კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თავისებურებით გამოირჩევა კვირის თითოეული დღე

კვირის თითოეულ დღეს საკუთარი ენერგია გააჩნია. ასევე, ასტროლოგიურად, შვიდივე დღე ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა. ასე რომ, თუ გეცოდინებათ, როგორი „ხასიათი“ აქვს ამა თუ იმ დღეს, არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვეტილებების თამამად მიღება. მაგალითად:

ორშაბათი ბრძნული ხასიათით გამოირჩევა. ამ დღეს ჭეშმარიტების ვერდანახვა და ვერშეცნობა ყველაზე ადვილია. შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. ეცადეთ, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი – ეს ცუდის მანიშნებელია.

სამშაბათი სურვილების ასრულების დღეა. თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. კარგია საყიდლებზე წასვლა და სიურპრიზების მოწყობა. თუ ადამიანი გიყვართ, სწორედ ამ დღეს გამოუტყდით მას გრძნობაში და ის გულგრილი ნამდვილად არ დარჩება თქვენ მიმართ.

ოთხშაბათი ახალი ამბებისა და ჭორების დღეა და სავსეა მოულოდნელობებით. თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, რჩეულთან სტაბილური თანაცხოვრება გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, საიდუმლო გაუმხილოთ და პატიება სთხოვოთ, ესეც სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.

ხუთშაბათი ძალიან სასიკეთოა სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ ამ დღეს რამე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ და არ ინაღვლოთ – ეს კარგის ნიშანია, რადგან, ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება. ამ დღეს დანიშნული პაემნით თავად დარჩებით კმაყოფილი. ხოლო, თუ ხუთშაბათ დღეს სიყვარულში გამოუტყდით საპირისპირო სქესს, სამომავლოდ ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებენ. 

პარასკევი მშვიდობის, სიმყუდროვისა და ბედნიერების დღედ მოიაზრება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ კავშირსა და ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ ცხოვრებაში რჩეულთან ერთად. ამ დღეს დაოჯახება იღბლიანია.

შაბათი სწრაფი გადაწყვეტილებების დღეა. თუმცა, ასევე, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ვინც მშვიდად და მიზანმიმართულად მოქმედებს, შაბათი მისი დღეა. არ ვარგა ამ დღეს ნაგვის გადაყრა და ჭურჭლის გატეხა – ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდება.

კვირა სიურპრიზების დღეა, თუმცა, სიყვარულისა და ღალატის დღედაც მიიჩნევა. იყავით ფრთხილად, დაკვირვებით და საღი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. არ არის გამორიცხული, გარშემო მყოფების მხრიდან აგრესია სწორედ კვირას წამოვიდეს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

скачать dle 11.3