კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 29 წლის. დროდადრო ყელში ბურთის შეგრძნება მაქვს და ოდნავ ყლაპვის გაძნელება, რაც რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე გრძელდება. ფარისებრი ნორმაში მაქვს. სხვა რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი? 

პასუხი: პაციენტებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ყელში არსებული დისკომფორტი ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოვლინებაა. თუმცა, რეალურად, ეს ასე არ არის. სავარაუდო მიზეზები შეიძლება იყოს: საყლაპავის დაავადება (ამ მიზნით გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ), თუ ამ მხრივ პრობლემა გამოირიცხა, მაშინ საჭირო იქნება ყელ-ყურის სპეციალისტის კონსულტაცია. 

კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი მედიკამენტური საშუალებებით საშვილოსნოს ინფანტილიზმის ნორმალიზება?

პასუხი: ინფანტილიზმის თერაპია უმეტეს შემთხვევაში წარმატებულია. უნდა მოხდეს განვითარების ჩამორჩენის პირველადი მიზეზის აღმოფხვრა. ინფანტილიზმით დაავადებულ ზრდასრულ ქალებს ენიშნებათ ჩანაცვლებითი ან მასტიმულირებელი ჰორმონოთერაპია. მოზარდ გოგონებს კი ჰორმონული თერაპია არ ენიშნებათ (საწყის ეტაპზე). წინასწარ ხდება ორგანიზმის მომზადება, რისთვისაც იყენებენ ჰორმონებისადმი მასენსიბილიზებელ პრეპარატებს.

კითხვა: დამისვეს კოქსართროზის დიაგნოზი ორმხრივი დისპლაზიით. დისპლაზია  თანდაყოლილია თუ შესაძლებელია, კოქსართროზის პარალელურად იყოს განვითარებული?

პასუხი: ჩვეულებრივ, დისპლაზია თანდაყოლილი პათოლოგიაა, თუმცა შესაძლოა, განვითარდეს როგორც ბავშვობის ასაკში, ისე მოზრდილობის პერიოდშიც.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ მოკლე ძვლები სიგრძეში გაიზარდოს (დაგრძელდეს), თუ მხოლოდ გრძელი ძვლები გრძელდება?

პასუხი: ზოგადად, როდესაც  ზრდის პროცესი მიდის, ყველა ძვალი პროპორციულად იზრდება, თუ არ არის რაიმე დარღვევა.

კითხვა: წარსულში ჩატარებულმა ქიმიოთერაპიამ (არა სიმსივნურ დაავადებაზე), შეიძლება თუ არა, გამოიწვიოს რომელიმე დაავადება, თუნდაც სიმსივნე?

პასუხი: საჭირო ჩვენებით ჩატარებული ქიმიოთერაპია სიმსივნურ წარმონაქმნებს არ იწვევს. 

კითხვა: მაქვს ოსტეოქონდროზი, დავიწყე იოგაზე სიარული. პირველი ვარჯიშის დროს ძალიან ძლიერი დატვირთვა მივიღე, ამტკივდა თავი, ხერხემალი ძალიან, დამეწყო უძილობა. თუ ეს შეგრძნება დროებითია, რა უკუჩვენება აქვს იოგას?

პასუხი: აუცილებელია, მიმართოთ ორთოპედს ან რევმატოლოგს და ყველა ვარჯიშის ტიპი, რომელსაც იყენებთ, მასთან შეათანხმოთ. არსებობს ხერხემლის მდგომარეობები, რომლის დროსაც იოგათი ვარჯიში უკუნაჩვენებია.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ საკვერცხის კისტა  უმოძრაობის გამო გაჩნდეს? დღის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ჯდომაში ვატარებ სამსახურის გამო.

პასუხი: საკვერცხის კისტის განვითარებაში უმოძრაობა მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს, ეს ჩვეულებრივ ჰორმონული ფონის დისბალანსის შედეგია.

скачать dle 11.3