კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-22(648) 

პროვოკაცია

ფრანგ ქალებს, უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ცხოვრებაზე საკუთარი, ინდივიდუალური წარმოდგენა აქვთ. იქით კარნახობენ მამაკაცებს თამაშის წესებს და სქესთა ურთიერთობის საკითხებში ლამის ექსპერტები არიან... კიდევ მოდის, სილამაზისა და ჯანმრთელობის საკითხებშიც... რატომ? შეიძლება, იმიტომ რომ არ ეშინიათ ექსპერიმენტების... უყვართ, როცა რაღაც ახალს აღმოაჩენენ  – ზოგჯერ, სრულიად მოულოდნელს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება, უპირველესად, მოდას და ინტიმს...

***

ლიზამ ნავაჭრით სავსე ჩანთები მკლავზე ჩამოიკონწიალა და ტროტუარზე ასკინკილით გააგრძელა გზა. მერე უკან მომავალ ცოლ-ქმარს მოხედა და ხმამაღლა დაიძახა:

– ვგიჟდები პარიზზე! ეს ჩემი ქალაქია, ჩემი... აქ თავს პრინცესად ვგრძნობ. თბილისში ჩვეულებრივი ქალი ვარ, ჭირვეული და ახირებული. ყველაფერი რომ აღიზიანებს... პრინცესას როლს მარტო აქ ვირგებ...

– ამას უნდა ვუყურო მთელი საღამო და მისი სისულელეები ავიტანო? – უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა ვახომ ცოლს.

– ჩუმად, არ გაიგონოს, – ქეთი გაწითლდა.

– კარგი იქნება, თუ გაიგონებს, – ბუზღუნით გააგრძელა ვახომ, – იქნებ მიხვდეს, რომ აქ ზედმეტია.

– კარგი, რა... ისეთს რას აშავებს? პირიქით, რამდენი მაღაზია გვანახა, რა კარგი რაღაცეები გვაყიდინა...

– მაგ მაღაზიებს თვითონაც მივაგნებდით, მის დაუხმარებლად. მაინც, რა ხასიათი გაქვს, სად პოულობ ასეთებს? როდემდე უნდა ვუსმინო, როგორ აფრქვევს იაფფასიან სნობიზმს.

– ვახო, გეყოფა... ეს ერთი საღამო როგორმე ავიტანოთ, – ქეთიმ ქმარს შეუბღვირა და ლიზისკენ გაიქცა.

– მეც მომწონს, ძალიან. კიდევ კარგი, ეგვიპტე ან თურქეთი არ ავირჩიე, გული დამწყდებოდა.

– ეგვიპტეც კარგია და თურქეთიც, მაგრამ იქ ვიღლები. პარიზი სულ სხვაა... შენი ქმარი დაიღალა?

ქეთი დაიბნა.

– ვახო? არა... უბრალოდ, სხვა გეგმები ჰქონდა. მაღაზიებში სიარული არ უყვარს. სულერთია, მისთვის ვყიდულობთ რამეს თუ ჩვენთვის.

– ყიდვაზე გამახსენდა, – ლიზამ თვალები მოჭუტა, – ჩემი საყვარელი თითქმის ვახოს აღნაგობისაა. მისთვის საჩუქრების ყიდვას ვაპირებ და ხომ დამეხმარება?

ქეთი გაშრა.

– საყვარელი გყავს?.. და ამას ასე მარტივად ამბობ?

– ჰო, რა იყო? პრინციპში, მართალი ხარ, ვერც მე ვიტან მაგ სიტყვას. ძალიან მოძველებული და გოიმურია, მაგრამ ჯერ უკეთესი სახელი ვერ მოვიფიქრე, – გადაიკისკისა ლიზამ, – დამეხმარება?

ქეთიმ ვახოსკენ გაიხედა. თავდახრილი, ნელა რომ მიაბიჯებდა და თავისთვის რაღაცას ბურტყუნებდა.

– დაგეხმარება... – თქვა ყოყმანით ქეთიმ, – ოღონდ უნდა ვუთხრათ, რომ ქმრისთვის გინდა.

– ხუმრობ? რატომ უნდა მოვატყუოთ, რა პრობლემაა?

– მე მექნება პრობლემა, ოღონდ, არ მკითხო, რატომ.

– გასაგებია, – ლიზამ ისევ გადაიკისკისა, ჩვეულებრივი, კავკასიური ჯიშის მამრია. კარგი... რაც გინდა, ის უთხარი.

ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ. მერე ისევ ლიზა ალაპარაკდა.

– აქ ერთი კაფეა... ყავა დავლიოთ. პირდაპირ ქუჩაში... ძალიან მაგარია.

