კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჩვეულოდ გულუბრყვილო

წეროს მიერ მოტანილი

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ისეთი არქივი შექმნეს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების თვით უინტიმურესი დეტალების ამსახველი, სამყაროს აღსასრულამდე გამოდგებოდა პორნოფილმების დასამზადებლად (ისე, არც ესაა ურიგო იდეა, თუკი მოგებული ფულით ბიუჯეტს შევავსებდით), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, არც მეტი, არც ნაკლები, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კანონის შესაბამისად მოქმედება მოითხოვა (შესაშური პრინციპულობაა!).

ეს ყბადაღებული „შესაბამისი მოქმედება“ კი, მეტი არაფერია, თუ არა ამ უკანონო ჩანაწერების არქივის განადგურება. სახელდობრ, აწ უმცირესოელმა პავლე კუბლაშვილმა მტკიცედ განაცხადა, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, „ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალების შემცველი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს“! სამწუხაროდ, ბ-ნ კუბლაშვილს აზრადაც არ მოსვლია, ჩამწერთა მოძებნა და დასჯა მოეთხოვა (ვითომ, ისეთი გულუბრყვილოა, რომ კომბოსტოში ნაპოვნი ჰგონია, ან, სულაც, წეროს მიერ მოტანილი?!).

ასეა თუ ისე, ბ-ნი კუბლაშვილი განგაშის ზარებს არისხებს (დაიცავით ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრებაო!), ოღონდ, თუ გავიხსენებთ, ჯერ ერთი, რომ, უცნობია ამ უკანონო მასალების ასლების როგორც რაოდენობა, ისე ის, თუ ვის ხელშია ისინი; რაც მთავარია, მათი ვადაზე ადრე განადგურება ჩამწერთა უპირობო დაუსჯელობას ნიშნავს (იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და, შემქმნელები, სწორედაც რომ, ბ-ნი კუბლაშვილის თანამოაზრეები ბრძანდებიან), როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ კანონმდებელს მოქალაქეთა რუხი ნივთიერების ეფექტიანობაში ეჭვი გვარიანად ეპარება.

скачать dle 11.3