კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

რუნი მამა გახდა

 

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, უეინ რუნი მეორედ გახდა მამა. რუნის მეუღლემ – კოლინმა 21 მაისს იმშობიარა და ახალშობილს წყვილმა კლეი ენტონი დაარქვა. მეუღლის ფეხმძიმობის გამო უეინ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში გამართული ალექს ფერგიუსონის ბოლო მატჩის გამოტოვება მოუხდა. წყვილს უკვე ჰყავს სამი წლის კაი რუნი და კლეი მათი მეორე ვაჟია. ამასობაში ჯერაც უცნობია, თუ სად დაიწყებს ახალ სეზონს უეინ რუნი. მან კატეგორიულად მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექს ფერგიუსონს დევიდ მოიესი ჩაანაცვლებდა. სწორედ მასთან „ევერტონში” დაიწყო უეინ რუნის კარიერა და არცთუ კარგი მოგონებები დარჩა იქიდან. რუნის სავარაუდო მყიდველთა შორის სახელდებიან: „მონაკო”, „პსჟ”, „ბაიერნი”, „რეალი”.

 

ოლიმპიადის სექს-სიმბოლო პოლიტიკაში მიდის

 

მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სპორტსმენი, 24 წლის ანტონია მისურა პოლიტიკაში მიდის. ხორვატი კალათბურთელი და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების სექს-სიმბოლო ხორვატიის დემოკრატიული კავშირის პარტიის წევრი გახდა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს. ლამაზმანი სპორტსმენი ამჟამად ხორვატიული კლუბის, „ვიდიჩის” წევრია და თუკი მას პარლამენტში აირჩევენ, სპორტულ კარიერაზე უარის თქმა მოუწევს.


შარაპოვა აღარ მალავს რომანს

 

მსოფლიოს მეორე ჩოგანს ქალებს შორის, რუს მარია შარაპოვას მოჰბეზრდა თავისი რომანის დამალვა და საჯაროდ განაცხადა, რომ 21 წლის ბულგარელ ჩოგბურთელთან, გრიგორ დიმიტროვთან რომანი აქვს. შარაპოვამ აღიარა, რომ შეყვარებულია და ჟურნალისტებს სთხოვა, ამ თემაზე მეტჯერ აღარ შეაწუხონ. პირველად შარაპოვა და დიმიტროვი მადრიდის მასტერსის ტურნირის დროს დააფიქსირეს ჟურნალისტებმა. „ეს არის ჩვენი ცხოვრება კორტების მიღმა და გვინდა, ის მარტო ჩვენი იყოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს შარაპოვამ და ითხოვა, პაპარაცებმა მათ დევნას თავი დაანებონ.

 

ჰემილტონის 150-ათასიანი ხუმრობა

 

ლუის ჰემილტონის ხუმრობა ჟურნალისტებზე მის გუნდს, „მერსედესს” 150 ათასი დოლარი დაუჯდა. საქმე ისაა, რომ რეპორტიორები წყლის მოტოციკლზე ამხედრებულ ჰემილტონს უღებდნენ, ავტომრბოლელმა კი გადაწყვიტა, მათ გახუმრებოდა – მოტოციკლით ისე ახლოს ჩაუარა, რომ წყლის შხეფებით გაწუწა ისინი. ჟურნალისტებს დაუზიანდათ ტექნიკა, ვიდეო და ფოტოკამერები, მობილური ტელეფონები. საკუთარი პილოტის ქმედების გამო კი „მერსედესმა” საჯაროდ ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს და მიყენებული ზარალი სრულად აანაზღაურა.

 

ჯექსონის დაბრუნება

 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა NBA-ში დაბრუნების თაობაზე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. ჯექსონის თქმით, მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობებს სთავაზობდნენ „ბრუკლინ ნეტში” და „საკრამენტო კინგსში.” თუმცა, ორივე შეთანხმებაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ჯექსონის სახელს აკავშირებდნენ „ლოს-ანჯელეს კლიპერსა” და „ნიუ-იორკთანაც”, თუმცა აქედანაც არაფერი გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ფილ ჯექსონის მეთაურობით 1990-იან წლებში ლეგენდარულმა „ჩიკაგო ბულსმა” ზედიზედ რამდენჯერმე იზეიმა ჩემპიონობა. 2000-იან წლებში მან უკვე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან” ერთად დაიპყრო NBA-ს მწვერვალები.

 

სტოიჩკოვის მუქარა

 

ლეგენდარულ ბულგარელ ფეხბურთელს ხრისტო სტოიჩკოვს შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცენ და მწვრთნელობა დროებით აუკრძალონ. საქმე ისაა, რომ ამჟამად „ლიტექსის” მთავარი მწვრთნელი სტოიჩკოვი ღიად დაუპირისპირდა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბორისლავ მიხაილოვს და დაჰპირდა, რომ შეხვედრის შემთხვევაში, ფიზიკურად გაუსწორდება. „დავიჭერ და ვცემ, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება,” – ავრცელებს ბულგარული პრესა „გიჟმაჟი” ხრისტოს კომენტარს. ბოლო პერიოდში სტოიჩკოვი ბულგარეთის ჩემპიონატში მსაჯობის დონით არის უკმაყოფილო და მუდმივად აპროტესტებს ამ ფაქტს, მისი აზრით, მსაჯები მიკერძოებულად იქცევიან.

 

სექსუალური ველომრბოლელი

 

ამერიკელი ველოსიპედისტი ლიზ ჰეტჩი, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ველომრბოლელია, ასევე ცნობილია, როგორც გულახდილი ფოტოსესიების მოდელი. ეროტიკული ფოტოებით ლიზი ცდილობს, ქალების ველოსპორტის პოპულარიზაციას, რადგან ის ნაკლებპოპულარულია, ვიდრე კაცებისა. ლიზი 2011 წელს სერიოზულ ავარიაში მოჰყვა, თუმცა ძალების აღდგენა მოახერხა და ველოტრეკს ისეთივე შემართებით დაუბრუნდა, როგორც გადასაღებ მოედანს.

 

მოურინიო „ჩელსიში” წავიდა

 

მადრიდის „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა ცნობა, რომ კონტრაქტი პორტუგალიელ სპეციალისტთან ჟოზე მოურინიოსთან გაწყვეტილია. ამით კი გაამყარა ის ეჭვები, რაც სეუ ჟოზეს ლონდონურ კლუბ „ჩელსიში” გადასვლას უკავშირდებოდა. მოურინიოს მეორედ მოსვლა „არისტოკრატების” შტაბში, რომან აბრამოვიჩის სურვილი იყო და სავარაუდოდ, მოურინიოსთან ერთად, „ჩელსიში” ახალი ერა დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ „რეალიდან” მოურინიო რამდენიმე ფეხბურთელის წამოყვანას ცდილობს, მათ შორისაა ფაბიო კოენტრაუსი, რომელმაც ეშლი კოულის ადგილი უნდა დაიკავოს ფლანგზე. გარდა ამისა, „ჩელსის” კიდევ რამდენიმე ვარსკვლავს უკავშირებენ და ყველა მოუთმენლად ელოდება სატრანსფერო ფანჯრის გახსნას.

скачать dle 11.3