ქეთიმ მექანიკურად დაუქნია თავი და უცებ იკითხა.

– ქმარიც ხომ გყავს?

– მერე რა? ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

– ეს ხომ პროვოკაციაა?

– მერე რა, მიყვარს პროვოკაციები. ცხოვრებას აზარტს სწორედ ეს აძლევს.

– იმას? იმას ჰყავს... – სათქმელი რატომღაც ვეღარ დაასრულა ქეთიმ.

– ვინ იმას? აა, მივხვდი... არა, ცოლი არ ჰყავს. როგორ ფიქრობ, მჭირდება პრობლემები?

– ცოლიანი კაცი პრობლემაა?

– უჰ, დიდი, – ლიზამ ცხვირი აბზიკა, – ცოლიანი კაცი რომ საყვარელს იჩენს, ის კრეტინია და კომპლექსებით დახუნძლული, თანაც, ეგოისტი. მე თვითონაც ეგოისტი ვარ და ამისთანას გვერდით ვერაფრით ავიტან. ქმარიც მეყოფა იმისთვის, რომ დისკომფორტი შემიქმნას. აი, ჩვენი კაფეც... ყავაზე მე გეპატიჟებით...

– ვახოსთან სხვა თემა შევარჩიოთ სასაუბროდ, კარგი? – მოასწრო და წასჩურჩულა ქეთიმ. ლიზამ გაუცინა და თვალი ჩაუკრა...

***

არავინ კამათობს: სულ ცოტა ქარაფშუტობა და ამჩატება ქალს ნამდვილად მატებს შარმს და უხდება კიდეც. რაღაც ეტაპამდე ეს კაცისთვის სერიოზული პროვოკაციაა. თუმცა ქალური კაპრიზები მამრისთვის მხოლოდ იქამდეა მისაღები, სანამ სიმწრისგან ღმუილს არ დაიწყებს.

ყველა კაცი ერთნაირია და ბოლოს პროვოკატორ ქალს ყურადღებიანი, მზრუნველი, მგრძნობიარე, თბილი და მორჩილი ფისუნია ურჩევნია. ეს იმიტომ, რომ ყველა კაცი ერთნაირია!

...ვახომ ამოიოხრა. უკვე აღარ ერიდებოდა უკმაყოფილების გამოხატვას... მაგრამ, უხერხულობას ამის გამო მხოლოდ ქეთი გრძნობდა. ლიზასთვის კი ეს ჩვეულებრივი გამოწვევა იყო. ფეხი კეკლუცად შემოიდო ფეხზე და ისე, რომ სიშიშვლის დაფარვა არც უცდია, ვახოს ჰკითხა.

– შენ, ალბათ, სტანდარტული ქმარი ხარ, არა?

ვახო შეიჭმუხნა.

– სტანდარტული, რა უბედურებაა... ეს რა ახალი ტერმინია?

– არა. ძველი „ჯიშია“ მამაკაცებისა, – ლიზას ისე მოეწონა საკუთარი ხუმრობა, რომ რამდენიმე წამი გაუჩერებლად იცინოდა.

– შენ, ეტყობა, რაღაც ძალიან დააშავე, – სული რომ მოითქვა, თითის დაქნევით უთხრა ვახოს.

– დავაშავე? რა პონტში?

– ქმრებს ცოლები პარიზში მაშინ მიჰყავთ, როცა თავს დამნაშავედ გრძნობენ – ქართველ ქმრებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ეგენი ცალკე კასტაა... ორიგინალობით გამორჩეული.

– არ ვიცი, რის თქმას ცდილობ, მაგრამ საშინლად არ მიყვარს სისულელეების მოსმენა.

ქეთი მიხვდა, რომ სიტუაცია საშიშ ხასიათს იღებდა და თემა სასწრაფოდ შეცვალა.

– ვახო, ლიზას შენი დახმარება სჭირდება.

– მართლა? საინტერესოა, მაინც, რაში?

– ქმრისთვის საჩუქრის ყიდვა უნდა...

– მერე, მე როგორ უნდა დავეხმარო? – გაიოცა ვახომ.

– შენი აღნაგობის ყოფილა და ტანსაცმლის შერჩევისას, მაღაზიაში რომ გავყვეთ.

– თუ ჩემს იქით გზა არ აქვს, რა გაეწყობა, ცოლის მზრუნველობა უნდა დავაფასოთ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. დავლიოთ ყავა და ვიშოპინგოთ. შენთვისაც შევარჩევ რამეს.

