კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადააშლილნი

„შეჩვეულს ნუ გადააჩვევ“

მართალია, ჯერ კიდევ გასული წლის ამ დროს ამ ჩვენს ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ისე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, ციდან ჩიტი ვერ მოჰკრავდა თვალს, ხოლო მიწიდან – ქვემძრომი, მაგრამ, დემოკრატიისა და ახლებსა და ყოფილებს შორის პოლიტიკური კონკურენციის წყალობით, ცნობას ცნობაზე ვიგებთ ჩვენი წინა ხელისუფლების მადის შესახებ.

როგორც გაირკვა, გასულ წელს ამ ჩვენი პირველი პირის სამივლინებო ხარჯებს ორ-ნახევარი მილიონი ლარი შეუდგენია. ყველაზე მსხვილ-მსხვილი თანხა კი აშშ-სა და საფრანგეთში ვიზიტებისას დაუხარჯავს (400 000-400 000 ლარი). ერთი ისაა, რომ, რაკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავაც არ ამხელს ვიზიტების ზუსტ თარიღებს, უცნობია, ემთხვევა თუ არა მივლინებისთვის თანხის გამოყოფა მივლინებას (სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს მოსაზრებით, რომ ბევრის ცოდნა მავნებელია).

ჩვენ არ ვიცით, რა ხეირი მოგვიტანა (ჩვენ რა, ქვეყანას) მილიონიანმა ვიზიტებმა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მივლინებებს ვინ ჩივის, ზედა ეშელონის წარმომადგენლებმა პირადი ხარჯებისთვის არაერთი მილიონი მოიხმარეს და, ზედაც, დავამატებთ, რომ სახელდობრ, პრეზიდენტს ვადა ოქტომბერში ეწურება, პირადად მე უფრო იმას ვდარდობ, შეჩვეულს რა გადააჩვევს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიუჯეტის მხარდაჭერის დაკარგვას?!  

скачать dle 11.3