კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია ეზოში დარგული ხეები ოჯახის გამრავლებასთან და რა საფრთხეს გვიქმნის რემონტის დროს შეტანილი არასწორი შტრიხები

 ახლა ის პერიოდია, როცა ბევრი ფიქრობს, როგორ ააშენოს ახალი საცხოვრებელი და ჩაუტაროს ბინას სარემონტო სამუშაოები. ამას, როგორც წესი, ზაფხულის დროს ვამთხვევთ, ან – შვებულებას, როცა სამსახურის საქმეებისგან დროებით ვისვენებთ და, გვინდა, ირგვლივ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ამ საკითხს, მეტად ფრთხილად უნდა მივუდგეთ, ყველა დეტალი გავთვალოთ და ისე ვიმოქმედოთ, რომ ამ ყოველივემ მომავალში სიამოვნება მოგვანიჭოს, წარმატებისკენ გვიბიძგოს და არა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. 

ლალი: როდესაც ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი დგება, მხოლოდ მაშინ იწყებს ადამიანი იმაზე ფიქრს, თუ რა გააკეთა არასწორად, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, როგორ უნდა შეიმსუბუქოს ცხოვრება.  ახლა ის დროა, როცა ვფიქრობთ, მოვაწესრიგოთ სახლი, დავიწყოთ რემონტი, შევღებოთ კარ-ფანჯარა თუ კედლები, დავიწყოთ სახლის აშენება და ასე შემდეგ. ამისთვის მხოლოდ ფინანსები და დრო როდია საკმარისი. გირჩევთ, მსგავს საკითხებში პროფესიონალებიც ჩართოთ და მათ შორის პარაფსიქოლოგებიც, რომლებიც ისეთ საიდუმლოებებში გაგარკვევენ, ცხოვრება უზრუნველი გექნებათ.

– თუმცა, დამეთანხმეთ, ადამიანების უმრავლესობა, საცხოვრებელ გარემოსა და მის რემონტს ინდივიდუალურად ირჩევს და თავად წყვეტს, როგორ გარემოში იცხოვროს. ამასთან დაკავშირებით რა საჭიროა სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება?

– გეთანხმებით, გემოვნებაზე არ დავობენ, ოღონდ მე სხვისი აზრის კი არა, სპეციალისტების, კონკრეტულად კი, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების აზრის გათვალისწინება ვიგულისხმე.  მათი რჩევაც თქვენთვის კომპეტენტური იქნება, რომ მომავალში საცხოვრებელ გარემოში შეტანილმა არასწორმა შტრიხმა პრობლემა არ შეგიქმნათ. ეს, რასაკვირველია, აგარაკებსაც ეხება, სადაც შვებულების დროს ისვენებთ და გინდათ ძალების მოკრება. მაგალითად, არ უნდა ააშენოთ სახლი მთის კენწეროზე, არც ხეობის შესასვლელში ან გამოსასვლელში, რადგან, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, წარმატების ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ.  ასევე, არ უნდა ააშენოთ ან იყიდოთ სახლი გზაჯვარედინზე, რადგან ასეთ საცხოვრებელში წარუმატებლობის შანსი იზრდება და ადამიანებს შორის ურთიერთობები ვერ ლაგდება. კარგია, თუ სახლის ფასადი დასავლეთისკენაა მიმართული და იქ კი გზა გადის, რადგან ასეთ გარემოში ადვილია სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერების მოპოვება – პირად ცხოვრებას ადვილად ააწყობთ და გარშემო მყოფები აგრესიისგან დაცული იქნებიან. ასევე, სახლის შესასვლელთან არ ვარგა დიდი ხეების დარგვა, რადგან ხელი ეშლება ბინაში დადებითი ენერგიის შედინებას. ისე, ხეებს თუ ეზოში სახლის ჩრდილო-დასავლეთით დარგავთ და გაახარებთ, ბევრ სიხარულს მოგანიჭებთ და ოჯახის გამრავლებაზეც დადებით გავლენას მოახდენს. ასეთი ხეების მოჭრა კატეგორიულად გეკრძალებათ, რადგან უნაყოფობას იწვევს, რასაკვირველია, თუ ის გამხმარი არ არის. რაც შეეხება ეზოს ან სახლის შემოღობვას, თუ წინა მხრიდან ღობე დაბალია, უკანა მხრიდან კი – მაღალი, ეს ბედნიერების მომტანია, წინააღმდეგ შემთხვევაში – უბედურების. 