– უჰ, ეტყობა, მზრუნველობა გადამდებია, – გაეცინა ვახოს, – ოღონდ, ახლავე გაფრთხილებთ. მაღაზიებში დიდხანს არ მაწანწალოთ, ვერ ვიტან.

ლიზამ ყავა მოსვა და ქეთის თვალი ჩაუკრა.

– გეუბნები, სტანდარტული „გრუზინია“ შენი ქმარი. ვითომ არ უყვარს შოპინგი, სინამდვილეში, ძალიანაც მოეწონება, „შმოტკებს“ რომ უყიდი.

– ორიგინალური წარმოდგენა გაქვს „გრუზინობაზე“, მაგრამ შენთან პოლემიკაში არ შევალ. ეს ჩემი პრობლემა არ არის.

– არც ჩემი ქმრის პრობლემაა, მერწმუნე...

– ჰოო, კარგია, – ვახოს ერთი სული ჰქონდა, ამ აბეზარი თანამგზავრისგან თავი დაეხსნა. ცოლს რამდენჯერმე ჩუმად შეუბღვირა, მაგრამ ქეთიმ არ შეიმჩნია. ვითომ ვერ მიხვდა, რას ანიშნებდა კაცი.

– ისე, სიმპათიური ხარ. ამას ვერ უარვყოფ.

– გმადლობ, ობიექტური შეფასებისთვის. გულწრფელად მიხარია, – დაუფარავი ირონიით გადაუხადა მადლობა ვახომ.

– იუმორის გრძნობაც გქონია? არა, მთლად წყალწაღებული არ უნდა იყო... – აგრძელებდა ლიზა „შეტევას“.

ვახომ ამოიოხრა.

– ვერ დალიეთ ეგ ყავა? წავიდეთ. კიდევ რაღაც მინდა მოვასწრო.

– რა? აქაური ბორდელები ძალიან ძვირია. არ გირჩევ მათ მონახულებას. ისეთი ფასები აქვთ კახპებს, რომ ყველანაირი სიამოვნება ჩაგშხამდება.

ვახომ ხელები გაშალა.

– ვა, შენ ვინ ყოფილხარ?! ყოჩაღ შენს ქმარს! ახლა ვხვდები, რატომ გამოგიშვა სამოგზაუროდ მარტო.

– ვერა, ვერ ხვდები, – ლიზამ ენა გამოუყო, – კაცები ძალიან მიუხვედრელები ხართ. თქვენი მოტყუებაც ძალიან ადვილად შეიძლება.

– მე არ ვატყუებ ჩემს ქმარს, – თავი გამოიდო ქეთიმ.

– არ ატყუებ, ანუ, არ გინდა მისი მოტყუება და იმიტომ. აბა, ამის სურვილი გაგიჩნდეს, შენი ქმარი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება.

– მორჩა, ან მოდიხართ საყიდლებზე, ან მე სასტუმროში ვბრუნდები და შეგიძლიათ, უჩემოდ განაგრძოთ ეს „საინტერესო“ საუბარი. მე უკვე ყელამდე ვარ, ამ აბდაუბდით! – იფეთქა ვახომ.

ლიზამ მხრები აიჩეჩა და წამოდგა. თავისი უკმაყოფილება კი სკამის ხმაურით გასწორებით გამოხატა.

***

გიგიმ სავარძელი უკან გააგორა, საზურგეზე ნებივრად გადაწვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.

– მდა, ზოგიერთ ქალს ძალიან უხდება სისულელეები და მისი კაპრიზებიც ზოგჯერ სასიამოვნოა.

ზუკამ ირონიულად გახედა.

– დაგღუპავს შენ ეგ სოციალური ქსელი და მანდ თავმოყრილი „ნაშობა“.

– ჰოო? შენ უკვე დაგღუპა, არა? პირადი გამოცდილება მაინც სხვაა. მართლა, სად არის შენი „დამა“. რაღაც საეჭვოდ მშვიდად ხარ.

– ქვებს როდის ვისროდი? ნუ იცი შენ ადამიანის ნერვებზე თამაში. სამოგზაუროდ წავიდა.

– ვაუ, მერე, რატომ თან არ წაგიყვანა? არ დაიმსახურე, თუ „საგარეო“ საქმეებისთვის ქმარი ჰყავს.

– საწყალი ნინი, ნეტავი, როგორ გიძლებს! – გულწრფელად შეიცოდა ზუკამ გოგო.

გიგიმ გაიცინა.

– სხვათა შორის, მეც მაგას ვეუბნები ხოლმე.

– მერე, რას გპასუხობს?

– რა უნდა მიპასუხოს, ვუყვარვარ. სიყვარული კი, მოგეხსენებათ, ბრმაა.

