კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პუტინს – რა?!

„მამაცი გული“

შესაძლოა, იმიტომ, რომ გასული წლების გამოცდილებით, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების საყვარელი შეძახილი შემდეგნაირი იყო: „ამა და ამას რა?!“ – რასაც, უკაცრავად პასუხია და, ამის და ამის დედის ყველა ბრუნვაში მოხსენიება მოსდევდა, ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებმა გასულ კვირას საქალაქო სასამართლოს ეზოსთან სწორედ ამგვარი სახელწოდების აქცია გამართეს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ბრუნვებში მოხსენიების ადრესატი რფ-ის პრ. პუტინის მშობელი დედა გახლდათ.

ამ აქციაზე აქტივისტებმა (ისე, რას დაგვხატავდა ასეთი აქტივისტები 2008 წლის აგვისტოში, პიპინიასავით, საკუთარ ცხენს რომ გამოვასწარით პორტ-არტურიდან?!) „თავისუფალი ზონისვე“ ორი წევრისთვის 100-100-ლარიანი ჯარიმის დაკისრება გააპროტესტეს, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააჯარიმა სასამართლომ.

დაჯარიმებულთაგან ერთი აცხადებს, რომ პრ. პუტინს ოდენ მეგობრების წრეში შეაგინა, მეორე კი, საერთოდაც, უარყოფს უწმაწური სიტყვების საკუთარ მეტყველებაში გამოყენების ფაქტს.

რაც მთავარია, პრ. პუტინის დედის შემგინებელთა შორის ნარჩეულარი და აწ „ნაცმოძრაობის“ რიგითი აქტივისტი, თუმცაღა, მერიის მუნიციპალური საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული ბ-ნი ხაბაზიც შეინიშნებოდა (რომელსაც საზოგადოების ნაწილმა უსაყვედურა, თუ ასეთი მამაცი გული იყავი, 2008-ში რად არ იგინებოდიო, მაგრამ, ეს კითხვა პრ. პუტინზე აწ გავეშებულმა ბ-ნმა ხაბაზმა უპასუხოდ დატოვა). 

მეორე მხრივ, თუ ჩვენს რუკას დავხედავთ, რა გასაკვირია, რომ მავანს პრ. პუტინის შეგინება მოუნდეს?! ოღონდ, თუკი სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ჯერჯერობით რეალობა ასეთია: პუტინს რა და – ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი!

скачать dle 11.3