგზაურობს და თავისთვის საინტერესო ადამიანებს ხვდება. ქალაქ ეკატერინბურგში ყოფნის დროს საშა ცნობილ რუსი მოკრივისა და ამჟამად მძიმეწონოსანი ჩემპიონის, ალექსანდრ პოვეტკინის მწვრთნელს, კოსტია ცზიუს შეხვდა. შეხვედრა რესტორანში შედგა, საშამ კოსტიას ხელთათმანები მოირგო და ასე პოზირებდა ფოტოობიექტივების წინ. მოგვიანებით კი, სახელოვან მოკრივეს ავტოგრაფიც გამოართვა. საშა გრეი ამერიკული პორნოინდუსტრიის ვარსკვლავია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პორნოკარიერა დაასრულა და ამჟამად მოდელობითა და სიმღერების ჩაწერით არის დაკავებული.

 

ბექჰემი ფეხბურთის გუნდს აკეთებს

 

ინგლისელმა დევიდ ბექჰემმა სპორტული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთში დარჩენას აპირებს და ამერიკის ჩემპიონატ „MLS-ში“ ახალი გუნდის გაკეთებას გეგმავს. „ლოს-ანჯელეს გელექსის” ვარსკვლავს ახალი კლუბის შექმნა 25 მილიონი დოლარი დაუჯდება და სავარაუდოდ, 2015 წლიდან ჩაერთვება ის ჩემპიონატში. ბექჰემის გადაწყვეტილებით, კლუბი ბინას მაიამიში დაიდებს, თუმცა განიხილება კიდევ რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ატლანტა, სან-ანტონიო და სან-დიეგო. საბოლოო გადაწყვეტილებას და კლუბისთვის სახელწოდების შერჩევას დევიდ ბექჰემი ევროპაში ახალი სეზონის დაწყებამდე გეგმავს.

 

მთავარი მწვრთნელი – რობერტო კარლოსი

 

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი, „რეალის” ბრაზილიელი ექს-ფეხბურთელი და ამჟამად მახაჩკალის „ანჟის” სპორტული დირექტორი, ბრაზილიელი რობერტო კარლოსი მომავალი სეზონიდან თურქული „სივასპორის” მთავარი მწვრთნელი იქნება. მხარეებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტი და 2013 წლის სექტემბრიდან კარლოსი ორი წლის განმავლობაში თურქეთის ჩემპიონატში მოედანზე გაიყვანს გუნდს. დიდი ფეხბურთიდან რობერტო კარლოსი 2012 წლის დასაწყისში წავიდა და ცოტა ხანს „ანჟის” მოთამაშე-მწვრთნელად იმუშავა. შემდეგში მან არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ მწვრთნელი გამხდარიყო და როგორც ჩანს, „სივასპორის” ხელმძღვანელობამ ლეგენდარულ ფეხბურთელს ოცნება აუსრულა.

 

ჭიდაობის ბედი ბუენოს-აირესში გადაწყდება

 

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მოსახვედრი სპორტის სახეობათა რაოდენობა  სამამდე შემცირდა. ჭიდაობა, სქვოში და სოფტბოლი – სპორტის ამ სამი სახეობიდან 2013 წლის სექტემბერში ბუენოს-აირესში დაგეგმილ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩევა ერთი, რომელიც მოხვდება თამაშების ოფიციალურ პროგრამაში. სანკტ-პეტერბურგში გამართულ სოკ-ის შეკრებაზე სამი კანდიდატის შერჩევის პარალელურად, გადაწყდა, რომ ჯერჯერობით კლდეზე ცოცვა, ვეიკბორდინგი, კარატე, უშუ და გორგოლაჭებზე სრიალი არ განიხილება სპორტის ოლიმპიურ სახეობებად.

скачать dle 11.3