კარი გაიღო და ოთახში თიკომ შემოყო თავი.

– ბიჭებო, ის ტიპი მოვიდა, ჩვენი ახალი კლიენტი. თქვენი ნახვა უნდა. რა ვქნა?

– მდაა, გოგო, თუ ჩვენი ნახვა უნდა, რაღას გვეკითხები, პირდაპირ შემოიყვანე.

– რა ვიცი მე, იქნებ, რაზე ლაპარაკობდით აქ, – გაცხარდა თიკო და კარი გაიჯახუნა.

– რაც ვახო წავიდა, ამან სულ აიწყვიტა, – ამოიოხრა გიგიმ, – ძალიან გაუტკბათ, ხომ იცი, მოგზაურობა. საერთოდ, რა „პონტია“ ცოლთან ერთად ევროპაში მოგზაურობა.

– ძალიან კარგი „პონტია“, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. მორჩი ახლა, შემოვიდა ის კაცი.

ოთახში საშუალო სიმაღლის, თმაშევერცხლილი, ძვირფას კოსტიუმში ჩაცმული, სანდომიანი გარეგნობის მამაკაცი შემოვიდა და ღიმილით მიაჩერდა გიგის. გიგიმაც გაუღიმა და მაგიდის ქვეშ ფეხი გამეტებით წასცხო ზუკას, არიქა, ამ ტიპის სახელი შემახსენეო.

– მობრძანდით, ბატონო ლევან, დღეს არ გელოდებოდით. პრობლემაა რამე?

– არა, არა... ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით. უბრალოდ, მინდოდა, უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი... თქვენს უფროსთან ერთად, ვახო ჰქვია, ხომ? ჩემს რესტორანში გეპატიჟებით ყველას.

 გიგიმ და ზუკამ ერთმანეთს გადახედეს.

– ბატონი ვახო თბილისში არ იმყოფება, – თქვა ზუკამ, – ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ, თუ გნებავთ, მის ჩამოსვლას დაველოდოთ.

კაცი ცოტა შეყოყმანდა... მაგრამ, მალევე მიიღო გადაწყვეტილება. 

– ბატონი ვახო რომ ჩამოვა, მერე კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. ახლა კი, ჩვენ წავიდეთ.

– ახლა?

– თუ საქმე გაქვთ, გვიან იყოს. დაგელოდებით.

– არა, ისეთი საქმეც არაფერი გვაქვს... – ზუკამ გიგის შეხედა, რომელმაც მობილური ჯიბეში ჩაიტენა და კომპიუტერს ეცა გამოსართავად.

– მაშინ, წავიდეთ. ის გოგონაც წამოიყვანეთ.

– თიკო? – ეჭვით იკითხა გიგიმ.

– ჰო. თუ გყავთ თანამშრომელი ვინმე, ისიც. ყველას გეპატიჟებით.

– დღეს მარტო ჩვენ ვართ სამსახურში, ანუ ჩვენ სამნი თუ წამოვალთ, თითქმის სრული შემადგენლობა ვიქნებით.

– ძალიან კარგი. ქვემოთ დაგელოდებით, მანქანასთან. შეგიძლიათ, თქვენი მანქანები სადგომზე დატოვოთ. დავლიოთ ცოტა. სახლებში ჩემი მძღოლი მიგიყვანთ.

თიკომ გაოცებით დაახამხამა წამწამები.

– მეც დამპატიჟა? მართლა?

– ჰო, რა იყო? პაემანზე კი არ გეპატიჟება. როგორც  ჩვენი ოფისის თანამშრომელს, პატივი უნდა რომ გცეს.

– უნდა წამოვიდე?

– ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია. ოღონდ, დროზე მოიფიქრე, რას იზამ. დიდხანს ნუ ვალოდინებთ იმ კაცს, სირცხვილია.

– წამოვალ. ორი წუთი მჭირდება. მაკიაჟს დავიმატებ. აქაურობას მოვაწესრიგებ და მოვდივარ.

გიგი დაიღრიჯა.

– ვიცი, მე შენი ორი წუთი. დროზე ქენი ახლა, დროზე...

თიკომ ხელი ჩაიქნია, „კოსმეტიკას“ დასწვდა და საპირფარეშოში შევარდა.

– აუ, ამის კეკლუცობას რა გაუძლებს სუფრასთნ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გიგიმ.

– ბიჭო, უხერხული ხომ არ არის, რომ მივდივართ? – ჰკითხა ზუკამ.

– აუ, ახლა შენ დაიწყე კიდევ... გამოადგი ფეხი, თუ ძმა ხარ...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3