კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადემეტრების შანსი

ლხინის მეგობრები

ერთი თვეც არ გასულა და ავღანეთში 10 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ექსპერტთა უმეტესობა ბოლო მსხვერპლის მიზეზად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 26 მაისს ავღანეთში სტუმრობისას ქართველი სამხედროებისთვის დასმულ არაკორექტულ შეკითხვას უკავშირებს, რომელიც უმალ მოახვედრა ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი-2-მა“ (თუმცა, დღეს ორივენიცა მსხვილ-მსხვილ კურცხლებს აღვარღვარებენ).

ერთი სიტყვით, თუკი აქამდე თალიბებს თვალში დიდად არ ვეჩხირებოდით (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს „ნატოს“ არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს გაგზავნილი, ხოლო, პროცენტულად მხოლოდ აშშ-დიდ ბრიტანეთს თუ ჩამოვრჩებით), ჩვენი მთავარსარდლის წყალობით, თვალშიც გავეჩხირეთ და მიზანშიც ამოგვიღეს.

თუმცა, მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ვიდეორგოლი თალიბებს არ დაუმზადებიათ (ქვეყნის შიგნით მტრები გვყავსო), მეორე მხარე კი ვარაუდობს, რომ, პირიქით, ამ ვიდეორგოლში წინა ხელისუფლების კვალი ურევია.

მაგრამ, თუ  გავიხსენებთ, რომ ჩვენი მთავარსარდალი მუდამ ოცნებობდა (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა), თავდადებულთა გზა გაევლო, ვფიქრობ, შესანიშნავი შანსი ეძლევა: თალიბებს ჩაჰბარდეს, თუკი სამშობლო ტერაქტებისგან გადაურჩება. სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, თან რომ დაჰყვებოდა, იმ ამალიდან ვინ ისურვებდა ამ დიად საქმეში მის თანამოაზრეობას?! 

скачать dle 11.3