კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯგუფი “შინ„ საქართველოში კონცერტითა და ინოვაციური ალბომით დაბრუნდა

 ჯგუფი „შინ” გერმანიაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ  სამშობლოში დაბრუნდა. „შინმა,” „ბრავო რექორდსთან” ერთად, 26 მაისს მსმენელს კონცერტის გარდა ახალი ალბომის პრეზენტაცია მოუწყო, რომელიც  სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნა.

 მანამდე, კერძოდ კი, 2012 წლის 10 დეკემბერს, ქალაქ რიგის კონგრესჰოლში ჯგუფი „შინ“ ლატვიელი მსმენელის წინაშე ახალი და მეტად ორიგინალური მუსიკალური პროექტით წარდგა. ლატვიური პროექტის  კონცეფცია აგებული იყო იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე ზოგადად მუსიკის მიმართ, ანუ, პრაქტიკულად, ეს მუსიკალური პროექტი არის ერთგვარი მიძღვნა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს ჯგუფ „შინის“ წევრების მუსიკალური მსოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამიტომ ჰქვია პროექტს „არაჩვეულებრივი გამოფენა”. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და, რაღა თქმა უნდა, ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც „შინის“ წევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს მიეძღვნა, რაც ჯგუფის თითოეული წევრის  მხრიდან უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართ. სიმფონიური ორკესტრის გარდა, პროექტში მონაწილეობდნენ ლატვიელი ბექვოკალისტები და ლატვიის თანამედროვე ბალეტის მსახიობები.

ჯგუფ „შინის“ თბილისში ჩატარებულ ორიგინალურ და ინოვაციურ კონცერტში, ლატვიური პროექტისგან განსხვავებით, მონაწილეობდნენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური სექსტეტი და საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულები იყვნენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები. 26 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში  თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით „ბრავო რექორდსმა”  გამართა, ასევე, „შინის” რიგით მეათე ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც 12 მუსიკალური ნაწარმოებია შესული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით კი 29 მაისს ჩატარდა განმეორებითი კონცერტი.  ინოვაციურმა, ორიგინალურმა კონცერტმა, ქართველ მსმენელზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ კი, ვისაც გსურთ CD ალბომის შეძენა, 26 მაისიდან მიაკითხეთ „ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებს. 

скачать dle 11.3