კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– ძვირფასო‚ გამომყვები ცოლად?

– ბრილიანტის ბეჭედს მიყიდი?

– რა მოხერხებულად მითხარი უარი?!

***

ტიპმა გადაწყვიტა‚ სასტუმროში დაისვენოს‚ მაგრამ საყვარელი ძაღლიც უნდა‚ რომ თან ჰყავდეს. მიმართა ადმინისტრატორს.

– ჩვენს პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა‚ რომ ძაღლს სიგარეტით დასძინებოდა და ნომერში ხანძარი გაეჩინა‚ ან პირსახოცი გაეყოლებინა ხელს‚ თუნდაც წითელი ღვინო დაეღვარა ხალიჩაზე... ასე რომ‚ სიამოვნებით მივიღებთ... და თუ თქვენც პირობას გვაძლევთ‚ რომ მსგავს საქციელს არ ჩაიდენთ‚ მასთან ერთად მოგათავსებთ.

***

სასამართლოზე.

– ქალბატონო‚ რატომ მოწამლეთ მეზობლები?

– იცით‚ ტარაკნების წამალს რომ ვყიდულობდი‚ მითხრეს‚ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს‚ თუ მეზობლებთან ერთად დახოცავთო...

***

– გაიგე‚ ვასო პედერასტი ყოფილა...

– რა‚ ვალი არ დაგიბრუნა?!

– არა‚ კარგი გაგებით...

***

ქალი – როგორც შუქნიშანი‚ ჯერ მწვანეს ანთებს‚ მერე ყვითელს‚ ბოლოს გადადის წითელზე.

მამაკაცი კი‚ როგორც მძღოლი – ყველაფერზე მიდის.

***

ჩინელი ფილოსოფოსის ჩანგ ინგ იუს აზრით: თუ ადამიანი დღის განმავლობაში‚ ისეთი აქტიურია‚ როგორც ფუტკარი; ძლიერია‚ როგორც ხარი; მუშაობს‚ როგორც ცხენი და სახლში ისეთი დაღლილი მიდის‚ როგორც ძაღლი‚ საჭიროა ვეტერინარის კონსულტაცია‚ დიდი შანსია‚ ვირი აღმოჩნდეს...

***

– ექიმო‚ ჩემი ცოლი მივლინებაში წავიდა ორი კვირით. ბავშვი ჩემთანაა. ყველაფერს ვუკეთებ‚ როგორც დამავალა‚ მაგრამ წონაში იკლებს... მეცადინეობა‚ მასაჟი‚ ცურვა‚ ვარჯიში... ყველაფერი თავის დროზე...

– უკაცრავად‚ რას აჭმევთ?

– აუ‚ ჩემი... ხომ ვფიქრობდი‚ რაღაც მავიწყდება-მეთქი...

***

მიხო წლების განმავლობაში შორი გადაზიდვების მძღოლად მუშაობდა. პენსიაში როცა გავიდა. მეგობრებმა გააცილეს და საჩუქრად მანქანის კაბინა მიუტანეს.

შაბათს მეგობრებს შესანიშნავი სუფრა გაუწყო ცოლ-ქმარმა... ორივე კარგ გუნებაზეა‚ ცოლი ანათებს...

– მადლობა საჩუქრისთვინა‚ მთელი სიცოცხლე კაბინაში გავატარე‚ მაგრამ ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია‚  დილით აღარ მიწევს კაბინიდან ვინმეს გაგდება... 

***

– აბა‚ ბავშვებო‚ ვინ იტყვის‚ რა ეროვნების იყო ბურატინო...

– რუსი – ალექსეი ტოლსტოიმ არ დაწერა‚ მასწ?!

– არა‚ იტალიელი‚ – ნაწარმოების ავტორი იტალიელი იყო.

– არა‚ მასწ‚ არც ერთი და არც მეორე‚ – ორივე ნაწარმოებში შავით თეთრზე წერია: „აიღო მამა კარლომ შეშის ნაჭერი“...

