კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საწიგნო ბუნტი

მეტი ჟანგბადი – გამომცემლებს!

თუმცა გამომცემლებმა, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ მათთვის სახელმძღვანელოების ბეჭდვის შეკვეთის გაუქმების გამო, სამართლოში უჩივლეს (რასაც პირადად მე მივესალმები, ვინაიდან, დავის გარჩევის ერთადერთი ადგილი, წესითა და რიგით, თემიდას სამყოფელი უნდა იყოს), სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროცესი მაინც დაიწყო და, შესაბამისად, 650 000 მოსწავლე მათ უფასოდაც მიიღებს.

მაგრამ, როგორც გაირკვა, ჰაერშია გამოკიდებული არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების ბედი (სახელმძღვანელოებით მომარაგების თვალსაზრისით). აბუნტებული გამომცემლები აცხადებენ, რომ სწორედ მათ აქვთ ამ ტიპის სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება და, ამიტომაც, თუ სამინისტროს სურს მათი დაბეჭდვა, ნებართვა ჩვენგან უნდა იყიდოსო.

რაკი გამომცემლების ნაწილსა და განათლების სამინისტროს სასამართლო დავა დაებედათ, ვფიქრობ, ეს მეორე პრობლემაც თემიდასთან მიიყვანთ, რის გამოც, პირადად მე, მტყუან-მართლის გარჩევისგან თავს შევიკავებ.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქმე საშუალო განათლებასა და, რაც მთავარია, საქართველოს არაქართველი მოქალაქეების სახელმძღვანელოებს ეხება, ვითარება ერთობ საჩოთიროა. ხოლო, თუ ამას გამომცემლების ჰონორარსაც დავამატებთ, არც ის არის გამორიცხული, რაღაც ეტაპზე არახშირად სუნთქვაც მოგვიწიოს – იქნებ, მათი ექსკლუზიური უფლებაა ხარბად ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა, რათა ჟანგბადის სიმცირემ მათი ტვინის მუშაობა არ შეაფერხოს, ამ უკანასკნელმა კი საგამომცემლო ბიზნესი არ დაუზიანოთ?!  

скачать dle 11.3