კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ?!

ანუ, „აზრზე მოდი, ხიდზე გადი“

10 ივნისს „ნატოს“ კვირეულიც დაიხურა (ის 3-ში გახსნეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახმინისტრმა ბ-ნმა პეტრიაშვილმა და „ნატოს“ გენმდივნის წარმომადგენელმა ბ-ნმა აპატურაიმ). მაგრამ, რაკი გაიხსნა, „ნატოს“ შტაბ-ბინიდან მაღალ-მაღალი დონის სტუმრებმაც დაგვაფასეს. ზედაც, საერთაშორისო სემინარიც (გნოსეოლოგიური სახელწოდებით: „საზოგადოების ინფორმირება „ნატოში“ ინტეგრაციის პროცესის შესახებ“) გაიმართა. რომელშიც, სხვათა შორის, ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას (სიმართლე გითხრათ, აი, ეს ადგილი ცოტა ვერ გავიგე, ჩვენ, „მაფზე“ უკეთესის პატრონებს, ვიღაც „ასპირანტების“ რჩევებს რა თავში ვიხლით?!).

ვიხლით თუ გვახლიან, თბილისსა და რეგიონებში გაიმართა შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; სპორტული ღონისძიებებიც ჩატარდა, გამოფენებიც, კონკურსებიც და დებატებიც.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად – დებატები და სპორტული ღონისძიებები და სად – „ნატოში“ გაწევრიანებაო, თუმცა, ამ რიტორიკულ კითხვას პასუხი ბ-ნმა აპატურაიმ გასცა (და მერე რა, რომ ირიბად?!).

კერძოდ, „ნატოს“ გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა გაგვიმხილა, რომ, მართალია, მის სამშობლო კანადაში მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერს მხარს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ, უმეტესობამ არც კი იცის, რატომ უჭერს მხარსო.

მაგალითი შემთხვევითი არ იყო (ყოველ შემთხვევაში, მას მე, „მაფზე“ უკეთესის პატრონი, მაინც ჩავწვდი ): თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს სამშობლოშიც ანალოგიური ვითარებაა (მოსახლეობის უმეტესობა „ნატოს“ მხარდამჭერია და მეც, მათ შორის), როგორც ჩანს, ბ-ნმა აპატურაიმ კულტურულად მიგვანიშნა: თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ, წაიბნელებთო (ანუ, არც თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გინდათ „ნატოო“).

ერთი სიტყვით, „ნატოში“ მოსახვედრად, „აზრზე მოდით, ხილზე გადითო.“ 

скачать dle 11.3