***

ტიპი ნუდისტურ პლაჟზეა წამოწოლილი‚ თავის ღირსებას კი მზისგან ქუდით იცავს. ჩამოიარა ქალმა.

– ნამდვილი ჯენტლმენი ქალის დანახვისას ქუდს იხდის.

– ქალბატონო‚ ნამდვილი ქალის დანახვისას ქუდი თვითონ აიხდება.

 ***

– ალო‚ ტერარიუმია?

– დიახ.

– იცით‚ ჩემთან გველი შემოძვრა...

– სად‚ როგორია?

– მეხუთე სართულზე თეთრი მუცელი აქვს‚ ზემოდან შავია...

– ეცადეთ‚ დაიჭიროთ...

– როგორ‚ ხელებით?! რას ამბობთ?!

– თქვენ „ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრი ხართ“?

– არა?!

– მაშინ რამე გექნებათ... ნაჯახი‚ ნიჩაბი‚ ჯოხი... რაც ხელში მოგხვდებათ...

***

ჩვენ ვისწავლეთ წყალში ცურვა‚ როგორც თევზებმა; ვისწავლეთ ცაში ფრენა‚ როგორც ფრინველებმა; ახლა უნდა ვისწავლოთ დედამიწაზე ცხოვრება‚ როგორც ადამიანებმა.

***

დილით კარზე ზარია. 

– გამარჯობა‚ ჩვენ იაღოველები ვართ და თქვენთან საუბარი თუ შეიძლება...  

– კარგი‚ შემობრძანდით‚ – მიმართა მასპინძელმა.

შევიდა შუა ოთახამდე. 

– რაზე გინდოდათ საუბარი?

– დამავიწყდა... ასე შორს არსად არასდროს შევსულვარ... – უხერხულად ჩაილაპარაკა მოსულმა.

***

რესპონდენტებს აჩვენეს სურათი: მამაკაცს თეფშში აქვს ჩადებული თავი. „რას ნიშნავს?“ მხოლოდ ქართველმა თქვა: „ძალიან დათვრა“. დანარჩენებმა – „გარდაიცვალა“.

***

– ვერცხლისფერ „მერსედესთან“ შემიჩერეთ! – ეუბნება მგზავრი მარშრუტკის მძღოლს.

– ვერცხლისფერი „მერსედესი“ დაიძრა‚ მივყვე!

***

– მამი‚ რათ მითხრა მასწავლებელმა‚ „რაც მამაა‚ ის შვილიო“? – ეკითხება მიხო მამას.

– შე შობელძაღლო‚ ტ..ზე უჩქმიტე?

***

– დაწვრილებით მოყევით‚ რა დაემართა‚ როგორ გაგიჟდა თქვენი მეუღლე.

– იცით‚ მთებში წავედით დასასვენებლად‚ შესანიშნავი ბუნებაა და ძლიერი ექოა... ჩემი ცოლი კი მიჩვეული იყო‚ რომ ბოლო სიტყვა მისი უნდა ყოფილიყო...

***

– მაყვალ‚ მიტუას მშობლები შენ დასანიშნად მოვიდნენ.

– ო‚ როგორ არ მინდა დედას მოვშორდე...

– მაგაზე დარდობ‚ დედაშენსაც გაგაყოლებ...

***

– ისეთი მშვენიერი ხარ... სად არის ის წვრილმანი დეფექტი‚ რომელზედაც განცხადებაში წერდი?

– სად და... საბავშვო ბაღში...

***

როდესაც ნატაშა სამი წლის იყო‚ პლაჟზე შიშველი დარბოდა... ახლა‚ 30 წლის ასაკში ორი ბოთლი შამპანური ნათლად ახსენებს იმ ბავშვობას...

***

მთვრალი მიხო შინ გვიან ბრუნდება...

– სად ეშმაკებში დაეთრეოდი?!

– მარო‚ შენცა ნახე ისინი?!

скачать dle 11.3