– გამიგია, რომ სახლის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა. ამაზე რას გვეტყვით?

– დიახ, აქვს. თუ სახლი ან ოთახი ტრაპეციის ფორმისაა, იქ ცხოვრებისას რთულია ფულის დაზოგვა, გამრავლება, ბარაქა და დოვლათი ხშირად ნულამდეა დაყვანილი. თუ სახლის ფორმა სამკუთხედია, ესეც ცუდია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. არ არის გამორიცხული, ისინი უკურნებელი სენით დაავადდნენ, გალოთდნენ ან, სულაც, თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე. ასევე, ჯობია, სახლის მისაღები და სამზარეულო კვადრატული ფორმის იყოს, საძინებელი – მართკუთხედი, ხოლო შესასვლელი – ოვალური. ბევრი მეკითხება, თუ კერძო სახლის მშენებლობას ვიწყებთ და გარშემო ბევრი სახლი დგას, ამ დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღებაო. ამიტომ, ყველას თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან ვპასუხობ: როდესაც გადაწყვეტთ, აიშენოთ კერძო სახლი და ირგვლივ სხვა საცხოვრებელი სახლებიცაა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებიც მომავალში თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. კერძოდ, თქვენი სახლი არ უნდა იყოს ირგვლივ მდებარე სახლებზე ძალიან მაღალი. როცა სახლი ყველა მხრიდან ღიაა და იზოლირება შეუძლებელია, ადამიანები მოუსვენრად გრძნობენ თავს. ამ დროს სახლიდან გაედინება დადებითი ენერგიები და მათი ეგრეთ წოდებული „შეკავება” და ცირკულაცია საცხოვრებელში ვერ ხერხდება. ასეთი დისჰარმონია კი, უეცარი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

– ასევე, გამიგია, რომ, სადაც ორსული ქალია, იმ სახლში არ შეიძლება სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ეს რასთან არის კავშირში?

– იმ სახლში, სადაც ორსული ქალია, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მართლაც,  კატეგორიულად იკრძალება. განსაკუთრებით საშიშია მშენებლობის დროს აგურის გამოყენება, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს მის მშობიარობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

– არ შემიძლია, არ გკითხოთ იმ ცრურწმენებზე, რომელსაც უნებურად ვითვალისწინებთ. მაგალითად, ბევრისგან გამიგონია, როცა სახე გიხურს, ესე იგი, შენზე ცუდად ჭორაობენ, ხოლო თუ ყურები გაგიხურდა, მაშინ დიდი ხნის უნახავი ახლობელი გახსენებსო. ამაში თუ არის სიმართლის მარცვალი?

– (იცინის). თუ სახეზე უეცრად წამოგახურათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენზე ცუდად ჭორაობენ. მაგრამ, თუ ყურები გაგიხურდათ და გაგიწითლდათ, ესე იგი, ვიღაცას ძალიან ენატრებით და გახსენებთ. ამ დროს, ვისზეც ეჭვი გაქვთ, მათი სახელები უნდა წარმოთქვათ და დააკვირდეთ, რომელი სახელის წარმოთქმაზე გაგივლით სიწითლე თუ გახურება. თუ ასე მოხდა, ესე იგი, სწორედ ის ლაპარაკობს თქვენზე. ასევე, დააკვირდით, თუ მარცხენა ყური გაგიხურდათ, ახლო ნაცნობი ან მეგობარი გახსენებთ, ხოლო თუ მარჯვენა, მაშინ – შორეული ნათესავი. თუ ორივე ყური ერთდროულად გაგიწითლდათ ან გაგიხურდათ, არ არის გამორიცხული, ყოფილი შეყვარებული ან სასიყვარულო პარტნიორი გახსენებთ, ან ფიქრობს თქვენზე.  ასე რომ, ამქვეყნად უამრავი ისეთი რამ არსებობს, რაც ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ბედზე, იღბალსა თუ უიღბლობაზე აგებს პასუხს. ეს ყველაფერი უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ადამიანები ყოველთვის ითვალისწინებდნენ.

скачать dle 11.3